კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრემიერის ქალიშვილი

ორი წლის წინ, იტალიურმა „მილანმა“ „ახალ ზიდანად“ შერაცხული იოან გურკუფი იყიდა, მაგრამ რად გინდა, კარლო ანჩელოტიმ ბიჭი ერთი წელი აწვალა, გასული სეზონის დაწყებამდე კი „ბორდოში“ გაანათხოვრა, აქაოდა, ამისგან ისე გამოვა ზიდანი, როგორც ჩემგან სალამურიო. „ბორდომ“ საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და გურკუფმა ამ საქმეში ლომის წილი დაიდო. გარდა იმისა, რომ ის გუნდის ლიდერად იქცა, გოლებიც ბლომად შეეყარა და სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. „მილანი“ გურკუფს „გაეტირა“, მაგრამ ფეხბურთელმა იტალიაში დაბრუნება აღარ ისურვა და ჟირონდიელებთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

ჰოდა, ეს ბიჭი გასულ კვირას მაიამიში ფრანგ მოდელთან, მარი შტაისთან ერთად ნახეს. წყვილმა სასტუმროში საერთო ნომერი იქირავა და სამი დღის განმავლობაში იქიდან არ გამოსულან, საჭმელ-სასმელს კი ტელეფონით უკვეთავდნენ.

ეს ამბავი შესაძლოა, არც გახმაურებულიყო, რადგან ამერიკაში მოდელთან ერთად არაერთი ფეხბურთელი ისვენებს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ მარის ნამდვილი გვარი დე ვილპენია, შტაისი კი ფსევდონიმი გახლავთ. დომინიკ დე ვილპენი კი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერია და მარი სწორედ მისი ქალიშვილია, თუმცა რაღა ქალიშვილი, აკი გითხარით, გურკუფთან ერთად სამი დღის განმავლობაში სასტუმროს ნომრიდან არ გამოსულა-მეთქი.

скачать dle 11.3