კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ ემუქრება რეპერი ზი გეიმი დევიდ ბექჰემს და რატომ არის მისი ტექსტების უმეტესობა დაფუძნებული პირად ტრაგედიაზე

ჩაჩაჩული ჯინსი, უამრავი ტატუირება, პირსინგი და ნამდვილი განგსტა-რეპერის გამოხედვა. ჯეისონ ტაილორი, იგივე ზი გეიმი, თანამედროვე რეპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული წარმომადგენელია. ის რეპ-ლეგენდა დოქტორ დრემ თუფაქ შაკურს შეადარა, რომელსაც თავის ტექსტებში თავისივე განგსტერული წარსული აქვს ასახული.

ჯეისონ ტაილორი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში დაიბადა შავკანიანი ლინეტ ბეიკერისა და წარმოშობით ესპანელი ჯორჯ ტაილორის ოჯახში. ოთხ წლამდე ჯეისონი ლა-ბრეას უბანში იზრდებოდა, შემდეგ კი ოჯახი ქალაქ კომპტონში გადავიდა საცხოვრებლად. კომპტონში გადასვლის შემდეგ ტაილორების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა: ჯეისონის უფროსმა დამ მამას სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, რაზეც ის დააკავეს. საბოლოოდ, მშობლებს ჩამოართვეს ბავშვების აღზრდის უფლება და ისინი ერთმანეთს დასცილდნენ. რვა წლის განმავლობაში ჯეისონი გაშვილებული იყო კარსონ-სიტიში და უცხო ოჯახში ცხოვრობდა. შემდეგ დედამისმა აღიდგინა დედობის უფლება და შვილი თავისთან წაიყვანა. „ჩემი ბავშვობა იყო საშინელი, მაგრამ ასეთი ბავშვობა ჰქონდა თითქმის ყველას, ვინც კი ჩემ გარშემო ცხოვრობდა“, – იხსენებდა ზი გეიმი მოგვიანებით მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში. ოჯახში მისი დაბრუნებისთანავე ქუჩურ გარჩევაში მისი უფროსი ძმა – ჯეივონი მოკლეს. საერთოდ, კომპტონი ცნობილი იყო კრიმინალური ბანდებით და 14 წლის ასაკში ჯეისონი ერთ-ერთი ასეთი ბანდის – „ბლადზის“ წევრი გახდა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ერთი ხანობა, ჯეისონი ვაშინგტონის შტატის უნივერსიტეტში სწავლობდა, კალათბურთის გუნდის წევრის სტიპენდიის ხარჯზე, მაგრამ ნარკოტიკებთან კავშირის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ ის მთლიანად გადაერთო ქუჩურ ცხოვრებაზე და ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო, რაშიც მას მისი უფროსი ნახევარძმა, მეტსახელად „ბიგ ფეისი“ ეხმარებოდა, რომელიც დაჯგუფება „ცედარ ბლოქ პაირუ ბლადსის“ ლიდერი იყო. 1999 წელს ჯეისონის კიდევ ერთი უფროსი ნახევარძმა – ჩარლზი მოკლეს და იმ პერიოდში მომავალი რეპ-ვარსკვლავი იმდენად ჩაერთო კრიმინალურ ცხოვრებაში, რომ დედამისს მისი სახლიდან გაგდება მოუწია.

2000 წელს ჯეისონი და მისი ძმა კომპტონთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად, სადაც ავტომობილების გატაცებებისა და ნარკოტიკების ვაჭრობის მასშტაბურ ქსელს აყალიბებენ. მათი „წარმატებების“ შესახებ მთელ კალიფორნიაში გახდა ცნობილი. მალე ძმებს სერიოზული დაპირისპირება მოუვიდათ ნარკოტიკებით მოვაჭრე სხვა ნარკოდილერებთან. 2001 წელს, ნარკომოვაჭრეებთან შემდგარი ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ჯეისონს ცხრაჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. ცხრიდან ხუთი ტყვია მას გულში, მუცელში, ორივე ხელსა და მარჯვენა ფეხში მოხვდა. საბედნიეროდ, არც ერთი სასიცოცხლო ორგანო არ დაზიანებულა, მაგრამ ტაილორი სამი დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მხოლოდ სამ თვეში გამოეწერა საავადმყოფოდან. „ეს იყო ყველაზე დიდი გაკვეთილი ჩემს ცხოვრებაში. ღმერთს დიდ მადლობას ვუხდი, რომ დამიფარა. ამიერიდან მე ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებას შევუდგები და მუსიკოსი გავხდები“, – ამ სიტყვების შემდეგ ჯეისონმა თითქმის ყველა ცნობილი რეპერის ალბომი შეიძინა და ყველასგან განსხვავებული სტილის შემუშავებას შეუდგა. 2002 წელს ჯეისონმა თავის ძმასთან ერთად ხმის ჩამწერი ლეიბლი „ზი ბლექ უოლ სთრით რექორდსი“ დააარსა და დამწყებ რეპერებთან დაიწყო თანამშრომლობა. სხვათაშორის, თიკუნი „ზი გეიმი“ ჯეისონს ბებიამ დაარქვა. მას მიაჩნდა, რომ მისი შვილიშვილი ყოველთვის მზად იყო, დღის ნებისიმიერ მონაკვეთში კალათბურთის, ჰოკეისა და ამერიკული ფეხბურთის სათამაშოდ წასულიყო უბნელ ბიჭებთან. 2002 წელს ზი გეიმი დოქტორ დრეს საპროდიუსერო კომპანიამ შეამჩნია და ალბომის ჩაწერაზე კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც 2005 წელს გამოვიდა. დისკის ჩაწერაში ჯეისონს „ფიფტი ცენტი“ და „ნეით დოგი“ ეხმარებოდნენ, ხოლო ფროდაქშენზე კენი ვესტი და ჯასთ ბლეიზი ზრუნავდნენ. ზი გეიმის ტექსტების უმეტესობა მის მძიმე წარსულთან იყო დაკავშირებული და გამოსვლიდან პირველივე კვირას 80 ათასი ცალი ალბომის ასლი გაიყიდა. ამასთან, ზი გეიმი „გრემის“ ორი ნომინაციის მფლობელიც გახდა საუკეთესო სადებიუტო და რეპ-ალბომების ნომინაციებში. მას შემდეგ ზი გეიმი, რომელიც ჟურნალ „ფორბსის“ მიერ შედგენილ ყველაზე მდიდარ რეპერებს შორის 10 მილიონი დოლარით მე-14 ადგილზე იმყოფება, დასავლეთის სანაპიროს ჰიპ-ჰოპ მეინსტრიმის მთავარ „დამრტყმელ ძალად“ მიიჩნევა აღმოსავლეთის სანაპიროსთან დაპირისპირებაში. გარდა ამისა, ზი გეიმი დევიდ ბექჰემს, „რეალიდან“ „ლოს-ანჯელეს გელექსიში“ გადასვლის შემდეგ, ცემით ემუქრებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ევროპელი ვარსკვლავი მის საყვარელ კალიფორნიას დააბინძურებდა. ზი გეიმი ერთადერთი რეპერია დასავლეთის სანაპიროდან, რომლის ალბომმა მულტიპლატინურის სტატუსი მოიპოვა. მისი მუსიკა ჰიპ-ჰოპის განშტოებას – განგსტა-რეპს განეკუთვნება, რომელიც ძალზე გავრცელებულია კალიფორნიასა და მთელ დასავლეთ სანაპიროზე.

ამჟამად მომღერალი, მეოთხე სტუდიური ალბომის ჩაწერაზე მუშაობს, რომელიც, სავარაუდოდ, 2009 წლის ბოლოს გამოვა გასაყიდად. მის ჯერჯერობით ბოლო ალბომის ჩაწერაში, რომელიც „გეფენ რეკორდსის“ ლეიბლზე 2008 წლის აგვისტოში გამოიცა, მონაწილეობას იღებდნენ: „დიემექსი“, აის ქიუბი, ქომონი, ლუდაკრისი, ლილ უიენი და კენი ვესტი.

რაც შეეხება მუსიკოსის პირად ცხოვრებას. ზი გეიმი ორი შვილის მამაა და ერთი ხანობა ლაპარაკი იყო მისი და კონგრესმენ ბატერფილდის ქალიშვილის, მოდელისა და მსახიობის, ვალეიშა ბატერფილდის რომანზე, რომელიც ქორწინებით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, 2007 წელს წყვილმა განშორებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. მუსიკის გარდა, ზი გეიმი კინოთიც არის დაინტერესებული – 2008 წელს მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა პოლიციელებზე გადაღებულ ფილმში „ქუჩის მეფეები“, სადაც მთავარ როლებს კიანუ რივზი, „ექიმი ჰაუსი“ – ჰიუ ლორი და ფორესტ უიტაკერი ასრულებდნენ.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3