კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

როგორ მოიპოვებს გათხოვილი ქალი ცათა სასუფეველს


ამა სოფლად მცხოვრებ დედაკაცთა ღვაწლი

ღირსი მაკარი ეგვიპტელი თავის სენაკში ღვთის წინაშე ლოცვად იდგა (მეოთხე საუკუნე), როცა შემოესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ ვერ მიაღწიე იმ ორი დედაკაცის სიწმიდემდე, რომლებიც ახლობელ ქალაქში ერთად ცხოვრობენ“.

ბერმა აიღო კვერთხი, წავიდა მითითებულ ქალაქში და იპოვა ამ დედაკაცების სახლი. დააკაკუნა თუ არა, მაშინვე გამოვიდა ერთი მათგანი, რომელმაც სტუმარი დიდი სიხარულით მიიღო. მაკარიმ ორივეს მოუხმო და უთხრა: „თქვენი გულისთვის შორეული უდაბნოდან მოვედი; მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ. ყველაფერი მიამბეთ, არაფერი დამიმალოთ“. დედაკაცებმა უპასუხეს: „გვერწმუნეთ, წმიდაო მამაო, გუშინდელ ღამესაც კი ჩვენი ქმრების სარეცლებს ვიზიარებდით, რომელ სათნოებას ეძიებ ჩვენგან?!“

მაგრამ ბერი ჩააცივდა, გაემხილათ თავიანთი ცხოვრების წესი. მაშინ დედაკაცებმა უთხრეს: „ადრე ჩვენ ნათესაობა საერთოდ არ გვქონდა, შემდეგ ისე მოხდა, რომ გავთხოვდით ორ ძმაზე და აი, თხუთმეტი წელია, ერთ სახლში ვცხოვრობთ. არასოდეს გვიჩხუბია და ერთმანეთისთვის არასოდეს გვითქვამს ბოროტი ან შეურაცხმყოფელი სიტყვა.

ჩვენ მოვილაპარაკეთ, მიგვეტოვებინა მეუღლეები და ერთად შევმატებოდით ღვთისმსახურ წმიდა ქალწულთა დასს, მაგრამ ვერ დავითანხმეთ ქმრები, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლით და მუდარით ვარწმუნებდით. რაკი ვერ ავისრულეთ სურვილი, ღმერთს აღთქმა მივეცით – არასოდეს, თვით სიკვდილამდეც არ წამოგვცდენოდა რაიმე ამაო სიტყვა“.

ეს რომ გაიგო, წმიდა მაკარიმ წამოიძახა: „ჭეშმარიტად, ღმერთი არ განარჩევს ქალწულსა და გათხოვილს, მონაზონსა და ერისკაცს. უფლისთვის მთავარია, თითოეული მათგანის განზრახვა, რასაც თვით საქმედ უთვლის. და თითოეულს განზრახვის მიხედვით გარდამოუვლენს სულიწმიდას, რომელიც მოქმედებს და, წარმართავს გადარჩენის მსურველი ყველა ადამიანის ცხოვრებას“.

მწარე და ტკბილი

ერთხელ ნეტარ ანდრიას (მეათე საუკუნე) ჰქონდა ხილვა: იყო სამეფო დარბაზში, სადაც ტახტზე დიდებით იჯდა მეფე, რომელმაც მიიხმო თავისთან და ჰკითხა: „გსურს, ჩემთვის იღვაწო მთელი სულით?“

ანდრიამ უპასუხა: „მსურს, უფალო!“

მაშინ მეფემ შესაჭმელად აბზინდაზე მწარე რაღაც მიაწოდა და უთხრა: „ასეთი მწუხარებითაა სავსე გზა ჩემი სამსახურისა ამა სოფლად!“ შემდეგ მისცა რაღაც თოვლზე თეთრი და მანანაზე ტკბილი. ანდრიამ შეჭამა იგი, გამხიარულდა, დაავიწყდა კიდეც პირველი სიმწარე და გაიგონა მეფისაგან: „ასეთი საკვები მაქვს მათთვის, ვინც ჩემთვის იღვწის და ბოლომდე მხნედ დაითმენს. შენც მამაცურად აღასრულე, რაც დაიწყე; მართალია, მცირე ხნით დაიტანჯები, მაგრამ საუკუნოდ ეზიარები დაუსრულებელ სიცოცხლეს“.

წმიდა ანდრიამ გაიღვიძა, დაიწყო ფიქრი და მიხვდა, რომ სიმწარე ნიშნავდა მოთმინებას ამა სოფლად, ხოლო სიტკბო – მარადიულ სიცოცხლეს: „მრავალთა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14,22).

„სასწაულები და ხილვები“


скачать dle 11.3