კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს სახლში გაურკვეველ ხმებს და არსებობს თუ არა ბიბლიაში უცხო ცივილიზაციის შესახებ ცნობები


ადამიანის ცნობიერებაში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა პარანორმალური მოვლენები. ამის მაგალითია თანამედროვე პრესასა და ტელევიზიაში ასეთი მოვლენების შესახებ გაჩენილი ცნობები. საერთოდ, ჩვენს სინამდვილეში მეცნიერულ-ფანტასტიკური ლიტერატურა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩნდება, რომელიც აფიქსირებს უფრო განვითარებული ცივილიზაციის არსებობას. თანამედროვე ადამიანებს გულწრფელად სჯერათ არამიწიერი ცივილიზაციის, უცხოპლანეტელების არსებობის. არსებობენ თუ არა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რა არის პოლტერგეისტული მოვლენები და როგორ უდგება ამ საკითხს ეკლესია, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


– სანამ უშუალოდ ამ საკითხზე დავიწყებდე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ სიტყვა „ფანტაზიორი“ პირველად სწორედ ეშმაკის მიმართ იყო წარმოთქმული, რომელმაც თავი იმად წარმოიდგინა, რაც სინამდვილეში არ იყო. ესე იგი, ფანტაზია ცრუ და მავნებელი გამოგონებაა იმისა, რაც არ არსებობს.

ძველი აღთქმის წიგნში – „დაბადება“, ვკითხულობთ: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“. შემდეგ აღწერილია ყოველივე არსებულის შექმნა დღეების მიხედვით. ბიბლიაში თავდაპირველად მითითებულია ზეცის შექმნის შესახებ, ზეცაში კი წმიდა მამები გულისხმობენ ანგელოზთა უხილავ სამყაროს, უსხეულო სულთა შექმნას, შემდეგ უკვე მიწის, მატერიალური სამყაროს – ქვეყნისა და ცის შექმნას (საუბარია ხილულ ცაზე). სხვა რომელიმე ცივილიზაციის შესახებ აქ არაფერია ნათქვამი. არსებობს ადამიანი, რომელშიც თავმოყრილია როგორც მატერიალური სამყარო სხეულის სახით, ასევე უხილავი სახით და სულიერი სამყარო – სულისა და სამშვინველის სახით. კიდევ არსებობს ანგელოზთა უხილავი სამყარო, რომელიც შედგება ნათლის ანგელოზების, გარდაცვლილი სულებისა და დაცემული ანგელოზების – დემონებისგან. როგორც ვხედავთ, სხვა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობაზე ბიბლიაში მინიშნებაც არ გვაქვს.

– თუმცა, არსებობს ლიტერატურა, სადაც საუბარია ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე.

– ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იცნობდნენ. მაგალითად, სანსკრიტის ენაზე (ძველი ინდური ენა) სიტყვა „ბჰაშ“, რომელიც აღნიშნავდა „ეშმაკს“, იმავდროულად ითარგმნებოდა, როგორც „მანათობელი“. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ ეშმაკები ხშირად მანათობელი ობიექტების სახით გამოჩნდებიან ხოლმე. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა აღწერაში მოიპოვება ცნობები ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე, რომელიც თან ახლდა მის ჯარს. არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, მისი ლაშქრის ტიგროსსა და ევფრატზე გადასვლისას, დააკვირდნენ მფრინავ ობიექტებს, რომელსაც არისტოტელემ „მფრინავი დისკოები“ უწოდა. ცნობები ამოუცნობ ობიექტებზე ქრისტიანობის აყვავების ხანაში იკარგება, მათ შესახებ მხოლოდ ცალკეული მინიშნებები მოიპოვება, შემდეგ კი მათ შესახებ ცნობები მრავლად ჩნდება უკვე მეცხრამეტე საუკუნეში. თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბდა თითქმის მთელი თაობა, რომელსაც პერიოდული ან მუდმივი კავშირი აქვს უცხოპლანეტელებთან, მოქმედებენ მათი მითითების თანახმად. როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში წერია, ადამიანთა ურწმუნობის, ლოცვისა და მარხვის ღვაწლის უქონლობის გამო, ბნელი ძალები კაცობრიობის გამოცდის გზაზე დიდ ძალასა და ხელმწიფებას მიიღებენ, ასე რომ, „თვით გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა“. როგორც ამოუცნობი მფრინავი ობიექტის „კონტაქტებიდან“ არის ცნობილი, საკუთარ თავზე საუბრისას „უცხოპლანეტელები“ განსაკუთრებულად არც კი მალავენ თავიანთ მიზნებს. ისინი „ჩვენს სულიერ განვითარებაზე ოკულტისტური თვალსაზრისით“ ზრუნავენ და ამის „განვითარებას“ უკვე მზა „კონტაქტების“, მათი აზრების, იდეებისა და ენერგიების გამტართა მეშვეობით ახორციელებენ. ეს ყოველივე კარგად ეთანხმება წინასწარმეტყველებას ბოლო ჟამზე: „რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყვარი და ცრუწინასწარმეტყველნი და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა, ვიდრე ცდუნებამდე, უკეთუმცა ვითარ შეუძლოს, რჩეულთა მათცა“ (მათ. 24,24). ისინი აცდუნებენ ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც.

– მამაო, ბოროტ ძალას უკავშირდება ასევე პოლტერგეისტული მოვლენებიც. მას თუ აქვს კავშირი ჯადოქრობასთან, მაგიასთან?

– ამ მოვლენის ახსნა თვით მის სახელწოდებაში დევს. სიტყვა „პოლტერგეისტი“ გერმანულია და ნიშნავს „ხმაურიან სულს“, ანუ სულს, რომელიც თავისი ხმაურითა და ქმედებებით ადამიანს ზიანს აყენებს. თუ ვინ არის ეს სული, ქრისტიანისთვის არ არის ამოცანა – ეს იგივე დაცემული ანგელოზია, ეშმაკი, რომელიც ადამიანის დაღუპვას დაუღალავად ცდილობს. ამ მოვლენის დემონურ წარმომავლობაში ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს, გავაანალიზოთ ეს მოვლენები: 1666 წლის ზამთარში მეფე ალექსი მეორეს აცნობეს, რომ მოსკოვის სამწყსოში, წმიდა იოანეს მონასტრის მახლობლად, გაჩნდა არაწმიდა სული, რომელიც უხილავად აკაკუნებს დღისით და ღამით, ყვირის არაადამიანური ხმით. მეფემ ბრძანა, მასთან მიეყვანათ ღირსი მამა ილარიონი, რომელიც ფლობდა ძალაუფლებას არაწმიდა სულებზე. მეფის ბრძანებით, ღირსმა მამამ ცრემლითა და გულმოდგინებით შეასრულა ლოცვა, ყველას გადასახა ჯვარი. ამის შემდეგ ხუთი კვირის განმავლობაში ლოცულობდა და ეშმაკს ებრძოდა, ყველგან ნაკურთხ წყალს ასხურებდა, რის შემდეგაც იმ ადგილიდან დემონი თანდათან გაქრა.

სრულიად დასაშვებია, რომ პოლტერგეისტის მოვლენა ჯადოქრობის, მაგიის შედეგი იყოს. როდესაც ვინმე თავის მოყვასს შეიძულებს და სურს, მას ზიანი მიაყენოს, ის ან თვითონ აჯადოებს, ან უგზავნის არაწმიდა სულს (პოლტერგეისტს), ან ამისთვის მიმართავს „პროფესიონალ მისნებს“. ძალიან ბევრი მაგალითია, როდესაც ასეთი მოვლენები ადამიანების სახლში იწვევს უჩვეულო ხმაურს, კაკუნს, ხშირად ამის გამომწვევ საშინელ არსებებს ხედავენ კიდეც. ამიტომ, ამ მოვლენის აღმოსაფხვრელად და განსაქარვებლად, პირველ ყოვლისა, საჭიროა ადამიანთა ქრისტიანული რწმენა, ლოცვა, მარხვა, ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეკლესია არაწმიდა სულების წინააღმდეგ იყენებს დიდ კურთხევაში არსებულ სპეციალურ ლოცვებს – „ლოცვა სახლსა შეგრძნებულისასა“. ყველა შემთხვევაში აუცილებელია სახლის კურთხევა, განსაკუთრებით იმ სახლების, რომელთა პატრონები უჩივიან დემონური ძალების გამოვლინებას. ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც ძნელდება სახლიდან ეშმაკის განდევნა. ეს დამოკიდებულია დემონის ძალაზე, მის იერარქიულ მდგომარეობაზე, სახლის პატრონის ცხოვრების წესზე, მღვდლის პირად მადლზე, რომელიც მის ცხოვრებასთან, მარხვასთან, რწმენის სიმტკიცესთან, თავშეკავებულობასთან არის დაკავშირებული. ასეთი გახშირებული პოლტერგეისტული მოვლენები ჩვენს საზოგადოებაში შედეგია ამავე საზოგადოების ურწმუნობისა და გარყვნილებისა, რომლის დროსაც დემონები წინააღმდეგობას არ აწყდებიან და ადვილად იპყრობენ ადამიანების სულს. შესაბამისად, ყოველივე ეს თანამედროვე ადამიანისგან ითხოვს განსაკუთრებულ სულიერ სიფხიზლეს, ყურადღებას, საეკლესიო კანონებისა და წმიდა მამათა დადგენილების შესრულებას.


скачать dle 11.3