კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ეგონა მარიტა ჯანაშია შეშა და რატომ აქვრივებს აკო ხარისთვალაშვილი კრისტის


სულ ცოტა ხნის წინ თბილისში, ულამაზეს ადგილას, ერეკლე მეორის ქუჩაზე, ფოტო და გრაფიკული დიზაინის სტუდია – „ტეტეელ“ გაიხსნა, სადაც ულამაზესი კრისტი არტდირექტორია. სტუდიის ფოტოგრაფი – აკო ხარისთვალაშვილი კი, ის ადამიანი, რომელთან მუშაობაზეც სრულიად ქართველი მოდელები გიჟდებიან. მისი საყვარელი მოდელი კი, მშვენიერი მარიტა ჯანაშიაა. გლამურული ფოტოების მიღმა, რომელსაც სხვადასხვა რეკლამაში ან იმიჯში ვხედავთ, სახალისო გადაღებები იმალება, რომელთა შესახებაც კრისტიმ, აკომ და მარიტამ სიამოვნებით გვიამბეს.


– აკო, ვიცი, რომ კიკალას სტუდიაში მუშაობდი, მაგრამ წამოხვედი.

აკო ხარისთვალაშვილი:  კი წამოვედი, რადგან ბევრად უფრო მაგარ სტუდიაში გადმოვედი, სადაც უკვე ივნისიდან ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს დავიწყებთ. ვმუშაობ, ფეშენ-ფოტოგრაფიაში, ვიღებ რეპორტაჟებსაც, რეკლამასაც და სხვა. ვიწრო მიმართულება არ მაქვს, მხოლოდ პეიზაჟები, ნატურები... ჩემთან უფრო ახლოს არტია, სადაც ადამიანის შინაგან სამყაროს ვაჩვენებ ფოტოზე და ვცდილობ, ის კომპოზიციურად ძალიან საინტერესო იყოს.

– რა აქვს ამ ბიჭს ისეთი, რომ როგორც ძველი, ისე ახალი თაობის მოდელები, მასთან მუშაობაზე გიჟდებით? საერთოდ, კრისტის აქვს ნიჭიერი ადამიანების თავიდანვე შემჩნევის ნიჭი.

კრისტი: სულ აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე. (იცინიან). აკოს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს, თან საკმაოდ ნაყოფიერი და გარდა ამისა, ახლა უკვე ვთანამშრომლობთ. ჩვენი ახალი სტუდია „ტეტეელი“ იშიფრება, როგორც „thruogh the lens“, ანუ ლინზის მიღმა, რომელიც ფოტოგრაფიაში ხშირად იხმარება. ლამაზ ადგილას ვართ, ლამაზი ხალხი, ლამაზი სიტუაცია. კარგი „სასტავი“ შევიკრიბეთ. ბევრი პროექტი გვაქვს. ივნისში ძალიან მასშტაბურ პრეზენტაციას ვაპირებთ, მაგრამ ამაზე ბევრი ლაპარაკი, წინასწარ არ მინდა. რაც შეეხება თვითონ აკოსთან მუშაობას, ეს მასთან ძალიან ადვილია. საერთოდ, მოდელი თუ არ იხსნება, ეს უპირველესად, მისი პრობლემაა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, მაგრამ არიან გოგონები, სულ რომ ასი წელი გავიდეს, მაინც ვერაფერს სწავლობენ – არ იციან პოზირება, ბოლომდე ხესავით რჩებიან.

მარიტა ჯანაშია: აკო პირველი ფოტოგრაფია, ვისთანაც მუშაობა მომიწია, „ელიტ მოდელ ლუქის“ ფარგლებში. ახლა ძალიან მიხარია, რადგან ვხვდები, რომ არა ის, შესაძლოა, საერთოდ არაფერი გამოსულიყო ჩემგან. ძალიან დამეხმარა. ამის შემდეგ დავმეგობრდით. ორი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და სულ ერთად ვართ, საშინლად მიყვარს ეს ბიჭი.

– კრისტის იცნობდი რვა წელი, მასთან მუშაობა ადვილია, მაგრამ უცებ მოვიდნენ „ელიტის“ გოგონები, მარიტაც, რომელიც სულ გამოუცდელი იყო. მათ შორის რა პარალელის გავლება შეგიძლია?

აკო: იცი რა, კრისტის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა და მასთან თავიდანვე გამიადვილდა მუშაობა. როგორი პროფესიონალია ამას ჩემი ლაპარაკი აღარ სჭირდება, ურთიერთობა, იცის კამერასთანაც და ადამიანებთანაც. მახსოვს, ის რვა წლის წინ გავიცანი, ჩემთვის დამოუკიდებლად ვმუშაობდი, არც ერთ სტუდიასთან არ ვთანამშრომლობდი და მიუხედავად ამისა, ძალიან თბილად მიმიღო. შარდენზე ჩვენება იყო და მასთან ერთ-ერთმა მოდელმა წარმადგინა. ეგრევე დამთანხმდა გადაღებაზე, ყველა ახალბედას ვეხმარები მაქსიმალურადო.

სტიმული მომეცი ამით, მართლა. ძალიან მომეწონა კრისტის დამოკიდებულება. საინტერესო თემა გვქონდა აღებული, მაგრამ მერე რაღაცეები ისე აეწყო, გადაღება ვეღარ მოვახერხეთ. ახლა ეს თემა ისევ დღის წესრიგში დგას და ძალიან მალე მოვაბამთ თავს. ეს არ იქნება არც ფეშენ-ფოტო, არც გლამური. წინა პლანზე იქნება კრისტის ემოციები. საკმაოდ „ჟუდკი“ გამოვა, ალბათ, მნახველისთვის ცოტა მძიმე იქნება.

კრისტი: ქვრივი ქალის სახე უნდა შევქმნა, რასაც უფრო მსახიობობა სჭირდება, ვიდრე მოდელობა.

აკო: შეიძლება, ეს გავაიგივოთ „დამა ყვავთან“, ქალი შავებში – ასეთი თემა იქნება. ერთ გორაკზე მოხდება ეს გადაღება, სასაფლაოზე. ადგილი უკვე შერჩეული გვაქვს. კრისტის, ალბათ, შავ, ძალიან გრძელ კაბას ჩავაცმევთ და ირგვლილ ყვავები იქნებიან ჩამომსხდარი. მგონი, ყვავების მოძიება არ გართულდება.

– კრისტის თვალები როგორ უნდა ჩააქრო?

– არც მინდა ჩაქრობა. ზუსტად ეს ცოცხალი მზერა მჭირდება. სევდა, ტრაგედია და მაინც ცოცხალი, მბრწყინავი თვალები.

– მარიტაზეც მომიყევი.

მარიტა: დამჩაგრეს. (იცინიან) სულ მჩაგრავს.

აკო: მართლა ვჩაგრავ, რადგან მასთან უფრო მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და მის მიმართ უფრო მეტი უფლებები მაქვს. როდესაც პირველად მოვიდა, ძალიან პატარა იყო, თან უსაყვარლესი, საოცრად მორიდებული. „ელიტის“ გადაღებისთვის ყველაზე მოწესრიგებული ის მოვიდა. ბევრი ტანსაცმლით იყო მოსული. იცით, ალბათ, რომ მისი ბებია მარინა ჯანაშიაა და მთელი მისი სასცენო გარდერობი მოვატანინე, ვუალები, კაბები... (იცინიან) თავიდან რომ შევხედე, ისე ჩუმად და მორიდებულად იჯდა, ვიფიქრე, ამასთან რა იმუშავებს-მეთქი...

მარიტა: ახლა მოგკლავ! (იცინიან).

აკო: ხე იყო, პრინციპში. ვიფიქრე, მოვიდა შეშასავით და დამტანჯავს. თუ ახლა ესეც კუნძივით დადგა და არ გაინძრა-მეთქი. მართლა გავგიჟდებოდი, რადგან ბევრი ასეთი „პრობლემატური“ გოგო მყავდა გადაღებული. თან საშინლად მშიერი ვიყავი და ალბათ, მართლა მარიტაზე ამოვანთხევდი ყველაფერს. (იცინიან), ჩავრთე განათებები და უცებ ამ გოგოს ისეთი გარდასახვა მოხდა, გაგიჟებული ვიყავი. ქამელეონი დავინახე. არც ერთი შესწორება არ მქონია, გამომეტყველება იქნებოდა ეს, პოზირება, თუ სხვა რამ. რატომღაც ვიფიქრე, რომ სწორედ ის გაიმარჯვებდა. სამწუხაროდ, იმ წელს ჩემი წინასწარმეტყველება არ ახდა, მაგრამ მომდევნო წელს გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩაგვრას, საშინლად ჯიუტი გოგოა და ამის გამო, სულ ვჩხუბობთ. მოღალატეა, იუდა... იუდა ისკარიოტელი (იცინიან).

მარიტა: საშინლად ეჭვიანია. სულ ეჭვებშია, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც საჭიროა. საქმეში ეს ძალიან კარგია, სულ უნდა, ყველაფერი იმაზე უკეთესად იყოს, ვიდრე არის, ხანდახან ათი-თორმეტსაათიანი გადაღებაც გვქონია და ღამით, იქიდან დაქანცული წამოსასვლელად რომ ვემზადები, იმას ამბობს, რამე ხომ არ დამავიწყდაო. მეგობრულ ურთიერთობაში სულ დაძაბულობა გვაქვს, სულ ვჩხუბობთ, მაგრამ ძალიან მალე ვრიგდებით, ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. იმედია, ფეისბუქის შენი გუშინდელი სტატუსი მე არ მეძღვნებოდა. რაღაც საშინელებები ეწერა. ადამიანი არ უნდა დაინდო, რაც უფრო წიხლს ჰკრავ, მით მეტად დაგაფასებს, მერე.... ასეთი საშინელებები ეწერა (იცინიან).

კრისტი: შენი „ბედის ნამცხვარი“ საერთოდ სიგიჟეა.

აკო: გათვალული ვარ, სულ საშინელებები ამომდის. დღეს არ გაგიმართლებს, ზეგ მოკვდები, ერთ კვირაში საყვარელი ადამიანი გიღალატებს... ეგრევე დეპრესია მეწყება (იცინიან). ამ გათვალვის მართლა მჯერა. იმდენი წერეს და იძახეს, რა ლამაზი თვალები გაქვს, რა ლამაზი თვალებიო, რომ საშინლად დამაკლდა მხედველობა, მინუსები მაქვს.

– მარიტა, ვიცი, რომ აკო შენი მეჯვარე უნდა იყოს.

– კი, წლების შემდეგ, როდესაც გავთხოვდები, ძალიან მინდა, აკო ჩემი მეჯვარე იყოს...

– მაგრამ, აკო რომ ამბობ, მარიტა მიყვარსო?

– ხედავ რას მიკეთებს გველესიანი?! როგორ მამწარებს! მამხილა სრულიად საქართველოს წინაშე (იცინიან). იუდა! როგორ მომიხაზე! არა, მართლა ძალიან მიყვარს ეს გოგო, ჩემი უახლოესი მეგობარია. მის ოჯახს ვიცნობ გადასარევად. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, მისგან რომ გავიგე, ჩემი მეჯვარე მინდა იყოო, არც გამკვირვებია.

– ვიცი, რომ საოცრებებს გიკეთებს გარე გადაღებებზე.

მარიტა: ეს მე მკითხეთ. არასდროს დამავიწყდება, გადაღებაზე ტყეში რომ წამიყვანა (იცინიან). კოჯორში თუ მანგლისში, სადღაც ვიყავით ფოტოსესიაზე.

აკო: ჩემი ფავორიტი, მარიტა მოვიტაცე გადასაღებად, ავიყვანე აბლაბუდიან ტყეში...

მარიტა: პირველი შენ წადი, აბლაბუდა რომ მედება, ვერ ვიტანო.

აკო: ალერგიას მაძლევს ქსელი, რომ მედება. მოკლედ, გავაწმენდინე გზა. მე უამრავი ხარახურა მქონდა აკიდებული. მინდოდა, მარიტას რაღაც ქსოვილი ჰქონოდა შემოხვეული და ვთხოვე, იქნებ გაგეხადა-მეთქი (იცინიან). მარიტამ, არაო, აქ უხერხულიაო. ბოლოს სიშიშვლის იმიტაცია შევქმენით – წული შემოვახვიე და ულამაზესი ფოტოები გადავიღეთ.

მარიტა: აკო, ფუტკრები მკბენენ, ვეუბნები. ეს კიდევ ყვიროდა, ნუ მოძრაობ, კადრს ნუ მიფუჭებო. რაღაც ფიჩხებზე მატარა ფეხშიშველი, სულ დაკაწრული ვიყავი.

აკო: ასე ვაწამე ტყეში. აღმოჩნდა, რომ ტყესთან ახლოს იყო სასაფლაო. ცოტა ხანში რაღაც რახა-რუხი გვესმის. თურმე იქიდან სასაფლაოს დარაჯი გვიყურებდა, გაოგნებული სახით. მე ასხმული აპარატით და ბევრი ნივთებით, მარიტა ნახევრად შიშველი. რა სანახავები ვიყავით, ხომ წარმოგიდგენია.

კრისტი: კაცმა, ალბათ, იფიქრა, რაღაც რიტუალს ატარებენო, სექტანტები ეგონებოდით (იცინიან).

მარიტა: მერე ვითომ გველი აღმოაჩინა. დაიწყო ყვირილი, ვაიმე, გველი, გველიო და გავარდა. ისეთი შეშინებული ვიყავი, ფეხშიშველმა ვირბინე.

აკო: ხომ სულ წუწუნებენ, გადაღებები რომ დიდხანს გრძელდება, ოცდაათ კაბას ვაცვლევინებ ხოლმე, მაგრამ გადაღების მერე გიჟობის ხასიათზე მაინც არიან და ჩვენთვის რაღაცეებს სულ ვიღებთ. ერთი სიტყვით მიყვარს პროფესიონალები.

კრისტი: უნიჭიერესები არიან ეს ადამიანები და მიხარია, რომ მათთან ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ.


скачать dle 11.3