კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძებს მალხაზ ქვრივიშვილი დაშვებულ შეცდომებს საკუთარ თავში და რა გაუკეთებია მას საყვარელი ქალისთვის


მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი, ისევე როგორც ყველა ადამიანი, საკუთარი ცხოვრების სტილით ცხოვრობს, ხოლო, რით არის ის სხვებისგან გამორჩეული, ინტერვიუში თავად მოგითხრობთ. მიუხედავად იმისა, რომ მალხაზი პოპულარული გადაცემის – „მაფიის ღამის“ წამყვანია, რაც მშვენივრად გამოსდის, თავად არასდროს უთამაშია „მაფიოზობანა“. როგორც ინტერვიუში აღნიშნა, მის ბავშვობაში სხვა თამაშებით ირთობდნენ თავს.


– როგორ ცხოვრობს მალხაზ ქვრივიშვილი, როგორია მისი ცხოვრების სტილი?

– ვცხოვრობ როგორც ყველა, ალბათ არაფრით არ განვსხვავდები სხვებისგან. ხასიათიდან გამომდინარე აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ: ვიძინებ გვიან, ვიღვიძებ ადრე. რაც არ უნდა ადრე ვიყო ასადგომი, მომზადებისთვის ნახევარი საათი მყოფნის. ვიცვამ ამინდის შესაფერისად და არასდროს არ ვიპრანჭები. შეიძლება, ისიც ითქვას, რომ საკმაოდ თავისუფალი ადამიანი ვარ.

– ცვალებადი ხასიათი გაქვს?

– ამინდს გააჩნია.

– საკუთარ თავს თუ ზღუდავ რამეში?

– მე პირადად არავის ვზღუდავ და ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არც თავს ვიზღუდავ, რადგან თავისუფალი ცხოვრების სტილი მაქვს, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა.

– რის უფლებას არ მისცემ არასდროს საკუთარ თავს?

– საკუთარ თავს, ყველა გაგებით, ღალატის უფლებას არ მივცემ. ჩემთვის საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობა – უპირველესია: ჯერ საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო და მერე სხვას.

– შეიძლება, შენ გიღალატონ. ყოველთვის ხვდები, ვინ არის ამის გამკეთებელი?

– ვერ ვხვდები, რადგან ადამიანს იმდენად შემიძლია ვენდო, ვერც კი ვიფიქრებ, რომ, შეიძლება, მიღალატოს.

– გულმავიწყი ხარ თუ იმახსოვრებ ღალატს?

– თუ ვინმე მიღალატებს, დიდხანს მამახსოვრდება.

– ხშირად აღწევ დასახულ მიზანს?

– მიზნის მისაღწევად დიდი დრო მჭირდება, რადგან ყოველთვის ია-ვარდებით არ არის ცხოვრების გზა მოფენილი. წინააღმდეგობები ხშირად მხვდება, თუმცა, პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ.

– „მაფიის ღამის“ წამყვანი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაშია, მაყურებელმა ბევრ მონაწილეში აღმოაჩინა უჩვეულო ნიჭი. შენ თუ შეგცვლია რომელიმე მოთამაშეზე შთაბეჭდილება ჩაწერის შემდეგ? ალბათ, როგორც არ უნდა ითამაშო, თუ ადამიანის ბუნებაში არ დევს, ისე კარგად ვერ „გააცურებს“ სხვას. ძირითადად, „მაფიოზებს“ ვგულისხმობ.

– საერთოდ, ყველა აზარტულ თამაშში ძალიან კარგად ჩანს, ადამიანის ხასიათი: ზოგს კარგი ინტუიცია აქვს, ზოგი კი შამანი მგონია, პირდაპირ რომ დაადებს მონაწილეებს ხელს და სამივე მაფიოზს ერთად ამოიცნობს.

– თავად თუ გითამაშია?

– ჩემს ბავშვობაში „მაფიოზობანა“ არ იყო, ჩვენ „კინოობანას“, „ამის პატრონმა რა ქნას“ და „ქალაქობანას“ ვთამაშობდით.

„მაფიის ღამე“ ძალიან აზარტულია და მოიცავს ლოგიკას, ლავირებას, ინტუიციასა და აზროვნებას.

– თავად რომელ თვისებებს ფლობ აქედან?

– პროფესიიდან გამომდინარე, ყველას უნდა ვფლობდე და ვფლობ კიდეც. ძალიან მაგარი ინტუიცია და წარმოსახვის უნარი მაქვს.

– ცხოვრებაში ყველაზე ხშირად რომელ ემოციებში იხარჯები?

– როცა შთაბეჭდილებები გამძაფრებულია, მაშინ გაცილებით მეტად ვიხარჯები. შეიძლება, სიყვარულით მივიღო ძალიან კარგი ემოცია, ან პირიქით – ყველაზე ცუდი ემოცია, ხშირად, უფრო ყოველდღიურობიდან გამომდინარე. ისე, ყველაზე დიდ ემოციასა და „კაიფს“ მაშინ ვიღებ, როცა სიკეთეს ვაკეთებ.

– როგორ მამაკაცებს მიეკუთვნები – რომლებსაც სიყვარულის გამოხატვის კომპლექსი აქვთ, თუ – პირიქით?

– ყოველთვის მხიარული, დაფიქრებული და გაწონასწორებული ადამიანი ვიყავი. გადაწყვეტილებებს სწრაფად და მარტივად არ ვიღებ. სიყვარულში არანაირი კომპლექსი არ მაქვს. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, უნდა მიხვიდე იქამდე, რომ კომპლექსები მოიხსნა, თორემ, ყველა ადამიანს მოჰყვება თავისებური კომპლექსი ბავშვობიდან.

– სასიყვარულო ურთიერთობაში კომპლექსის მოხსნა, ალბათ, პარტნიორზეა დამოკიდებული.

– არა, ალბათ, უფრო ცხოვრებაზე, გარემოსა და გამართლებაზეა დამოკიდებული. მე პირადად, სიყვარულთან მიმართებაში არანაირი კომპლექსი არ მაქვს.

– რა გაგიკეთებია საყვარელი ქალისთვის?

– საყვარელი ქალისთვის ბევრი რამ გამიკეთებია, მაგალითად: სიკეთე, გრძნობა, ერთგულება, სიურპრიზები და ასე შემდეგ. მთავარია, მეორე მხარე როგორ დაინახავს ამ ყველაფერს, თორემ, შენ როგორ მიგაჩნია, ეს უკვე სხვა საკითხია. ყველაფერს ფილოსოფიური მიდგომა, თავისებური ახსნა აქვს. ვისთანაც ურთიერთობა და გრძნობა მქონია, ყოველთვის ერთგული ვიყავი ამ გრძნობის და ყოველთვის კარგი პარტნიორი ვიყავი ცხოვრების იმ კონკრეტულ ეტაპზე მათთვის. მინუსები და დაშვებული შეცდომები საკუთარ თავში უნდა ეძებო, რის შემდეგაც, ეცადო, კიდევ ერთხელ არ განმეორდეს. მიუხედავად ამისა, რაღაცეები მაინც მეორდება, თავისით ამოხტება ხოლმე.

– როგორი მეგობარი ხარ?

– ვფიქრობ, ცუდი მეგობარი არ უნდა ვიყო და, თუ კარგი ვარ, ეს თვითონ ჩემმა მეგობრებმა უნდა თქვან. არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ არც პირფერობა მიყვარს და არც მლიქვნელი არ ვარ.

– ვინ ხარ – ადამიანი, რომელიც ირჩევს მეგობრებს თუ, რომელსაც ირჩევენ მეგობრები?

– არ ვიცი, თვითონ გკარნახობს რაღაც და მეგობრების შერჩევა თავისდაუნებურად ხდება. თუ ბიჭები ვირჩევთ ერთმანეთს, იქ უფრო განსაკუთრებული არჩევანი ხდება. თუ მოგწონს მისი კაცური თვისებები – მიიღებ, თუ არა – არა. დროთა განმავლობაში კი სხვადასხვა საქციელია მთელი ურთიერთობა. რამდენიმე ადამიანთან 40-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს და ეს უკვე სულ სხვა ცხოვრებაა. იქ შეცდომებიც არის, უპასუხისმგებლობაც, პატიებაც, მაგრამ, მთლიანობაში ერთი დიდი სიყვარულია და მასში ბევრი რამ დევს. შეიძლება, ჩვენ ერთმანეთს ყოველდღე ვერ ვნახულობდეთ, მაგრამ, ვიცი, რომ ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილი არიან. მათ გარდა კიდევ ბევრი მეგობარი მყავს და კიდევ ბევრს შევიძენ. ჩემთვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – მეგობარი, მეგობარია. მყავს ბაღის, სკოლის, ინსტიტუტის, უბნის მეგობრები.

– ეჭვიანი ხარ?

– მეგობრებთან მიმართებაში, ალბათ, ოდესღაც ეჭვიანიც ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ.

– როცა შენზე ეჭვიანობენ, იზღუდები თუ მნიშვნელობას არ ანიჭებ?

– როცა ჩემზე ეჭვიანობენ, ვიზღუდები, ვითრგუნები და დისკომფორტში ვარ. საერთოდ, თუ ადამიანი ჩემ გვერდით არის, მას ეჭვიანობის საბაბს არასდროს ვაძლევ.

– თუ სამართლიანად ეჭვიანობენ, ნებდები თუ მაინც არ აღიარებ?

– ტყუილის თქმა არ შემიძლია, აბსოლუტურად ყველაფერი შუბლზე მაწერია. როცა ადამიანი ძალიან კარგად გიცნობს, ვერ მოატყუებ. ამიტომ, ვცდილობ, არაფერი მოვიტყუო და ყველაფერი პირდაპირ ვთქვა.

– შენი ცხოვრების სლოგანი რა არის?

– „გაუფრთხილდეთ ერთმანეთს!“ უნდა მიხვდე, რომ ამ დედამიწაზე ძალიან პატარა ხარ და ძალიან ცოტა დრო გაქვს საცხოვრებლად. ამ ხანმოკლე დროში ბევრი წვალება და გამოცდაა, რასაც უნდა გაუძლო და ცხოვრების გზა ლამაზად და სიმართლით გაიარო. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ერთმანეთს აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ!


скачать dle 11.3