კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მამაკაცი, რომლისგანაც ია კიწმარიშვილმა ბევრი რამ ისწავლა და რით დაემუქრა მას მეუღლე


სამოდელო სააგენტო „იმიჯ-ცენტრი“ სულ ახლახან ათი წლის გახდა. დღეს ეს სააგენტო ერთ-ერთი წარმატებულია, რადგან მისი ხელმძღვანელი ია კიწმარიშვილი ახალ-ახალი პროექტებით გვანებივრებს. ის ამ საქმეში დაუღალავ შრომასა და დიდ ენერგიას დებს.


ია კიწმარიშვილი: უკვე მეოთხედ ვატარებთ „ელიტ მოდელ ლუქის“ შესარჩევ ტურს საქართველოში. ეს არის ყველაზე პრესტიჟული, პროფესიული სამოდელო კონკურსი და მთლიანად ამართლებს თავის სახელს, შერჩევის პრინციპს და გოგონების მიერ შემდგომში მიღწეულ წარმატებებსაც. ამის მაგალითია წინა წლებში გამარჯვებულები: თამარ შედანია, ანა კოვაჩი და მარიტა ჯანაშია, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. იმედი მაქვს, წელსაც ისეთ გოგონას შეარჩევს „ელიტის“ წარმომადგენელი, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება ექნება. წელს კონკურსის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო და ეს გასაკვირიც არ არის. წინა წლებში ყველა გოგონა ტოპ-თხუთმეტეულში მოხვდა. წელს 20 გოგონას ნაცვლად, 23 შევარჩიეთ. ისინი ჟიურისა და „ელიტის“ წარმომადგენლის წინაშე წარდგებიან. სწორედ ისინი გააკეთებენ არჩევანს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თავმდაბალი ადამიანი ვარ, ერთ რამეს ვიტყვი: წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დამანახა, რაოდენ რთულ საქმეს ვაკეთებთ, თანაც თავდაუზოგავად და გმირულადაც კი. მიუხედავად ყველა პრობლემისა, როცა არც ფინანსები და არც ყურადღება აქვს სათანადო ამ პროექტს, მაინც ვაღწევთ სერიოზულ წარმატებებს. ყველაზე დიდ წარმატებად ის მიმაჩნია, რომ სააგენტო წელს ათი წლის გახდა და ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ყოველწლიურად, მერვედ ვატარებთ „მის საქართველოს“, მეოთხედ ვატარებთ „ელიტ ლუქს“ და წელს მამაკაცების პროექტიც დავიწყეთ. ყველაფრის მიუხედავად, ვაგრძელებთ მოღვაწეობას, წინსვლას და ვახერხებთ განვითარებას. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. სააგენტოს ბევრი სახე ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. ყველაზე წარმატებულ მოდელად მე მაინც თამარ შედანიას დავასახელებდი. მან ამ ორი წლის განმავლობაში, რაც უცხოეთში მოღვაწეობს, სხვადასხვა „ფეშენ ვიქებში“ მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე ცნობილი შოუ გახსნა და დახურა. გადაღება ჰქონდა ევროპასა და აზიაში ცნობილი ბევრი ჟურნალისთვის. წელს ძალიან მასშტაბური „ელიტ მოდელ ლუქის“ ფინალი გვექნება. მოწვეული გვყავდა ფოტოგრაფი ევროპიდან – პეტრა ჰიცოვა, რომელიც საკმაოდ ცნობილია და ევროპის უმეტეს გამოცემებთან მუშაობს. აქვს ჩეხი მოდელების გადაღების დიდი გამოცდილება. სამი დღის განმავლობაში მან და ზუზანა პოლაჩკოვამ, რომელიც ჩეხეთისა და სლოვაკეთის „ფეშენ ტივის“ წარმომადგენელია, სხვადასხვა სტილი შეურჩიეს გოგონებს და ფინალურ შოუზე ეს ფოტოებიც გვექნება. გარდა ამისა, ფინალურ შოუზე ქალბატონი ზუზანა ჩამოიტანს მულტიბრენდულ კოლექციას, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას. ყველა გოგონას შემოსავს ავთანდილი, აგრეთვე, იქნება ჯუსი კუტიურიეს კოლექცია, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, თანამედროვე, ახალი, მაგრამ უკვე კარგად განვითარებული ბრენდი. ასევე, იქნება შერეული კოლექცია – კარლ ლაგერფილდის, მარჯიელას და სხვა დიზაინერების. 24 მაისს ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“, 9 საათზე გაიმართება „ელიტ მოდელ ლუქის“ ფინალი, სამი „ფეშენ-შოუ“, ასევე, იგეგმება მარკუს მეტრეველის პროგრამა, რომელიც, ჩემი აზრით, განსხვავებული მომღერალი და შოუმენია. „ელიტის“ წარმომადგენელი თავად დაასახელებს გამარჯვებულს და მეორე დღეს „ქალაქურის“ მესამე სართულზე გაიმართება „შოურუმი“, რომელზეც ნახსენები ბრენდები იქნება წარმოდგენილი. ნებისმიერ სტუმარს შეეძლება მათი ნახვა და ყიდვა.

– როგორ აღნიშნეთ ათი წლის იუბილე?

– „ბამბარუმში“ აღვნიშნეთ სააგენტოს დაბადების დღე ჩემს დაბადების დღესთან ერთად. დაბადების დღეზე მოვიწვიეთ ყველაზე ახლო ადამიანები, ჩემი მეგობრები, კონკურსის ჟიურის წევრები. საზოგადოებას წარვუდგინეთ „ელიტის“ ახალი გოგონები. პარალელურად, გავერთეთ და სტუმრებს გავუმასპინძლდით. ორი ტორტი მქონდა, ერთი ჩემი, მეორე კი სააგენტოს დაბადების დღის აღსანიშნავად, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. როგორც წესი, საკუთარი დაბადების დღისთვის არ მცალია, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად, ოფისში აღვნიშნავ ხოლმე, ვიწრო წრეში, უახლოეს მეგობრებთან ერთად. მე დღე და ღამე სამსახურში ვარ და თუ სადმე შეიძლება ჩემი ნახვა, ეს ჩემი ოფისია.

– რომელიმე დაბადების დღე თუ გახსოვთ განსაკუთრებულად?

– ყველაზე მეტად ის დაბადების დღე მახსოვს, როდესაც ეროსიმ – შეყვარებულის სტატუსით მომილოცა. მან ერთ-ერთი მეგობარი მოიყვანა, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში გიტარაზე უკრავდა და, სიმღერით გვართობდა. ძალიან შთამბეჭდავი დაბადების დღე გამოვიდა, მეგობრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩემი თაყვანისმცემლით, ამან დამაფიქრა – ყველას რომ მოეწონა, ესე იგი, მეც უნდა მომეწონოს-მეთქი.

– ანუ, მაშინ ჯერ არ იყო თქვენი შეყვარებული.

– არა, ჯერ მხოლოდ თაყვანისმცემლის სტატუსი ჰქონდა. არაჩვეულებრივი, უზარმაზარი თაიგული მაჩუქა. საერთოდ არ ვაპირებდი ეროსის დაპატიჟებას, მაგრამ დამემუქრა, სახურავიდან ჩამოვალ და თაიგულს მაინც მოგცემო. ანუ, მომიწია კარის გაღება. მთამსვლელი კი არის, მაგრამ შემეშინდა, ცხრასართულიანი სახლის სახურავიდან არ ჩამოსულიყო და რამე შარში არ გავხვეულიყავი.

– შეყვარებულობის დროს ადამიანი ასეთი საქციელისთვის უფრო მზად არის?

– კი. მაშინ უფრო მზად ხარ სიგიჟეებისთვის.

– გიყვარდათ სიგიჟეების კეთება?

– ნებისმიერ საკითხში ძალიან აზარტული ადამიანი ვარ. ყველაფერს ძირითადად ემოციურად ვაკეთებ და ეს ბიზნესის თვალსაზრისით არ არის გამართლებული. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ არასდროს გამომდის, ჯერ დავითვალო, ყველაფერი და მერე გავაკეთო ესა თუ ის ღონისძიება. ანუ ვიწყებ კეთებას და მერე ვითვლი. ჩვენს ქვეყანაში რთულია, რამე წინასწარ დაგეგმო და განსაზღვრო შესაბამისად, ბევრ რაღაცას სპონტანურად ვაკეთებ.

– დაბადების დღეს მინდა დავუბრუნდე, თქვენ თუ გახსოვთ, მეუღლისთვის დაბადების დღეზე გაკეთებული სიურპრიზი?

– მე მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიურპრიზი ვარ.

– გოგონები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქალბატონ იას ისინი ხშირად დაჰყავს გასართობად, განსაკუთრებით კლუბებში.

– სულ ვცდილობ, გოგონები წავიყვანო საინტერესო ადგილებში – ვასწავლო, ვაჩვენო, როგორ უნდა იქცეოდნენ, როგორი მანერები უნდა ჰქონდეთ, რა უნდა იყოს მათთვის პრიორიტეტი, ცხოვრების მიზანი, სტილი, წესი. შეიძლება, ნაკლებად თავმდაბლურად გამომივიდეს, მაგრამ ხშირად აღვნიშნავ, ვნატრობ, მე რომ ვიყავი მათ ასაკში, ნეტავ, ასეთი მასწავლებელი და მაგალითი მეც მყოლოდა-მეთქი. ჩვენთან რომ მოდიან გოგონები, იმ ასაკში არიან, როდესაც ადამიანს გემოვნება, საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება, სიყვარული უყალიბდება. გოგონამ უნდა იცოდეს, სად დაიფასოს თავი, სად თავმდაბლობა გამოამჟღავნოს. მსგავსი დეტალები ნებისმიერ საკითხში წარმატების მისაღწევად ბევრ რამეს წყვეტს. მე ცხოვრებაში მყავდა კარგი მაგალითი – არაჩვეულებრივი მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი იყო, ჩვენი გუნდის გოგონებს ძალიან ბევრ რამეს ასწავლიდა. ის, რომ ვარ ორგანიზებული, დისციპლინირებული, მისი დამსახურებაა. ყოველთვის გვასწავლიდა შრომასა და მოთმინებას. მეც ვცდილობ, ეს ვასწავლო გოგონებს. როდესაც შრომობ, ხარ მომთმენი, წარმოუდგენელია, არ მიაღწიო წარმატებას და მერე ამან შედეგი არ გამოიღოს.


скачать dle 11.3