კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1985 წლის 18 იანვარს, შუადღისას. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა ის, რომ მეტად წარმოაჩინოთ თქვენს ხასიათში დადებითი თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ასევე, იმოქმედეთ პრინციპით „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.” იყავით ფრთხილი, წინდახედული და ერთგული. გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ეცადეთ მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება. ეს ყოველივე წარმატებებში შეგიწყობთ ხელს და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.

კითხვა: დავიბადე 1963 წლის 13 აპრილს, დილის საათებში. უცხოეთი თუ არის ჩემთვის სასურველი და რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები უფრო მეტად?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ანუ არც კარგი და არც ცუდი. გეტყვით იმასაც, რომ თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ, თქვენთვის ძირითადად წარმატებების მომტანი სწორედ სამშობლოა. უცხოეთთან რაღაც პერიოდით კონტაქტი ცუდი ნამდვილად არ არის. უმჯობესია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმაროთ და აქ გამოიყენოთ. უცხოეთიდან სასურველია თქვენთვის: ინგლისი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი ნაწილი, აფრიკის ქვეყნების ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ნეპალი და უზბეკეთი. გირჩევთ, თუ უცხოეთში აპირებთ წასვლას, სწორედ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 24 ივლისს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, იურისპრუდენცია, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო საქმე ან ბიზნესი, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 27 სექტემბერს, დილის რვის ნახევარზე, ხუთშაბათ დღეს. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, სცენარისტობა, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია. რაც შეეხება დაოჯახებას, თქვენთვის მისაღებია ბედი დაუკავშიროთ ლომის, მშვილდოსნის, ვერძის, ტყუპების ან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.


скачать dle 11.3