კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იპატარავებენ მამაკაცები მუცელს ივა კუზანოვის შვილიშვილის აზრით და ვის ძუძუებს „ემუქრება“ ის

კუზანოვების ცნობილი ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელს, 6 წლის ივას,  უფროსი კუზანოვების მსგავსად, ყველაზე მეტად მედიცინა აინტერესებს. კვიცი გვარზე რომ ხტის, ეს მის მაგალითზეც კიდევ ერთხელ მტკიცდება –  პატარა ივამ პლასტიკური ქირურგიის საიდუმლოებებში  გარკვევა უკვე დაიწყო, ამისთვის ხან ბაბუასგან მოპარულ ლიტერატურას იყენებს,  ხან კი  მამის სამუშაო კაბინეტს. მართალია, ივას ჰგონია, რომ ახალ ცხვირს ძველის ადგილზე ჩვეულებრივი წებოთი აწებებენ, მაგრამ დიდ ექიმობამდე კიდევ ბევრი აქვს გასავლელი და  ცნობილი ოჯახის  შთამომავალს არც ამ გზის გავლა გაუჭირდება... 

– მე ვარ ივიკო კუზანოვი, ივიკო იმიტომ დამარქვეს, რომ კუზანოვი ვარ. მე უკვე დიდი ვარ და წელს პირველ კლასში უნდა მივიდე. დედამ მითხრა, სკოლა უფრო კარგია, ვიდრე საბავშვო ბაღი იყოო, მაგრამ ვიცი, რომ იქ სათამაშოების წაღება არ შეიძლება. სკოლაში უნდა ვისწავლო მათემატიკა, ქართული, რუსული, ინგლისური და გურული.

– გურულიც?

– ხო, ჩემი ძიძა გურულია. ადრე ბაღში არ დავდიოდი. ერთხელ დედას უთხრეს, რომ ეს ბავშვი მარტო გურულად ლაპარაკობსო და მაშინვე ბაღში წამიყვანა. მერე გურული დამავიწყდა, ეხლა ისევ ვისწავლი, იმიტომ, რომ გურულიც ისეთივე ლაპარაკია, როგორც ინგლისური, ოღონდ ასოებია სხვადასხვა. სიტყვა „ჭიანჭველაში“ რომ ასოებია, ის ინგლისურად სხვანაირად იწერება და ქართულად – სულ სხვანაირად. მე ყველაფერს მათემატიკის სწავლა მირჩევნია, თვლა ეხლა უკვე ვიცი, კითხვაც ვისწავლე. ისიც მითხრეს, რომ სკოლაში, როგორც ბაღში, საჭმელს არ გვაჭმევენ. ბაღში სუპსაც გვაჭმევდნენ, მაგრამ მე სუპი არ მიყვარს და არ ვჭამდი. ერთხელ გული ამერია, სუპს მაკარონი მირჩევნია, მაგრამ მაკარონს მარტო სახლში მიკეთებენ.

– ბაღში მეგობრები გყავდა?

– კი, ოღონდ ისინიც კუზანოვები კი არ იყვნენ, სხვანაირი გვარები ჰქონდათ. მეგობრებთან ერთად კარგად ვთამაშობდი, ბევრი სათამაშო გვქონდა. გოგოებს არ უნდოდათ ჩემთან მეგობრობა, ცელქები იყვნენ და მეგობრობა სულაც არ იცოდნენ. მე ბევრი გოგო მომწონდა, ისეთები, რომლებსაც გრძელი თმები და გრძელი ფეხები ჰქონდათ. გოგო უნდა იყოს მაღალი და გამხდარი, რომ მოკლე იუბკა მოუხდეს.

– სკოლაში ვინ უნდა გატაროს?

– ციცომ, დედამ, მამამ... ხან ბაბუაც მოვა ხოლმე ჩემთან, როცა სამსახურში საქმე არ ექნება. ბაბუაჩემი ექიმია და ნემსებს უკეთებს ადამიანებს თვალებში, ყურებში, ფეხებში, ძუძუკებში. მამაც ექიმია, ისიც აკეთებს ნემსებს ცხვირზე, რომ ქალებს ლამაზი ცხვირები ჰქონდეთ, ან თუ პატარა ძუძუკები აქვთ, გაუდიდდეთ.

– რატომ იკეთებენ ასეთ ოპერაციებს?

– უფრო ლამაზები რომ იყვნენ. ქალს რომ შვილი გაუჩნდება და დიდი მუცელი აქვს, ის ხომ უნდა დაუპატარავდეს? კაცი რომ ბევრს შეჭამს, დიდი მუცელი ეზრდება. იმ მუცლით ვერც სწრაფად ირბენს, ვერც ლოგინში ვეღარ დაეტევა და იმიტომ უნდა მოიჭრას. ვისაც გრძელი ცხვირი აქვს, მოაჭრიან ხოლმე, მერე სხვა, პატარა ცხვირს აიღებენ და მიაწებებენ. სანამ ეს მოხდება, დედაჩემი ამოწმებს იმ ხალხს, დედაც ექიმია და ავადმყოფებს უვლის.

– ხომ არ იცი, როგორ კეთდება ოპერაცია, რითი აწებებენ ახალ ცხვირს?

– ჩვეულებრივი წებოთი, მაღაზიებში რომ იყიდება. ერთხელ მეც დავინახე, როგორ აკეთებდა მამა ნემსებს. ბაბუ უფრო დიდი ექიმია, ვიდრე მამა, იმიტომ, რომ ბაბუს მილიონ ერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მამაც რომ იქნება მაგხელა, ისიც ამდენ ოპერაციას გააკეთებს. ქუჩაში და „მაკდონალდსში“ რომ მივდივარ ბაბუსთან ერთად ყველა იცნობს ხოლმე, რომ ექიმია. ეტყობა, ტელევიზორში ჰყავთ ნანახი და იმიტომაც იცნობენ. მე მიყურებენ ხოლმე – ეს ბიჭი ვინააო? ვერ ხვდებიან, რომ შვილიშვილი ვარ. მე ძალიან მიყვარს ანატომიის წიგნების დათვალიერება, მოვპარავ ხოლმე ბაბუს წიგნებს და მეგობრებს ვათვალიერებინებ, რომ იმათაც იცოდნენ, როგორ კეთდება ოპერაციები. ბაბუს წიგნებში სულ ჩონჩხები და ტიტველი ქალები და კაცები ხატია, ყველაფერი უჩანთ, ძუძუკებიც, ჭუჭუკებიც (მორცხვად იცინის, თ.ს.). ოპერაციებს მარტო ქალები კი არა, კაცებიც კი იკეთებენ. სახლში ერთი ლამაზი ქანდაკება გვაქვს და იმას ძალიან ლამაზი ტაკო აქვს, იცით, თქვენ რომ ტაკოს ოპერაციაც შეიძლება, გაკეთდეს?

– არა, არ ვიცი. როცა გაიზრდები შენც ექიმი ხომ არ უნდა გამოხვიდე?

– დიახ, მეც ბაბუსნაირი ექიმი უნდა ვიყო. დიდი რომ ვიქნები, ექიმისნაირი სახე და ფორმა მექნება, მეც უნდა გავაკეთო ახალი ცხვირები, მუცლები. ჩონჩხების ოპერაციებიც უნდა გავაკეთო. მანამდე ბაბუს წიგნებს ვისწავლი კარგად, მერე ინსტიტუტში მიმიღებენ. როცა მე ამ კლინიკაში ვიმუშავებ, მამა და ბაბუა ჩემი ასისტენტები იქნებიან და ნემსებს დამიკავებენ ხელში, თან დამეხმარებიან. როცა ადამიანს რამეს უკეთებენ, ის ხელებს და ფეხებს იქნევს, ბაბუ და მამა იმათ გააჩერებენ, რომ ხელი არ შემიშალონ, მერე ცხვირში წამალს გაუკეთებენ და ისინიც გაშეშდებიან.

– ხელფასს გადაუხდი?

– დიახ, ოპერაციას რომ გააკეთებ, ბევრ ფულს გიხდიან. იმ ფულით იყიდი საჭმელს, ტანსაცმელს, ბოთლებს, რომ დალიო. მე მიყვარს პივა და ღვინო. როცა მაღაზიაში მგზავნიან რამეზე, ჩემთვისაც ვყიდულობ ხოლმე ბოთლებს. თუ ფული არ მაქვს, მაღაზიაში მიცნობენ ხოლმე და უფულოდ მატანენ ყველაფერს კოკა-კოლას და სენდვიჩს, მერე იმ ვალს დედიკო იხდის. ბაბუს უკვე აქვს თავისი ფული, მე – არა, თვითონ ხომ მიყიდა წითელი „ფერარი,“ მეც ვუყიდი მაგარ, ოღონდ ნამდვილ მანქანას, კიდევ ჩემი ფულით თეთრ ხალათებსაც ვუყიდი და სულ ყველაფერს, რასაც ის მოინდომებს. ის ჩემხელა რომ იყო, მაშინ ექიმი კი არ იყო, პირველად ნემსის გაკეთება ისწავლა, მერე გახდა ექიმი.

– ივა, სხვა სამსახურები არ მოგწონს?

– მომწონს ჯარისკაცობა და პოლიცია. ჯერ ექიმი ვიქნები, მერე ჯარისკაცი, თოფი მექნება, ჯარისკაცის ტანსაცმელს ჩავიცვამ და მტრებსაც მოვკლავ ომში. იქ ადამიანებს ჯოხითა და ხანჯლითაც კი შეიძლება, რომ ეჩხუბო. ეხლა რუსები რომ გვეომებოდნენ, მაგათ ხანჯლები არ ჰქონდათ, რუსეთში დარჩათ, მარტო თვითმფრინავებით იყვნენ ჩამოსულები. ჯარში ჯარისკაცებს ნემსებსაც გავუკეთებ, ბაბუც ხომ უკეთებდა ნემსებს? პოლიციაც რომ ვიქნები, ავტომატს იქაც მომცემენ და გენერლებს შევებრძოლები. ახალ ტანკებსა და თვითმფრინავებს გამოვიგონებ და იმითაც ვიომებ. ჩემთვის ფანქრებს რომ ყიდულობენ, სულ ტანკებსა და თვითმფრინავებს ვხატავ. ხატვა მიყვარს, დედიკომაც კარგად იცის ხატვა, ცხვირებსაც კი ხატავს.

– ბაბუც ხატავს ცხვირებს?

– არა, ბაბუმ ცხვირების ხატვა საერთოდ არ იცის, მე უნდა ვასწავლო... ხატვა იციან პრეზიდენტებმაც, აი, ჩვენი პრეზიდენტი მიშა სულ ფურცლებზე წერს და ხატავს, წერაში ვარჯიშობს. მაგან კომპიუტერიც იცის კარგად. მეც მიყვარს კომპიუტერი, როცა გავიზრდები, ჰაკერი უნდა გავხდე და პრეზიდენტების კომპიუტერები უნდა გავტეხო, რომ ყველაფერი მანამდე გავიგო, სანამ ტელევიზორში იტყვიან. ეხლა ჯერ მარტო მამას კომპიუტერს ვტეხავ.

– ივა, ამ ზაფხულს სად დაისვენე?

– ბათუმში და ბახმაროში. ბათუმში ვცხოვრობდი „მარინაში“. მე ყველაზე მეტად სასტუმროში ცხოვრება მიყვარს, მინდა, დიდი სასტუმროები ავაშენო. სასტუმროში მიყვარს რესტორანში ჭამა. ერთხელ დედას დავეკარგე და, რომ მოვიდა, მე უკვე საჭმელი მქონდა შეკვეთილი რესტორანში. საჭმლის ფული დედიკომ გადაიხადა. სულ სასტუმროს რესტორნებში ვიკარგები. ბათუმში კარგი იყო, მაგრამ დიდი ტალღები დაქროდა. ესეთი ტალღები თურქეთში არ ყოფილა. იქ იყო კარგი აუზები. ჩემი და, ბაია, ამერიკანშია წასული და მითხრა, რომ ამერინკაც ლამაზიაო. იქ ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს. ბაია ეხლა იქ სასეირნოდ წავიდა ბებოსთან ერთად. ამერიკანი ძალიან შორს არის, იქ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც ბაბუსნაირი ექიმები არ სჭირდებათ.

– რატომ?

– არ იჭრიან ცხვირს და მუცელს, ძველი მუცლები აქვთ. როცა მე დიდი ექიმი ვიქნები, ცნობილ ადამიანებს გავუკეთებ ოპერაციებს, ანჯელინა ჯოლის სხვანაირ ძუძუკებს მივაწებებ, ესეთი ძუძუკები არ უხდება. მე პატარა ძუძუკები უფრო მომწონს. მერე ბაბუსაც ვეტყვი, რომ ამერიკანში წამოვიდეს და იქ გახსნას კუზანოვის კლინიკა.



თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3