კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ჰქონდა „არამეცნიერული“ ურთიერთობა ვანიკო თარხნიშვილს და როდის არ დგება ლოგინიდან შორენა ბეგაშვილი


შორენა ბეგაშვილისა და ვანიკო თარხნიშვილის ინტერვიუ რჩევა-დარიგებებსა და გამოცდილების გაზიარებას უფრო დაემსგავსა, ვიდრე სტანდარტულ ინტერვიუს, რაც მგონი, ორმაგად საინტერესო გამოვიდა. ჩვენმა რესპოდენტებმა ბევრი ისაუბრეს იმაზე თუ რა აწუხებთ, რა არ მოსწონთ და როგორ პოულობენ პრობლემის გადაჭრის ხერხებს.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია შორენა ბეგაშვილი

– „ნიჭიერი“ დამთავრდა. ახლა გაქვს თუ არა რამე შემოთავაზება, როგორც წამყვანს, თუ ეს კონტრაქტი ისევ გრძელდება? უსამსახუროდ ხომ არ დარჩი?

– უსამსახუროდ არ დავრჩენილვარ. თუ კონკრეტულად „ნიჭიერზე“ ვისაუბრებთ, ის გრძელდება. სულ ცოტა ხანში უკვე იწყება ქასთინგები და ამის შემდეგ უკვე პროექტის მეორე სეზონს ვნახავთ.

– მონაწილეობა ხომ არ მივიღო? მაგრამ ასეთი განსაკუთრებული ნიჭი რომ არ მაქვს?! მანქანას ვატარებ ძალიან კარგად.

– ძალიან კარგად? მაინც მოიფიქრე, უფრო, იქნებ სიმღერა ან ცეკვა შეძლო, სხვა ამპლუით გამოჩნდე საზოგადოების წინაშე.

– უი, სიმღერა გამორიცხულია (იცინიან). ჩაიშლება პროექტი. ერთი სიტყვით, უსამსახუროდ არ დარჩენილხარ.

– არა. გარდა ამ პროექტისა ვთამაშობ თეატრში, სადაც ახლა ვიმყოფებით (თუმანიშვილის სახელობის თეატრი – ავტორი.). ამასთან ერთად არის სერიალი და ღვთის წყალობით, შიგადაშიგ, კინოშიც ვარ ხოლმე დაკავებული.

– ოჯახი? ცოლი, შვილი გყავს?

– არა.

– და, დღეს საღამოს რას აკეთებ (იცინიან)?

– არაფერს. პრინციპში, უკვე საღამოა და დღევანდელ საღამოს შენთან ერთად ვატარებ. დანარჩენს უკვე ცხოვრება გვიჩვენებს. ვნახოთ, ვნახოთ... (იცინიან).

– თიკასთან, როგორც მივხვდი, ძალიან კარგად გრძნობდი თავს, მალე დამეგობრდით?

– კი, ძალიან უშუალო და მეგობრულია. საერთოდ, ადამიანების გაგება არ მიჭირს, მაგრამ თიკას შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო მალე და იოლად მოხდა, რადგან თვითონაც საოცრად თავისუფალი და ლაღი ადამიანია. არ მინდა, ძალიან ტრაფარეტული სიტყვებით დავახასიათო, მაგრამ მართლა ასეთია. იოლად დავმეგობრდით. ჩვენ საქმეს მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვასრულებდით. იმდენად კარგი მეგობარია, რომ გადაცემის ჩაწერის დროს, ვერთობით, არ ვართ დაძაბულები, ტექსტი არ გვაქვს დაზეპირებული, ბუნებრივად ვხუმრობთ, თავისით მოდის „შუტკები“.

– პროფესიის არჩევის შემდეგ, ხშირად მესამე კურსზე ხვდებიან, რომ ის პროფესია არ აირჩიეს, რომელიც მათი მოწოდება იყო. ჩემი საქმე სხვა რამ ყოფილაო, აღმოაჩენ ხოლმე. შენ თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?

– არასოდეს. ეს რომ მომივიდეს, ხომ მოვკვდები. მგონია, რომ სხვას ვერაფერს გავაკეთებ... არა, კი გავაკეთებ, მაგრამ ეს ჩემთვის სამსახური არ არის, ცხოვრების წესია. საერთოდ, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ არქეოლოგი ვყოფილიყავი. არც მეხანძრეობა მინდოდა, არც კოსმონავტობა, პირდაპირ მეცნიერებას ვუმიზნებდი. სამწუხაროდ, სიზარმაცემ მძლია და ოცნების ასასრულებლად ბევრი არ ვიშრომე. საერთოდ, ძალიან ზარმაცი ვარ, ამაში გამოგიტყდებით. ახლა კიდევ უფრო ვცდილობ, რომ თუ რაღაც არ გამომდის, არ შევეშვა, უფრო მეტი „ჟილკით“ მივაწვე. თუ რაღაც არ გამომდის, ძალიან იოლად მიცრუვდება გული და ალბათ, ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ არქეოლოგი არ გავხდი. უბედნიერესი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე და ამის გამო არასდროს მინანია.

– ვანიკო, ჭორებზე რა აზრის ხარ?

– რამე კონკრეტული თუ გაინტერესებს, მკითხე, პირდაპირ გიპასუხებ.

– იწერებოდა, რომ შენ და ჩემი ერთი ძალიან საყვარელი მეგობარი, რომელიც იმიტომ მიყვარს, რომ ბოროტი არ არის – ასეთი ადამიანები კი, ჩემს გარშემო ძალიან ცოტანი არიან, როგორც იტყვიან, „ერთად იყავით“. ანუ თქვენს შორის რაღაც ხდებოდა, „არამეცნიერულ“ ურთიერთობას ვგულისხმობ.

– რაც შეეხება ჭორებს, გეტყვი, რა ქარს აღარ გადაუვლია ჩემს თავზე (იცინიან). ჭორების არა, ურთიერთობების მხრივ ვამბობ. არა, ახლა ძალიან მაგარი ტიპი გამოვედი, ასეც არ არის, მაგრამ რაღაცეები იყო, ისიც, ესეც. ზოგიერთი ჭორი, რომელზეც საუბრობდნენ ან იწერებოდა, მართალი იყო, ზოგი – ტყუილი. ჭორებზე საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ვახდენ, „ვატარებ“. რადგან იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭორები აინტერესებთ, თავად ვეღარ გაუგიათ, რა არის მართალი და რა – ტყუილი. აი, ფაქტობრივად, რჩევაც მოგეცი ახლა, თან ძალიან ჭკვიანური (იცინიან).

– მივხვდი და გავითვალისწინებ. მაგრამ, მაინც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, თქვენს შორის რამე ხდებოდა?

– ისევ პასუხგაუცემელს დავტოვებ ამ კითხვას, ბურუსით მოცულს. ჩემს პირად ურთიერთობებს ასე სააშკარაოზე არ გამოვიტან.

– არც მე გამომაქვს, მაგრამ რაც არ ხდება იმაზე სამჯერ და ხუთჯერ მეტს წერენ და ლაპარაკობენ ხოლმე.

– არ მიაქციო ყურადღება და ჭორიც თავისით მოკვდება. ტყუილსა და მართალში გარკვევა რომ გაჭირდება, ის ჭორი თავისთავად დაკარგავს აზრს. თუმცა, როგორი მართალიც არ უნდა იყოს ამბავი, თუ ჭორად გავრცელდა ის საოცრად გაბუქებული იქნება. ეს ერთგვარი ფოლკლორია (იცინიან). მაქსიმალურად, რაში შეიძლება ხელი შეგიშალოს ამ ჭორმა?

– პირად ურთიერთობებში.

– თუ გვერდით მყოფი ადამიანი, იმდენად არ გენდობა, რომ ჭორი პირად ურთიერთობებს აგირევს, მაშინ ეს ჭორი დაგხმარებია მისი რეალური სახის, სისუსტეების გამოვლენაში და ესე იგი, შენთვის კარგი ყოფილა. თუ არ გენდობა, მაშინ წავიდეს.

– ესე მარტივად რომ არ არის ხოლმე... როგორც არ უნდა გენდობოდეს, რაღაც საშინელ ამბავს რომ გაიგებს, პატარა ეჭვი მაინც ჩნდება, რომელიც სულ გჭამს.

– შენც ყველაზე რთულს მარტივად შეხედე და ისე იოლად წავა ყველაფერი, გაოცდები.

– გიფიქრია საქართველოდან წასვლაზე?

– რა თქმა უნდა, მიფიქრია. თუმცა არა ისე, რომ ვაიმე, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ, ერთი აქედან გამაღწევინა-მეთქი. ეს ფიქრი სულ თან სდევს ადამიანს, რომ სადღაც აუცილებლად იმაზე კარგად იქნება, ვიდრე რეალურად არის. მეტის ნახვის და მეტი გამოცდილების მიღების სურვილი ყველას აქვს.

– ჩემს მეგობარს ძალიან მოსწონხარ და გეხვეწები მიესალმე რა, თამუნას.

– თამუნა, მოგესალმები და ხელს გიქნევ. გკოცნი და გეხუტები (იცინიან).

– ბიჭები რით აფასებთ ხოლმე გოგონებს, შეფასების რა კრიტერიუმები გაქვთ? ჩემთვის არ გეკითხები. ალბათ, ბევრ გოგოს აინტერესებს.

– პატიოსნება, ქართველობა, ოჯახიშვილობა... მე არ მინდა!

– ისე დაიწყე, ცოტა შემეშინდა (იცინიან).

– ყველაზე კომფორტულად ვისთან ერთადაც ვგრძნობ თავს, ის მინდა და ეს არანაირ კრიტერიუმებში არ ჯდება – უსაზღვროა. მეტსაც გეტყვით, არასდროს, დაახლოებით ერთნაირი გოგოც კი არ მომწონებია. ძალიან ბევრიც არ მყოლია, ეგეთი მაგარი „როჟაც“ არ ვარ, მაგრამ ვინც ყოფილან – სულ სხვადასხვანაირები.

– თუმცა, როდესაც უკვე შენს გვერდითაა პატიოსნებას, ერთგულებას ხომ სთხოვ?

– ეს რანაირად უნდა მოსთხოვო, არ მესმის. თუ უნდა რომ ჩემს გვერდით იყოს და მისთვის ძვირფასი ვარ, ერთგული იქნება, თუ არადა, შეიძლება, ისე მიღალატოს, ვერც გავიგო. ამიტომ, მოთხოვნას აზრი არ აქვს.

– ცოლის მოყვანაზე გიფიქრია?

– ვინც კი მყოლია გვერდით, ყველაზე მიფიქრია, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო სერიოზულ ფაზაში შესულიყო, მაგრამ მერე რა მიშლიდა ამაში ხელს, აღარ ვიცი. რაღაც თავისთავად ხდებოდა ყველაფერი. როგორ მარტივ ცხოვრებასაც გასწავლი, ისე იცხოვრე და ნახავ, რა იოლად, თავისით მოხდება ყველაფერი. კარგი, ცუდი თავისთავად ილექება და ცხოვრება თვითონ აჩენს, რა, როგორ უნდა იყოს. ქალი ყოველთვის უფრო ჭკვიანია კაცზე. ძველი ფორმულაა, რომ ყველაზე ჭკვიანი ქალია ის, ვინც აიძულებს თავის მამაკაცს, იფიქროს, რომ მასზე ჭკვიანია. სულსწრაფი არ უნდა იყო და ტვინი არ უნდა გაუბურღო.

– საშინლად სულსწრაფი ვარ. ურთიერთობაში ნაკლებად, ზოგადად ცხოვრებაში კი, მართლა სულსწრაფი ვარ. ქალური ეშმაკობებით არ გამოვირჩევი. ანუ, კრიტერიუმები არ არსებობს. თუ გამოუწვევია ურთიერთობების დანგრევა შენს ხასიათს?

– არა. ურთიერთობას ანგრევს ის, რომ ურთიერთობა აღარ გინდა. მიჩვეული ხარ, კომფორტის დაკარგვა არ გინდა, იმ ადამიანის გარეშე გგონია, რომ ცხოვრება გაგიჭირდება და ამიტომაც არ ამთავრებ მაშინვე ურთიერთობას, თუმცა ხვდები, რომ ამოწურეთ ერთმანეთი. ცალკე აღებული, რამე კონკრეტული მოვლენის გამო, ეს არ ხდება. საერთოდ, არ მაქვს მარტივი ხასიათი – სრულიად უმიზეზოდ ვდგები ცუდ ხასიათზე და ეს არ მაწუხებს. ის უფრო მაწუხებს, რომ მეხვეწებიან, ხასიათზე მოდიო. ვარ ისე და, მორჩა, რა პრობლემაა ამაში?! მერე ისევ, ყოვლად უმიზეზოდ, ვდგები კარგ ხასიათზე.

– გოგონების მოთხოვნებს ითვალისწინებ ხოლმე? ვთქვათ, შენი შეყვარებული გეუბნება, ეს მობილური ან რამე ნივთი მინდა და მიყიდეო, რას იზამ?

– ფასს გავუგებ (იცინიან). რას ნიშნავს, მოთხოვნა? ეს არ არის ისეთი მოთხოვნილება, რაც ჩვენს ურთიერთობას სჭირდება. მობილური მინდა და მაშინ ვიქნები ბედნიერი, ეს უკვე პრობლემაა. თავად ვწყვეტ ხოლმე, რითი გავანებივრო და ყოველთვის კმაყოფილები არიან. მაგრამ, როგორც კი მეტყვის, ეს მიყიდეო, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე. რომ ვიცი, რაღაც უნდა, მას ისეთ დროს ვაჩუქებ, საერთოდ, რომ არ ელოდება. ვფიქრობ, ეს უფრო გაუხარდება.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ვანიკო თარხნიშვილი

– ისევ ეს თემა განვაგრძოთ. ძალიან მიჭირს ხოლმე საჩუქრის არჩევა.

– რომ იცოდე, რა ცოტა სჭირდებათ ქალებს ბედნიერებისთვის, საჩუქრის არჩევაზე საერთოდ არ ინერვიულებდი. ყვავილის ფოთოლი შეიძლება მოუწყვიტო და გადაირიოს.

– კი მაგრამ, ის უფრო არ გაგიხარდება, რომ რაც გინდა, შენი თქმის გარეშე გაგიჩნდება. ეს ხომ გაცილებით სასიამოვნოა?! ამ დროს მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ისე კი, ბოლომდე ეჭვებში ვარ, რომ არ მოეწონოს, ალბათ, ზრდილობის გამო გამიღიმებს და მადლობას მეტყვის-მეთქი.

– ასე არ ხდება, მერწმუნე. უბრალოდ, ზრდილობის გამო, არ გაგიღიმებს. ახლა რომ ვიღაცამ ალუბლის ღვეზელი მომიტანოს, მთელი ჩემი ცხოვრების გმირი იქნება.

– ალუბლის ღვეზელი გიყვარს?

– ვგიჟდები.

– სხვათა შორის, გადასარევად ვამზადებ საჭმელებს. ალუბლის ღვეზელი ჯერ არ მიცდია, მაგრამ ვისწავლი (იცინიან). საერთოდ, არ მიყვარს საჩუქრების ჩუქება დღესასწაულებზე. ვალენტინობას ხომ საერთოდ არ ვაღიარებ. შეიძლება, არც დაგირეკო იმ დღეს. საჩუქრის ჩუქება მიყვარს იმ დღეს, როდესაც საერთოდ არ ელოდები.

– გადასარევია. ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვიქნები. მარტო ჩუქებაზეც არ არის. შეიძლება, ისეთი მოულოდნელი საქციელი ჩაიდინო, ყველანაირ საჩუქარს ჯობდეს. ერთი სიტყვით, რთული თემაა.

– არ მინდა, რომ იგივე კითხვები დაგისვა, რაც ძალიან ხშირად უკითხავთ შენთვის. არსებობს რაღაც სტერეოტიპები შენთან დაკავშირებით, რისი დანგრევაც, ალბათ, ძალიან რთულია.

– კი. არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთე. ასეთი პროფესია მაქვს და ვაკეთებ იმას, რაც ჩემს პროფესიას სჭირდება. თუ ვინმე ამას არასწორად იგებს, ეს მისი პრობლემაა. ისეთ ფილმებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ინტიმური სცენები არ არის, მაგრამ მათ შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის.

– როგორ შეგერქვა ქართველი სექსსიმბოლო? ჯიგარი ხარ, რომ პირველად საქართველოში ასეთი პრეცენდენტი ჩამოაყალიბე. გაბედული ნაბიჯია და ამის გამო დიდ პატივს გცემ.

– თუმცა, ვფიქრობ, რომ კინოში ჩემი სიშიშვლე აღარ იქნება. იმიტომ კი არა, რომ ამას აღარ გავაკეთებ, ეს რა საშინელებაა, არა! უბრალოდ, ეს აღარ არის ჩემთვის საინტერესო. ხომ არ შეიძლება, სულ ერთი და იგივე იმიჯით გამოვჩნდე – ახალი მინდა. ეს ეტაპი დამთავრდა და რაღაც ახალი მჭირდება.

– აბსოლუტურად, გეთანხმები.

– საერთოდ ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ვხვდები ხოლმე, რა დროს რა ჯობია, რა დროს რა არის საჭირო. მაგრამ, ეს ჩემი ინტუიცია უფრო საქმეზე „მუშაობს“, ვიდრე პირადზე.

– შენი იმიჯით საზოგადოებაში რაღაც სტატუსი ხომ ჩამოგიყალიბდა? ყველაზე თამამი, რისკიანი და სხვა. რატომღაც სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან და მაინტერესებს, მართალი ვარ? მგონი, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული ხარ. გაცილებით მორცხვი მგონიხარ ურთიერთობაში, ვიდრე ეს შენი იმიჯიდან ჩანს.

– კი, საშინლად მორცხვი ვარ. შენ არ იცი, რა ხდება ხოლმე გადაღებებზე. სულ რომ თავი დავანებოთ პირად ურთიერთობებს. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ეს ხომ ფილმი არ არის, ცხოვრებაა, სადაც ყველაფერი ისე არ იწყება, ვითარდება და მთავრდება, როგორც – ფილმში. ყველა ეტაპზე მორცხვი ვარ, ჩაკეტილი. იმიტომაცაა კარგი ფილმი, რომ იცი, თამაშობ, შენს გმირს სჭირდება ასე. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ შორენასგანაც ყველა იგივეს ელოდება, რასაც მისი გმირები აკეთებენ. მერე, როდესაც გამიცნობენ, ცოტა შეცბუნებულები და იმედგაცრუებულები რჩებიან. ჰგონიათ, რომ ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს – გამოვალ, ეგრევე კაბას გავიხდი და გამარჯობას ვეტყვი (იცინიან).

– რაც მეტ წინააღმდეგობას აწყდებიან, უფრო მეტად გიჭამენ ტვინს და გაწუხებენ?

– ამ მხრივ საშინელება ხდება. საქართველოა და შესაბამისად, თავს სიბინძურის უფლებას აძლევენ. „მოდი, გაიხადეს“ – შემოთავაზება მაქვს წარმოუდგენლად ხშირად.

– არადა, ყველაზე მეტად სიყვარული გჭირდება.

– სიყვარული მჭირდება, რა თქმა უნდა. ჩემს შეყვარებულზე მოგიყვები. მასაც შეგიძლია მოკითხვა გადასცე.

– საშიში ხომ არ არის? (იცინიან).

– არა. გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთანაც იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და სხვადასხვა ჭორისა თუ ბოროტი ენის მსხვერპლი ეს ურთიერთობა არ გახდება. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურადაა, ძალიან ბევრიც არ მინდა, ვილაპარაკო. იმედია, ასე იქნება სულ.

– რა გატაცებები გაქვს, და როგორია შენი დღე?

– თუ საქმე არ მაქვს და თუ ბავშვიც მამასთან არის, მაშინ სრული ფოიერვერკი მაქვს. თავისუფალი ვარ, საშინლად გამოვიყურები, არ ვწესრიგდები, არ მიწევს თმის და მაკიაჟის გაკეთება და საწოლიდან არ ვწევ თავს. მთელი დღე ასე ვარ, დავიძინებ, გავიღვიძებ, ტელევიზორს ვუყურებ, მერე ისევ დავიძინებ... ყველაზე მაგარი დღე ასეთია. მშვენივრად შემიძლია, მივხედო თავს მარტო.

– როგორი დიასახლისი ხარ?

– დიასახლისი გადასარევი ვარ, მაგრამ საჭმელების გაკეთება არ გამომდის, ანუ ცუდი კულინარი ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ არ ვგიჟდები ჭამაზე და ამიტომაც გამომდის უგემური. გურმანებს გამოსდით კარგი საჭმელები.

– ამ საზოგადოებაში თავს დაცულად გრძნობ? ანუ, ვინმე შენს პიროვნებას ცუდად ხომ არ ეხება?

– იცი რა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ასეთი სითამამე, მით უმეტეს, თუ მარტო ხარ, მართლა სიგიჟის ტოლფასია. პატრონი გჭირდება, ასე ვთქვათ. თუ პატრონი არ გყავს, გაცილებით რთულად ხდება ყველაფერი. მართლა ვამაყობ, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე, ჩემი შრომით და მონდომებით, მაგრამ ეტყობა, დავიღალე ბრძოლით. ხანდახან მინდა, რომ ვიღაც სხვა იბრძოდეს ჩემს გამო. უკვე მივედი იმ დასკვნამდე, რომ სწორად იქცევიან ქალები, როდესაც ცოლად მიჰყვებიან კაცებს, რომელთაც რაღაც გავლენა აქვთ. ახლა ვხვდები, რატომ იქცევიან ასე. მაგრამ, ალბათ, ასე ვერასდროს შევძლებ. არც ერთი ჩემი სკანდალი მოგონილზე არ არის აგებული. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრება იყო და არის, რომელიც ასე იოლად არ დაინგრევა. უბრალოდ, კარგია, როდესაც ხელშეწყობა გაქვს. მართლა ბევრი ბოროტი ადამიანია. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ წავიდე საქართველოდან.

– ამ სფეროში სხვა ქვეყნებში გაცილებით მეტი სიბინძურე და პრობლემაა. ამიტომ, ამას ვერ გაექცევი. თუ მარტო ეს სიბოროტეა მიზეზი, მაშინ სისულელეა, რადგან აქაურობა იქაურობის პაროდიაა. ამას ვერსად გაექცევი. კლუბში ხშირად დადიხარ?

– არც ისე. ხანდახან ძალიან მინდება ცეკვა, რაც განტვირთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი საშუალებაა. მაგრამ, ამას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როდესაც ძალიან ბევრ მეგობართან ერთად ვარ, ცოტა დამალულიც რომ ვიყო, სხვანაირად შეუძლებელია.


скачать dle 11.3