კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერი გეიტსია

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ პირველად შეადგინა ყველაზე  ქველმოქმედი მილიარდერების სია, რომელშიც 14 ადამიანი მოხვდა. თითოეულმა მათგანმა საქველმოქმედო საქმიანობისთვის მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.  ყველაზე დიდი ქველმოქმედი-მილიარდერი „მაიკროსოფტის“ დამფუძენებელი ბილ გეიტსი აღმოჩნდა, რომელმაც საქველმომედო საქმეს წლების განმავლობაში უკვე 28 მილიარდი დოლარი მოახმარა. ამჟამად მსოფლიოში სულ 793 მილიარდერია, რომელთაგან ქველმოქმედებისთვის მხოლოდ 11 ხარჯავს სერიოზულ თანხას. კიდევ სამი ადამიანი, რომლებიც „ფორბსის“ სიაში მოხვდა, მილიარდერი არ არის, მაგრამ, ალბათ, სწორედ იმიტომ ვერ გახდნენ მილიარდერები, რომ ისინი ქველმოქმედებას ძალიან დიდ თანხას ახმარენ.

„ფორბსის“ აზრით, ბევრმა მილიარდერმა ბილ გეიტსისგან აიღო ქველმოქმედების მაგალითი. საინტერესოა, რომ ქველმოქმედ მილიარდერთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად გამდიდდრდა და ქონება მემკვიდრეობით არ მიუღია. ერთადერთი ქველმოქმედი მილიარდერი, რომელსაც ქონება მემკვიდრეობით ერგო, შვეიცარიელი შტეფან შმიდხეინია. ქველმოქმედ მილიარდერთა სიაში მეორე ადგილზე ჯორჯ სოროსია, რომელმაც ქველმოქმედებას 7,2 მილიარდი დოლარი მოახმარა. მისი ფონდი მსოფლიოში უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა პროგრამაზე წლიურად 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მესამე ადგილზე კომპანია „ინტელის“ დამფუძნებელი გორდონ მურია, რომელმაც ქველმოქმედებას 6 მილიარდი მოახმარა. მეოთხე ადგილი ცნობილ ინვესტორ უორენ ბაფეტს ხვდა წილად – მან ქველმოქმედებაზე 6,7 მილიარდი დოლარი დახარჯა. მეხუთე ადგილი ელი ბროუდმა დაიკავა, რომელიც სამშენებლო და სადაზღვევო მაგნატია. ყურადღებას იპყრობს, რომ ქველმოქმედ მილიარდერთა სიაში შესული 14 ადამიანიდან 10 ამერიკელია.


скачать dle 11.3