კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უმკაცრესი სასჯელი მოელის მიტევების უარმყოფელს


პეჩორის პრესვიტერს, ღირს ტიტეს (მეთორმეტე საუკუნე) ჰყავდა მეგობარი – იმავე მონასტრის ბერი – დიაკონი ევაგრე. მათ ისე გულწრფელად უყვარდათ ერთმანეთი, რომ მათი ერთობა მთელ ძმობას აკვირვებდა.

მაგრამ სიკეთის მოძულემ, რომელსაც ჩვევად აქვს – ხორბალში ღვარძლი გაურიოს, მეგობრებს შორისაც დათესა მტრობა – ისე აამხედრა ორივე, რომ ერთმანეთის დანახვაც აღარ შეეძლოთ. როცა ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში საცეცხლურით აკმევდა, მეორე საკმევლის სუნს გაურბოდა და თუკი ის ადგილზე დარჩებოდა, პირველი მის წინ ჩავლისას კმევას წყვეტდა.

ისინი დიდხანს იყვნენ ცოდვის ბნელეთში, არ ურიგდებოდნენ ერთმანეთს, ურთიერთმიტევების გარეშე კადნიერად განაგრძობდნენ საღვთო ძღვენის შეწირვას და ზიარებას. ძმები ხშირად სთხოვდნენ შერიგებას, მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მოხდა ისე, რომ უფლის განგებით, წმიდა პრესვიტერი ტიტე მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირას მივიდა. ახლა კი დაიწყო მწარედ ტირილი თავის შეცოდებათა გამო. ევაგრეს კაცი გაუგზავნა და ღრმა გულშემუსვრილებით შეუთვალა: „ძმაო, ღვთის გულისთვის მომიტევე, ჩემი მრისხანებით შეურაცხყოფას რომ გაყენებდი“.

ევაგრემ არათუ არ აპატია, შეუბრალებლადაც დაწყევლა. მაგრამ ძმებმა, სულთმობრძავ ტიტესთან გამოსათხოვებლად მაინც ძალით მიიყვანეს ევაგრე.

ავადმყოფმა დაინახა თუ არა მეგობარი, წამოდგა, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლებით სთხოვა: „მომიტევე, მამაო, და დამლოცე“. ევაგრემ ზურგი შეაქცია და ყველას წინაშე წარმოთქვა სასტიკი სიტყვები: „არასოდეს გაპატიებ – არც სააქაოდ და არც საიქიოდ“.

თქვა თუ არა ეს, ევაგრე ძმებს ხელიდან დაუსხლტა და ძირს დაეცა, სცადეს წამოეყენებინათ, მაგრამ იგი უკვე მკვდარი იყო – ვერც ხელები მოუხარეს, ვერც პირი დაუხურეს, ვერც თვალები დაუხუჭეს – თითქოს დიდი ხნის გარდაცვლილი ყოფილიყო. ამასობაში ავადმყოფი პრესვიტერი ტიტე ჯანმრთელი წამოდგა. შიშმა მოიცვა ყველა და განკურნებულ ნეტარ პრესვიტერს ეკითხებოდნენ – რას ნიშნავდა ეს ყველაფერიო.

ნეტარმა ტიტემ უპასუხა: „როცა ძმასთან მტრობა მქონდა და მძიმედ დავსნეულდი, ვიხილე ანგელოზები, რომლებმაც ატირებულებმა ჩემი სულის დაღუპვის გამო ზურგი შემაქციეს. ვიხილე ეშმაკებიც, რომლებსაც უხაროდათ ჩემი მრისხანება.

ამიტომაც გემუდარებოდით, ჩემი ძმისგან პატიება გამოგეთხოვათ. თქვენ მოიყვანეთ ევაგრე, მე თაყვანი ვეცი, მაგრამ მან ზურგი შემაქცია. იქვე დავინახე შეუბრალებელი ანგელოზი, რომელმაც ცეცხლოვანი ლახვარი აძგერა მიტევების უარმყოფელს. ევაგრე მყის მკვდარი დაეცა. იმავე ანგელოზმა ხელი გამომიწოდა, წამომაყენა და აი, მე ჯანმრთელი ვარ!“

ზარდაცემულმა ძმებმა ბევრი იტირეს, ევაგრეს სიკვდილის გამო – დამარხეს ხელებგაშლილი, ღია პირითა და გახელილი თვალებით.

„სასწაულები და ხილვები“


скачать dle 11.3