კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ აბარებდნენ წინათ ადამიანები მოძღვარს აღსარებას საჯაროდ და რატომ შეიცვალა ეს წესი


ეკლესიის საიდუმლოებებს შორის სინანულის საიდუმლო არის რიგით მესამე, ნათლისღებისა და მირონცხების შემდეგ და ყველა ადამიანი ინდივიდუალურად განიცდის მას. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.


– აღსარების საიდუმლო გულისხმობს იმას, რომ ადამიანზე უხილავად გადმოდის ღვთის მადლი. როცა ღვთის მადლის გადმოსვლა ხდება, ადამიანი უღრმავდება თავის ცოდვებს და, მარტო გონებით კი არ მსჯელობს, არამედ გულითაც. სულიწმიდის ძალით ის საკუთარ თავში ბევრ სიბინძურეს აღმოაჩენს.

– როგორია აღსარება და რა უნდა ახსოვდეს ადამიანს მისი წარმოთქმის დროს?

– აღსარება არსებობს მოგონილი და გულიდან გამომდინარე. ბევრი ადამიანი მოდის და ვერ გაუგია, რა თქვას აღსარებაში, ან, იცის, რა უნდა თქვას, მაგრამ, შეგნებულად არ ამბობს, ანუ, მას არ ესმის სინანულის საიდუმლოს მნიშვნელობა. როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში, რომ თქვას აღსარება და სინანულის საიდუმლოში მიიღოს მონაწილეობა, უნდა ახსოვდეს, რომ იქ უხილავად მყოფობს მაცხოვარი, იქ არის დაბრძანებული ხატი, ჯვარი, სახარება და ჩვენ ადამიანებს შევახსენებთ, რომ ისინი აღსარებაზე მიდიან არა მხოლოდ მოძღვართან, არამედ უფლის წინაშე, რომელმაც ყველაფერი იცის, რომელიც ყველგან მყოფია, ამიტომ, რაღაცის დამალვას და ართქმას არ აქვს აზრი. მოძღვარი, როგორც ადვოკატი, დამხმარე პიროვნება, შეეწევა მას, რომ თქვას გულწრფელი აღსარება. წმიდა მამები სამ ნაწილად ყოფენ სინანულის საიდუმლოს: 1. მოდიხარ ეკლესიაში, მოძღვარს განუცხადებ სურვილს, რომ გინდა აღსარების თქმა და ის მოისმენს შენს აღსარებას; 2. წაიკითხავს შენზე მიტევების ლოცვას; 3. ეკლესიიდან, სააღმსარებლოდან გამოსულმა, უნდა შექმნა სინანულის ღირსი ნაყოფი, ანუ, შენ მიხვედი, გაპატიეს და იქიდან გამოსული მადლიერი უნდა იყო.

სინანულით სავსე ცოდვების ერთ მესამედს უფალი გპატიობს, ერთ მესამედს – მოძღვარი იღებს თავის თავზე, ერთი მესამედი კი, შენი ცხოვრებით უნდა გამოასწორო. თუ ამბობ აღსარებაში, რომ მრავლისმეტყველებაში, მცონარობაში და სიზარმაცეში ხარ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო და მეორედ აღარ ჩაიდინო. ხოლო, თუ შენ სააღმსარებლოდან გამოსული, მაშინვე იმეორებ ყველაფერს, რაც აღსარებაში თქვი, გამოდის, რომ არ მოგინანიებია.

– როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთმა გვაპატია ცოდვები?

– პირველ ყოვლისა, სულიერი სიმშვიდე უნდა ვიგრძნოთ და სიკვდილი უნდა გვერჩიოს იმ ცოდვების გამეორებას, რაც აღსარებაში ვთქვით, ანუ, უნდა გვაწუხებდეს სინდისი და აღარ ჩავიდინოთ იგივე. ასე თუ ისე, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველანი ჩავდივართ ცოდვებს, მაგრამ, ჯერ ჩვენი ენა, თვალები, ყურები უნდა გავაკონტროლოთ, რას ვლაპარაკობთ, რას ვუყურებთ, ვის ვუსმენთ. სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება. ამიტომ აღსარების საიდუმლო ბევრისთვის უკვე ფიქტიური გახდა და, ვისაც ზიარება სურს, უბრალოდ, სიმბოლურ აღსარებას ამბობს. აქედან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, რომ, აღსარებას იტყვით თუ არა, მაინცდამაინც მაშინვე ეზიაროთ. შეიძლება, სხვა დღეებში მიხვიდეთ წირვაზე და მოძღვარს ესაუბროთ სულიერ საკითხზე, კარგად გაიგოთ, შეიმეცნოთ სულიერების არსი. ჩვენ უამრავი ცოდვა გვაქვს და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ცოდვას ერთნაირად ვერ ჩამოვიშორებთ, ვერ მოვინანიებთ. მთავარია, პირველი ძირითადი ცოდვიდან, რომელიც ყველაზე ძალიან გვაწუხებს და გვიშლის ხელს – დავიწყოთ გამოსწორება, დანარჩენი კი თავისთავად აეწყობა. სინანულის გარეშე წარმოთქმული აღსარება არ არსებობს. „სინანულის საიდუმლო“ – თავად სიტყვა გვეუბნება, რომ ნანობ. თუ შენ, უბრალოდ, ზიარება გინდა და ამისთვის ამბობ აღსარებას, მაშინ ეს გულიდან გამომდინარე კი არ არის, არამედ – გონებიდან. წინათ იყო წესი, რომლის მიხედვითაც აღსარებაზე მოსულთ ყველას ერთად შეკრებდა მოძღვარი და ღვთისმშობლის საგანგებო პარაკლისს გადაიხდიდა მონანულთათვის. შემდეგ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად კითხულობდა აღსარებისწინა ლოცვებს და ამბობდა აღსარებას. პარაკლისის დასრულებისას, მოძღვრის მცირე ქადაგების შემდეგ, ადამიანები გულწრფელად ამბობდნენ აღსარებას.

ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და მას არ შეუძლია სრულყოფილი არათუ აღსარება, არამედ არანაირი საქმიანობა. ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ლოცვაში და, როდესაც ადამიანი აღსარებას ამთავრებს, მოძღვარმაც და თავადაც იცის, რომ მისი აღსარება არასრულყოფილი იყო და, რაც არ გახსენებია მას, რაც უნებლიეთ ჩაუდენია, ამას მოძღვარი საკუთარ თავზე იღებს და ევედრება უფალს: „მიუტევე ცოდვანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი“. წელიწადში ერთხელ, დიდმარხვაში, დიდ ხუთშაბათს აღესრულება ზეთის კურთხევის საიდუმლო – შვიდგზის ზეთისცხება, რომელშიც მონაწილეობის შემდეგ ადამიანს შეენდობა დავიწყებული ცოდვები და ამ დროს ხდება, აგრეთვე, ადამიანის სულიერი და ფიზიკური განკურნება. ეს არის განსაკუთრებულად ძლიერი ლოცვები. მთავარია, ადამიანმა ყველაფერი გულით გაიხსენოს და გულთამხილველი ღმერთი ყველაფერს მიუტევებს. კარგია, თუ დავიწყებული ცოდვები გაგვახსენდება და მათ აღსარებაში ვიტყვით. განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვობაში, სიჭაბუკეში ჩადენილი ცოდვები... ბევრი ადამიანი იხსენებს მას და ერიდება, მოძღვართან აღიაროს. თუ გახსოვს და არ ამბობ, ეს ნიშნავს, რომ ამპარტავანი ხარ და ამპარტავნებიდან გამომდინარე, გერიდება მოძღვართან მისი წარმოთქმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვარი ადამიანია და ის იცნობს ყველანაირ ადამიანურ სისუსტეს, ისიც იყო ახალგაზრდა და მასაც ჰქონდა ჭაბუკური ცოდვები, რომლებიც მოინანია. ბევრი ცოდვის ჩადენას მიჩვეულები, როდესაც გადავეჩვევით ცოდვების ჩადენას, მხოლოდ მაშინ გვექნება ჭეშმარიტი აღსარება.

მინდა აღვნიშნო, რომ პირველ საუკუნეში აღსარების თქმა ცალკე საიდუმლო არ იყო, ანუ, პირადად არ ხდებოდა მოძღვართან ცოდვების აღიარება. ადამიანი წირვის წინ, თავისი სულიერი და-ძმების წინაშე ამბობდა აღსარებას და იქვე ითხოვდა შენდობას, ანუ, იყო საზოგადო აღსარებები. მაშინ მოძღვარი ყველას ერთიანად უკითხავდა მიტევების ლოცვას. დღეს რომ იმავე პრინციპით იყოს აღსარების თქმა, მაშინვე განკითხვაში ჩავვარდებით და იმ ადამიანზე შთაბეჭდილება შეგვეცვლება. გარკვეული საუკუნეების შემდეგ დადგინდა კერძო აღსარება და ამით ღმერთმა ჩვენ განკითხვისგან დაგვიცვა. წმიდა წერილი გვასწავლის ერთმანეთთან ჩვენი ცოდვების აღიარებას, მაგრამ დღეს ჩვენი სულიერი მდგომარეობა ვერ დაიტევს, ერთმანეთს მოვუყვეთ ჩვენი სისუსტეები.


скачать dle 11.3