კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფასდაუდებელი რჩევა

მოშუშული „ივერია“

ინვესტორთა აზრით, რასაც ჩვენი ხელისუფალიც ეთანხმება, თბილისში გახსნილი „რადისონი“ საუკეთესოა „რადისონებს“ შორის, თუმცა, რა ნიშნით, არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ „რადისონის“ გამჭვირვალე აბაზანიდანაც კია შესაძლებელი თბილისის ხედების ჭვრეტა, შესაძლოა, თბილისური „რადისონის“ ერთ-ერთი უპირატესობა ესეც იყოს (თან რომანტიკული საღამოთიც ისიამოვნებ, თანაც – იქმნენ ნათელით!). როგორც აღვნიშნეთ, ამ ცერემონიალსაც არ ჩაუვლია შედარებების გარეშე, შესაბამისად, აღინიშნა, რომ „ივერია“ უხარისხოდ იყო აშენებული, რითაც ხაზი გაესვა, რომ „რადისონი“ ხარისხის მწვერვალია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ „რადისონი“ მოშუშული (ანუ შუშებშემორტყმული) „ივერიაა“, ლოგიკური შეუსაბამობა აშკარაა, ოღონდ, სავარაუდოდ, ამის წვდომის გული, განსაკუთრებით, გამჭვირვალე აბაზანაში რომანტიკულად ტკბობისას, ნაკლებად გექნება (ბუნებრივია, მხოლოდ მათ, ვისთვისაც დღე-ღამეში 300 აშშ დოლარი მზესუმზირის ფულია). თუმცა მხოლოდ ეს არ არის ამ კონკრეტული მშენებლობისა და ინვესტიციის შედეგი: მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო (მათ შორის, ევროპა) გაჩერებული იყო (მეტიც, იყო და არის), ომგადატანილსა და ნახევრად ოკუპირებულ საქართველოში მშენებლობა არათუ შენელდა, კიდევ უფრო გაცხოველდა. ამას გარდა, აღმშენებლობის მიზეზად პრეზიდენტმა სწორი რეფორმებიც დაასახელა (რაც გვაფიქრებინებს, რომ დანარჩენ მსოფლიოში რეფორმებისა არაფერი გაეგებათ!). ხოლო, თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ევროპისთვის, აღმშენებლობის დასაწყებად, ერთი რუსული ოკუპაცია ჰაერივით აუცილებელია, მით უფრო, რომ ჩვენ ამ მხრივაც შეუცვლელები ვართ: იმიტომ, რომ, ვის, თუ არა ჩვენ, შეგვიძლია ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ფასდაუდებელი რჩევების მიცემა?!


скачать dle 11.3