კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მზით გათანგული“ „ჯორჯია“


„მონების“ თავისუფლება

მართალია, გულს გვიკეთებდნენ, რენი ჰარლინის „ჯორჯიას“ კანის კინოფესტივალზე პრიზი გარანტირებული აქვსო (და მერე რა, რომ კანის კინოფესტივალზე მხოლოდ და მხოლოდ ჟიური წყვეტს, პრიზს ვის მისცემს და ვის – არა?!), მაგრამ კანის კინოფესტივალიც შედგა და ამ ჩვენს „ჯორჯიასაც“ (რომელიც ჩვენ, სრულიად ბუნებრივი მიზეზების გამო, პრიზის გარეშეც მოგვეწონება) პრიზი, რა თქმა უნდა, არ აუღია. მაგრამ, რაკი ნათქვამია, გული გულობდესო, იმით მაინც გაგვახარეს, რომ კინოფესტივალზე ფილმის დახურული ჩვენება (თანაც – სამი) შედგა და ევროპელი მაყურებელი, თურმე, ნანახმა გადარია (რომელიც „შენისთანა კი არ არის, ჭკუა იყო ცარიელი“). თავად რეჟისორიც კმაყოფილი ჩანდა (ვითომ რატომ არ იქნებოდა? – ფილმი ჯერ არ დაგვიმთავრებია, მაგრამ მყიდველი უკვე გამოუჩნდაო. მეორე მხრივ, ფილმის მხატვრული ღირებულება და მისი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის შექმნაში (ისევე, როგორც, რა ოდენობის ფული დაიხარჯა ბიუჯეტიდან მის გადაღებაში და იღებდა თუ არა მონაწილეობას ფილმის სიუჟეტის შექმნაში ჩვენი ხელისუფლება) ვისაც ეკუთვნის, იმათ სინდისზე იყოს. თუმცა კანის კინოფესტივალიდან სხვა ცნობებიც მოგვაწოდეს: ნიკიტა მიხალკოვის „მზით გათანგულები-2“ ჩავარდაო. მეტიც, ჩავარდნის მიზეზებიც აგვიხსნეს: ფილმის გადაღებების პროცესს თავად ვლ. პუტინი აკონტროლებდაო. შესაბამისად, კანის კინოფესტივალის გამშუქებელმა ჩემმა ელმედიელმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ხელისუფალს ხელოვნებასთან არაფერი ესაქმება. ოღონდ, როგორც ჩანს, ეს ჭეშმარიტება მხოლოდ რფ-ის ტერიტორიაზე მოქმედებს (არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ყველგან და ყოველთვის ასეა, ხელისუფლის ჩარევა ხელოვნებასაც კლავს და ყველაფერ თავისუფალსაც, მონას კი ღირებული არასდროს და არაფერი შეუქმნია), რადგან, როგორც უნდა ეცადოს ეს ჩვენი ხელისუფლება, „ჯორჯიასგან“ თავს ვერ გაიმიჯნავს. ამის მიუხედავადაც, ზემოხსენებული ელკოლეგები ჰარლინის „ჯორჯიას“ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჩვენ, ბუნებრივია, ეს არ გვეწყინება. ხოლო, თუ მართლაც ისე აღმოჩნდება, რომ რენი ჰარლინის ფილმი მსოფლიო აღიარებას მოიპოვებს, გამოვა, რომ ჩვენი მ. სააკაშვილი ვლ. პუტინზე უკეთ ერკვევა, ყოველ შემთხვევაში, კინემატოგრაფში.


скачать dle 11.3