კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხსუსტი მამიდების პატრონები


„ჩემი შენ გითხარიო“

რუსეთში რფ-ელმა პოლიციელებმა თანამემამულე მაღაროელთა აქცია დაარბიეს. ეს უკანასკნელები კი ბევრს არც არაფერს ითხოვდნენ: ოდენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას (მოგეხსენებათ, დიდ რუსეთში მაღაროებში ერთმანეთის მიყოლებით ხდება აფეთქებები). ქართული ელმედიის ცნობით, რფ-ს ხელისუფლებამ რუსულ საეთერო სივრცეში ამის ამსახველი სიუჟეტები დაბლოკა, თუმცა აქციების ამსახველი კადრები ინტერნეტში მაინც მოხვდა. ჰოდა, რაკი მოხვდა, „იმედმა“ დაგვიზუსტა, რომ, შესაძლოა, რფ-ის ხელისუფლებამ რფ-ის ტერიტორიაზე ინტერნეტს ცენზურა დაუწესოსო. მეორე მხრივ, ვითომ რატომაც არ უნდა დაუწესოს?! მაგალითად, ჩვენმა მთავრობამაც დაბლოკა ინტერნეტსივრცე 2008 წლის აგვისტოში. ამდენად, ეს მხოლოდ იმას დაადასტურებს, რომ ცენზურა, როგორც ჩანს, ისევე არ არის უცხო ხილი ტოტალიტარული რფ-სთვის, როგორც დემშუქურა – საქართველოსთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ელმედია რუს მაღაროელთა დუხჭირ ყოფაზე ნაღვლობდა, რა თქმა უნდა, ისეთი ზარით, როგორც ეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამცველი ქვეყნის მედიას შეეფერება, ერთი სიტყვაც არ დასცდენია, რა ხდება ჭიათურისა და ტყიბულის მაღაროებში. მოგეხსენებათ, ვერც ქართველ მაღაროელებს დავარქმევთ ბედის ნებიერებს და ვერც იმას ვიტყვით, რომ, როდესაც ისინი რამდენიმე კვირის წინათ გაიფიცნენ (სხვათა შორის, იმავე მოთხოვნებით, რის გამოც ზემოხსენებული რუსი მაღაროელები, ოღონდ, ისაა, რომ ისინი პოლიციას არ დაურბევია), ქართულმა ნაციონალურმა ელმედიამ მათთვის საეთერო დრო გაიმეტა. შესაბამისად, თუ საკითხს მივუდგებით პრინციპით – „ქვა იმან ესროლოსო…“, იქნებ ყველას თავისი ფეხსუსტი მამიდისთვის მიეხედა?!


скачать dle 11.3