კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

რატომ არ არის რეკომენდებული სახლის პირობებში ცხოველის თვითნებური მკურნალობა და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ შემთხვევამ


თუ ოჯახში ძაღლი გყავთ, ისიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ დაუშვებელია ავადმყოფობის დროს მისი თვითნებური მკურნალობა. გახსოვდეთ, თქვენმა აფთიაქმა, რომელიც რაც არ უნდა ბევრი და საჭირო პრეპარატებით იყოს სავსე, შეიძლება, ოთხფეხა მეგობარზე უარყოფითად იმოქმედოს. თვითმკურნალობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სავალალო შედეგამდე მიხვიდეთ. ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თუ თქვენი ძაღლი შეუძლოდ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარ ექიმს.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ალბათ, ნებისმიერ მეპატრონეს შექმნია ისეთი სიტუაცია, ამა თუ იმ მიზეზის გამო, როცა ვეტერინარის დანიშნულების გარეშე მიუცია ცხოველისთვის საკუთარი აფთიაქიდან ესა თუ ის პრეპარატი. ეს დაუშვებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი პრეპარატის მოქმედება, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანებში, ძალიან ცუდად აისახება ძაღლის ორგანიზმზე.

– რაც შეეხება პრეპარატის დოზას. ადამიანისა და ცხოველისთვის განსხვავებული დოზაა საჭირო თუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა?

– უნდა ვიცოდეთ, რომ სამკურნალო პრეპარატების დოზირება ცხოველებში განსხვავებულია ადამიანის წამლის დოზისგან და გარკვეულ შემთხვევაში, გაცილებით ნაკლებია. უმეტესი დოზირება კი დაახლოებით ბავშვებში დოზირების ტოლია. თვითნებური მკურნალობა ოჯახის პირობებში ძალიან საშიშია. ძვირფასი დროის დაკარგვასთან ერთად, შეიძლება, დავამძიმოთ ავადმყოფი ცხოველის მდგომარეობაც.

– განსაკუთრებით რომელი პრეპარატის გამოყენება არაა რეკომენდირებული თვითნებურად ვეტერინიული თვალსაზრისით?

– ასეთი პრეპარატი მხოლოდ ერთი არ არის. ვეტერინარული თვალსაზრისით, რეკომენდებული არაა თვითნებურად გამოიყენოთ ძაღლისთვის: ნუროფენი (იბუპროფენი), ტერაფლუ (პარაცეტამოლი), რომელიც სიცხის დამწევი საშუალებაა და ცხოველებში შეიძლება, გამოიწვიოს შარდის გამომყოფი და ჰეპატობარიელური სისტემის სერიოზული დაზიანება. მაგალითად, ცხოველისთვის ასპირინის მიცემამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების უნარის დაქვეითება, ხოლო ანალგინმა – სალივაციის (ნერწყვის გამოყოფის) გაძლიერება, ინტოქსიკაცია და ანემიები. ნოშპის ინიექცია ძაღლებში იწვევს ღებინებას და უკანა კიდურების დამბლას.

ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას და მის მძიმე დაზიანებას, ასევე კუჭის წყლულს და სისხლდენებს (დიკლოფენაკი, კეტოპროფენი და სხვა). მაგალითად, სტეროიდების (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი) თვითნებურად გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესების სერიოზული, შეუქცევადი დარღვევა, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.

– როცა ძაღლი აღგზნებულია, მეპატრონეები ხშირად დამამშვიდებელ პრეპარატებს მიმართავენ. ეს საფრთხეს უქმნის ცხოველს?

– სხვადასხვა დამამშვიდებლების გამოყენება ცხოველში იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას და შეიძლება ამან გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.

– ანტიბიოტიკებზე რას გვეტყვით?

– ასევე დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებურად მიცემა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის თვითნებური შეწყვეტა, აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინის და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნულ პრეპარატებს მაღალი ნეფროტოქსიკურობა ახასიათებთ და იწვევენ ჰიპერსალივაციას და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო.

– კერძოდ რომლის?

– მაგალითად, ივერმექტინის.

ასევე საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის, რომ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საწმენდი, თუ სხვა სახის ქიმიური საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ცხოველს. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ საყოფაცხოვრებო საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შეიცავს ქლორსა და ნაფტალინს. ეს იწვევენ ჰემოლიზურ ანემიებს.

ფარმაცევტულ ბაზარზე ყოველდღიურად იმატებს პრეპარატების რაოდენობა. ამიტომ, არარეკომენდებული პრეპარატების რაოდენობაც მუდმივად იზრდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სახლის პირობებში თვითნებურად მკურნალობის ჩატარება. ნებისმიერი პრობლემის დროს აუცილებელია, მიმართოთ კვალიფიციურ ვეტერინარს, რომელიც დასვამს სწორ დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დაუშვებელია ვეტერინარის დანიშნულების თვითნებური, ნებისმიერი სახით შეცვლა, ან დროზე ადრე შეწყვეტა. ამ შემთხვევაში შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის!


скачать dle 11.3