კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუარო ალოეს, რომ ოთახის პირობებში კარგად იგრძნოს თავი.

პასუხი: ალოეს ყველა სახეობა ძალიან იოლი მოსავლელია. გაზაფხულსა და ზაფხულში ის ყვავილობს კიდეც, მისი მწვანე ფოთლები კი მთელი წლის განმავლობაში ხასხასა ფერისაა. ამ მცენარეს მუდმივად სჭირდება კარგი სინათლე. ზაფხულში შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ, დილით და საღამოს კი აიტანს მზესაც. მცენარის კარგად ყვავილობისთვის ზამთარში რამდენიმე კვირით, დაახლოებით, 10 გრადუსზე დადგით. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ზაფხულობით ალოეს მიწა ტენიანი უნდა იყოს. რამდენიმე კვირაში ერთხელ დასჭირდება გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ. თუმცა, ნიადაგი ძალიან არ უნდა გამოაშროთ. გახსოვდეთ, მორწყვისას ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ, პირდაპირ მიწაში ჩაუსხით. ამ მცენარის გასამრავლებლად მას ახალი ყლორტები მოაჭერით და კარგი დრენაჟის მქონე, ნეშომპალიან ნიადაგში ჩარგეთ. ოთახში სასურველია მზიან ფანჯარაზე დადგათ. თუ ალოეს ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ და სინათლეს არ მოაკლებთ, ის მშვენივრად გაიხარებს თქვენს ბინაში. სხვათა შორის, ეს მცენარე სამკურნალოცაა.

კითხვა: როგორც ვიცი, ანთურიუმი ძალიან ძნელად ხარობს. მაინტერესებს, თუ არის შესაძლებელი ოთახის პირობებში მისი გაზრდა?

პასუხი: ანთურიუმი, მართლაც, ძნელად გასახარებელი მცენარეა. თუმცა თუ მაქსიმალურად შეეცდებით მისთვის სასურველი პირობების შექმნას, ის გაიხარებს. ამ მცენარეს სჭირდება მუდმივად ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე. ვერ ეგუება ორპირ ნიავს. მთელი წლის განმავლობაში სჭირდება სინათლე, ოღონდ ზაფხულში მზის მწველ სხივებს მოარიდეთ. მისთვის მთელი წლის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსია. ზამთარში 15 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ. მისი ნიადაგი არც ძალიან სველი უნდა იყოს და არც გამომშრალი. სასურველია, თუ კართან ან ღია ფანჯარასთან არ დადგამთ. რეგულარულად დანამეთ და დადგით მზიან ოთახში.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო ეპიპრემნუმი?

პასუხი: ეს მცენარე იტანს ჩრდილიან გარემოს, მაგრამ კარგი განათების პირობებში უკეთ ხარობს და სრაფად იზრდება. მისთვის საკმარისია, ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – დაახლოებით, 14 გრადუსი. კარგია, თუ საკიდ კალათაში ჩადებთ და განათებულ ადგილას ჩამოკიდებთ.


скачать dle 11.3