კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (119)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

ისწავლეთ მამაკაცისგან


თვალყური მიადევნეთ მამაკაცებს და ისწავლეთ მათგან. რა უნდა ისწავლოთ? – ახლავე მოგახსენებთ, როცა კრიტიკული სიტუაციაა, მამაკაცი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავად „მშრალზე“ აღმოჩნდეს და თავის ნერვულ სისტემას საფრთხე არ შეუქმნას. ალბათ, შეგინიშნავთ, როგორ ცდილობს მამაკაცი, თავი აარიდოს იმ პრობლემებს, რომლებიც ოჯახში იქმნება. თქვენ ელაპარაკებით, მას კი ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს გლობალური დათბობის საკითხი ჰქონდეს გადასაჭრელი. ანუ, მამაკაცის პრინციპია: გულამდე არ მიუშვას ის, რაც მას ანერვიულებს. ქალები როგორ ვიქცევით?! – ხშირად ბუზს სპილოდ გადავაქცევთ ხოლმე და მაშინღა ვხვდებით, ტყუილუბრალოდ რომ ვინერვიულეთ, როცა დამამშვიდებელი წვეთების ორი ულუფა უკვე დალეული გვაქვს.

მამაკაცების სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ოპერატიულად ახერხებენ დაგროვილი აგრესიისგან გათავისუფლებას. უფრო სწორად, არ იგროვებენ მას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოხატავენ. ისიც, თუ ხვდებიან, რომ ვიღაც მათ მამაკაცურ თავმოყვარეობას ეხება. უკვე მიხვდით, რა უნდა ისწავლოთ მამაკაცისგან? – გასაგებია, რომ ისინი გონებით ხელმძღვანელობენ და არა ემოციებით, მაგრამ თუ მოინდომებთ, მიუღწეველი არაფერია. ქალები ხომ მამაკაცებზე გამჭრიახები და ალღოიანები ვართ. ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, უნდა დავინახოთ და გავითავისოთ.

ამოცანა მარტივია – მთავარი მონდომებაა!

P. S. „შიშველი“ ემოცია ყოველთვის ცუდი მრჩეველია და თუკი მამაკაცი იგებს, იგებს იმით, რომ გადაწყვეტილებებს „ცივი“ გონებით იღებს. მისთვის ემოციები ყოველთვის მეორე-მესამე ადგილზე დგას. ნუ შეგშურდებათ – ისწავლეთ მისგან.


скачать dle 11.3