კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან კანადელი ქართველი ტყუპი დები, რომლებსაც ჰოლივუდის ფილმებში იღებენ და რას ასწავლიან ისინი ალ პაჩინოს, მეგ რაიანსა და სხვა ცნობილ მსახიობებს


კანადელი ტყუპი დები, 21 წლის ლანა და სოფი ფრენკელები კანადაში არიან დაბადებულები და გაზრდილები. მათი დედა, სასიამოვნო ქალბატონი, ნანა ბოხუა, პროფესიით გინეკოლოგია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონებს ქართული წერა-კითხვა კარგად შეესწავლათ და საქართველო შეჰყვარებოდათ. შესაბამისად, დღეს ძალიან საყვარელი, მხიარული ტყუპები მშვენივრად საუბრობენ ქართულად. უყვართ საქართველო, ქართული კერძები და ჩემი აზრით, ისინი არა მარტო კანადელები, ნამდვილი ქართველები არიან, ქართული ხასიათით, გულით, ხალისითა და იუმორით.


ნანა ბოხუა: 1976 წლიდან აღარ ვცხოვრობ საქართველოში, მაგრამ, საქართველო ჩემი გული, სული და სიყვარულია. სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში მომიწია ცხოვრება, მაგრამ საქართველო ყოველთვის ჩემთან და ჩემს გულში იყო. ჩემი ძმა, პროფესორი ზაზა ბოხუა მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანია. მეც პროფესიით გინეკოლოგი ვარ. დიდხანს ვცხოვრობდი ყაზანში, მოსკოვში, კანადაში. ამჟამად ვცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩემი შვილები კანადელები არიან, იქ დაბადებულები და გაზრდილები, მაგრამ ქართული წერა-კითხვა შევასწავლე. ყოველ შაბათ-კვირას ვამეცადინებდი, ვაწერინებდი ქართულად და ჩვენი სკოლა გვქონდა. მე იმდენად მიყვარს საქართველო, რომ ჩემს შვილებსაც ჩავუნერგე ეს სიყვარული.

– როგორ ცხოვრობდნენ და იზრდებოდნენ გოგონები კანადაში?

– ძალიან კარგად. სწავლა-განათლება მთლიანად ფრანგულად მიიღეს, იციან ინგლისური, რუსული და ქართული. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები არიან, ერთმანეთს მაინცდამაინც არ ჰგვანან, გარეგნობითაც და ხასიათითაც განსხვავებულები არიან.

– თბილისში ჩამოდიხართ?

სოფი ფრენკელი: ნათესავები, ბებო და ბიძა საქართველოში ცხოვრობენ და ადრე ჩამოვდიოდით. კარგად მახსოვს საქართველო, მაგრამ, გავიგე, ბევრი რაღაც შეიცვალა, განსაკუთრებით თბილისში და ძალიან მაინტერესებს.

ლანა ფრენკელი: საქართველო ხომ დედაჩვენის ქვეყანაა და ჩვენც ძალიან გვიყვარს, ჩვენს გულთან ძალიან ახლოს არის.

სოფი: ქართველები ძალიან ემოციური ხალხია, განსაკუთრებით ქართული ხელოვნება მოგვწონს – ძველი ფილმები ვნახეთ და ძალიან საინტერესო იყო.

ლანა: ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციები, ადათ-წესები. ადრე შევეცადე, ხაჭაპური გამომეცხო, კარგი გამოვიდა, მაგრამ, ცოტა მაგარი იყო.

– როგორ გახდით მსახიობები?

– ძალიან გვინდოდა მსახიობობა, მაგრამ, ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მონრეალში დავამთავრეთ ჯერ საშუალო, შემდეგ – ხელოვნების ხუთწლიანი სკოლა, ახლა კი ვამთავრებთ კოლეჯს ფსიქოლოგიური განხრით. ამავდროულად, დავდივართ ბევერლი ჰილზის თეატრალურ სკოლაში.

სოფი: ერთხელ მონრეალის საავადმყოფოში დედას ახლობელს შვილი ეყოლა. მის სანახავად წავიდა და მე და ლანა წაგვიყვანა. საავადმყოფოს ეზოში იღებდნენ ფილმ „აბანდონს“. მაშინ დაახლოებით 8 წლისანი ვიყავით, პატარები და პუტკუნები. დაგვიძახეს, მოდითო და ჩვენც გავიქეცით. პატარა ქასთინგი ჩაგვიტარეს და მოეწონათ ჩვენი გაოცებული სახეები. ფილმში ვიღაც კვდებოდა, ჩვენ რომ მას დავინახავდით, გაოცებული სახე უნდა მიგვეღო. ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო, გვეგონა, რაღაც მოხდა, თან იატაკზე ვიღაცის ვითომ მკვდარი სხეული იდო, ამიტომ, მართლა ძალიან გაოცებული სახეები გვქონდა. მერე ბევრ ფილმში, ფრანგულ სერიალებშიც გადაგვიღეს. ახლა უკვე ჩვენი აგენტი გვყავს.

ლანა: ერთი წლის განმავლობაში დეტექტიური სერიალი გადიოდა მონრეალის ტელევიზიით და მეგობრების როლს ვთამაშობდით. საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს და, ალბათ, ტყუპების როლში არასდროს გადაგვიღებენ. ამის შემდეგ ვმონაწილეობდით სხვადასხვა ფრანგულ და ინგლისურ შოუებში. ჰოლივუდს მონრეალში თავისი ბაზა აქვს და იქ ხშირად იღებენ ფილმებს, თან, სულ ამბობენ, მონრეალი ევროპას ჰგავს და გვირჩევნია, აქ გადავიღოთ ევროპული ფილმებიო. ჩვენი აგენტი ქასთინგებზე გვიშვებდა და ძალიან იოლად ვიმარჯვებდით. მონრეალში იღებდნენ, ასევე, ფილმ „ტერმინალს“, რომელშიც ტომ ჰენქსი და ქეთრინ ზეტა ჯონსი თამაშობენ. ჰენქსი ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია. გადავწყვიტე, მისთვის ხაჭაპური გამომეცხო და გადასაღებ მოედანზე მივუტანე. ალბათ, არ მოეწონა, მაგრამ, მაინც შეჭამა და მითხრა – კარგიაო. მეც ვუყვებოდი საქართველოს შესახებ, დედაჩემი იქიდან არის-მეთქი. ქეთრინ ზეტა ჯონსთან არ მისაუბრია, უფრო ტომ ჰენქსისკენ გამიწია გულმა, თან, ყველას ელაპარაკა. ამის შემდეგ ვითამაშეთ ფილმში „დღე ხვალის შემდეგ“, რომელიც მთლიანად მონრეალშია გადაღებული. მე და სოფი ბიბლიოთეკაში რომ სცენებია, იქ ვთამაშობთ.

სოფი: ფილმში „ენჯელი“ უკვე დიდი როლები გვქონდა. თეატრებშიც ხშირად გამოვდიოდით, მონრეალში ძალიან ცნობილი თეატრის სცენაზეც ვითამაშეთ. კინო ძალიან კარგია, მაგრამ, სულ სხვა გრძნობა გეუფლება, როდესაც სცენაზე გამოდიხარ და ხალხი ტაშს გიკრავს. ხშირად ვთამაშობთ თეატრის სცენაზე და ვიცით, რომ შეცდომის დაშვება არ შეიძლება – ამ საკითხს, ძალიან სერიოზულად ვუდგებით.

– ყოველთვის ერთად თამაშობთ?

ლანა: არა, ხან ერთად ვთამაშობთ, ხან სოფის ირჩევენ, ხან – მე. ადრე, როდესაც პატარები ვიყავით, დების როლებს გვაძლევდნენ ხოლმე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ, 18 წლამდე სულ ერთნაირად ვიცვამდით. მერე მივხვდით, რომ ინდივიდუალობა გვინდოდა და შევცვალეთ ჩაცმის სტილი. თან, სოფიმ ქერად შეიღება თმა, ახლა შავად აქვს და დებს საერთოდ არ ვგავართ. ფილმში „ხვალ“, რომელშიც ცნობილი კანადელი მსახიობები მონაწილეობდნენ, ისეთი როლი შევასრულეთ, სადაც ერთმანეთი არ გვიყვარდა. სხვათა შორის, ძალიან კარგად გამოგვივიდა, მაგრამ, ბევრი ვივარჯიშეთ, რადგან ჩხუბს არ ვართ მიჩვეული.

– როდის გადახვედით ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად და როგორ განვითარდა იქ თქვენი სამსახიობო კარიერა?

სოფი: ყველა და, მათ შორის ჩვენი აგენტიც გვეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით ლოს-ანჯელესში, სადაც ჩვენი კარიერა კიდევ უფრო განვითარდებოდა. მაშინ 15 წლისანი ვიყავით. აგენტმა დედას უთხრა, აუცილებლად გადადით იქ საცხოვრებლადო და დედამაც წამოგვიყვანა. აქ ისევ ვთამაშობთ ფილმებში. რამდენიმე ხნის წინ „ბევერლი ჰილზის სითი ჰომში“ ვითამაშეთ სპექტაკლში. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ახლა ვსწავლობთ კოლეჯში ფსიქოლოგიურზე და, ასევე, ბევერლი ჰილზის თეატრალურ სკოლაში, სადაც ძალიან ბევრ რამეს გვასწავლიან.

ლანა: უკვე ახალი აგენტი გვყავს და სხვადასხვა ქასთინგზე გავდივართ. ანა ნიკოლ სმიტთან ერთად, ლას-ვეგასში, ერთ შოუში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ჩვენი აგენტი და ანა მეგობრობდნენ, ანას გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედია იყო და თითქმის ორი თვე აქ ყველაფერი გაჩერდა. ანას ჩვენც ვიცნობდით, ძალიან კარგი ადამიანი იყო. რომ ამბობდნენ, სულ წამლებზე იყოო, არ არის მართალი. ჩვენ ბევერლი ჰილზის ძალიან ცნობილ სააგენტოსთან გვაქვს კავშირი. ჩვენი აგენტი თითქმის ოცი წელია, ამ სფეროში ტრიალებს და ამიტომ ის ბევრ ცნობილ მსახიობთან თანამშრომლობს, ბევრის აგენტია, მეგობრობს.

სოფი: ჩვენს კოლეჯში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი და რეჟისორი მოდის და მასტერ კლასებს გვიტარებენ, გვესაუბრებიან. რამდენიმე ხნის წინ ანჯელინა ჯოლის მამა მოვიდა და ბევრი გვესაუბრა.

ლანა: კარგად ვიცნობთ და ვმეგობრობთ დასტინ ჰოფმანის შვილიშვილთან. ერთხელ კინოში ვიყავით და დასტინ ჰოფმანიც წამოვიდა. იმდენს ლაპარაკობდა და გვაცინებდა, რომ საერთოდ არ მინახავს ფილმი. თან, ხალხი ვერ ხედავდა, ვინ იყო და ეჩხუბებოდნენ, გაჩუმდიო. ძალიან კარგი ადამიანია, ისევე, როგორც ალ პაჩინო.

– იცნობთ?

– დიახ. ისიც ძალიან კეთილი და კარგია. ნიუ-იორკიდან არის, ამიტომ, ცოტა სხვანაირია, მისი აზრები ბევრისგან განსხვავდება. მას ძალიან უყვარს შექსპირი და სულ მის ენაზე საუბრობს. ზოგჯერ ვერ ვხვდები, რას ამბობს და მერე დამცინის, არაფერი იციო. მე და სოფი მეგობრებთან ერთად ალ პაჩინოს ფილმზე ვიყავით მიწვეულები, როგორც ახალგაზრდა მსახიობები და, შეგვეძლო, მისთვის კითხვები დაგვესვა. მერე ყველასთან მოვიდა, გაგვესაუბრა. ჩემთან რომ მოვიდა, ვუთხარი, ძალიან მიყვარხარ-მეთქი და ლოყაზე ვაკოცე. გაწითლდა. მერე, რომ გამომელაპარაკა, ვუთხარი, ჯორჯია თუ იცი-მეთქი და ამერიკის შტატი ეგონა. ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვუხსნი, სად არის საქართველო, რომ ის ძალიან კარგი და ლამაზია. ალ პაჩინოსაც ვუთხარი, გასწავლი, სად არის საქართველო-მეთქი. ერთხელ მივედი მასთან და ინტერნეტში ვაჩვენე, როგორია ჩვენი ქვეყანა, როგორი საჭმელები გვაქვს. ვბრაზდები, როდესაც საქართველო ჯორჯიის შტატში ეშლებათ. საერთოდ, ცნობილი მსახიობები ძალიან უშუალო ხალხია, უყვართ ადამიანებთან საუბარი. ალ პაჩინოც ასეთია. სამაგიეროდ, ახალგაზრდა მსახიობები სათვალეს გაიკეთებენ და ისე დადიან.

სოფი: მეგ რაიანი ჩვენთან ახლოს ცხოვრობს. აქვე არის იტალიური კაფე, სადაც ხშირად ჭამს სალათებს და ამიტომაც არის ასეთი გამხდარი.

ლანა: ვეუბნები ხოლმე, საქართველოში რომ წახვიდე, ასეთი გამხდარი ვერ იქნები, აუცილებლად გასუქდები-მეთქი.

– და, ბოლოს, როგორც ვიცი, თქვენ თამაშობთ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „ექსტრემალური სიყვარული“.

სოფი: ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში გაიმართა კურსდამთავრებულების ფილმების ჩვენება, იქ ვიყავი და აჩვენეს ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმიც. მაშინ გავიცანი ნიკოლოზი. მერე მან შემოგვთავაზა, რომ „ექსტრემალურ სიყვარულში“ ბიზნესლედის როლი გვეთამაშა. ძალიან კარგი იყო გადაღებები, თან, ქართველთან პირველად ვიმუშავეთ, ქართულად რომ ვსაუბრობდით, ვერავინ ვერაფერს იგებდა და ჩვენც ვხალისობდით. სხვანაირი სითბო ვიგრძენით ამ ფილმზე მუშაობისას. მიხარია, რომ ქართველი ადამიანი მუშაობს აქ და იღებს კარგ ფილმს. ნიკოლოზი განსაკუთრებული პიროვნებაა, კარგი პედაგოგია, ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან. ის ფილმის გადაღებისას ყველასთან ნახულობდა საერთო ენას.

ლანა: ნიკოლოზი თბილისში აპირებს 100-წუთიანი ფილმის გადაღებას, მასშიც უნდა გადაგვიღონ, შეიძლება, თბილისში მალე ჩამოვიდეთ და, ძალიან გვიხარია. ორ თვეში კი, ლოს-ანჯელესში დაიწყება ახალი ფილმის გადაღება, ქასთინგი უკვე გავიარეთ და როლებზე დაგვამტკიცეს.


скачать dle 11.3