კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ძეგლი ავა ბახმაროს ძირიდან მწვერვალზე და როგორ გაამეგრელეს მეგრელებმა კახეთი


მიუხედავად წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისა, ექსპარლამენტარი, „კონსერვატორული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გუჯაბიძე, თავისი ამომრჩევლების პარალელურად იუმორთანაც მშვენივრად მეგობრობს. ხალასი, ჯანსაღი იუმორის წყალობით, მას სიმხნევე ემატება და განწყობილებასაც იუმჯობესებს.


– ქართველი კაცი რომ ნიჭიერია, ამაზე აღარავინ დავობს, მაგრამ სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ღმერთმა მას იუმორის დიდი ნიჭიც დააბერტყა თავზე. ზოგადად კი ადამიანზე მაშინ გექმნება წარმოდგენა, თუ მას იუმორში გამოცდი, პატარა ტესტს მოუწყობ, რადგან კარგი იუმორის პატრონი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ შეიძლება, ცუდი ადამიანი იყოს. მე მომხრე ვარ კარგი, სახალისო, ხალასი იუმორის და არა ბოროტული სარკაზმისა, რომელიც შეურაცხყოფს ადამიანს. მე, როგორც გურული კაცი, იუმორთან ვმეგობრობ და, ამიტომაც, მინდა, ერთი ძველი ანეკდოტი მოგიყვეთ გურულებზე. გურულებმა ბრინჯაოსგან გადადნობილი ლენინის ძეგლისგან შევარდნაძის ძეგლის გაკეთება და დადგმა გადაწყვიტეს. ამ „ღირსშესანიშნავი“ ამბისთვის მთავრობას ადგილის გამოყოფა სთხოვეს. მთავრობამ შევარდნაძის ძეგლის თბილისში დადგმაზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ, გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რომ „დიდი გურულის“ ძეგლი გურიაში, ბახმაროს თავზე დაედგათ. მაგრამ მუშახელმა საყვედური გამოთქვა, ტექნიკა არ გვაქვს და 40-ტონიანი ძეგლი ბახმაროს თავზე როგორ ავიტანოთო. მთავრობის წევრებმა უცებ მიაგნეს გამოსავალს და მუშებს ურჩიეს, შევარდნაძის ძეგლი ბახმაროს ძირში დადგით და მწვერვალზე თვითონ ავაო. ისევ გურულებზე გავაგრძელებ საუბარს, რომ არ დამეჩაგრონ: გურიაში ჩამოვიდა თბილისელი სტუმარი. ის და გურული მდინარეზე წავიდნენ საბანაოდ, რომ ნაბახუსევზე გაგრილებულიყვნენ. ჩამოდი, ძამია, მდინარეშიო, ეპატიჟება გურული თბილისელს. არა, ვერ ჩამოვალ, ტრუსიკი მქონია გარღვეულიო, დამწუხრებით უთხრა თბილისელმა. ეიფარე წინ ხელი და ჩამო მდინარეშიო – არ ეშვება გურული, ვერ ჩამოვალ, უკანაც გარღვეული მქონია ტრუსიკიო – მიუგო თბილისელმა. აბა, რეზინას აკვლევინებ, ძამა, თავსო? – შეეკითხა გურული.

– როგორც გურულ კაცს, მინდა, გკითხოთ, რატომ ანარცხებინებენ კედელზე თავს გურულებს, ხომ ვერ გვეტყვით, რას გერჩიან?

– რა უნდათ ჩვენგან, არ ვიცი. ისე, ყველა კუთხის ხალხის რაღაც ნაკლი გამოძებნილი აქვთ და, ამ მხრივ, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. გახსოვთ, ალბათ, არაერთხელ ვყოფილვარ მოვლენათა ეპიცენტრში. ერთხელ ზუგდიდში პოლიციელმა თავში „დუბინკა“ ჩამარტყა, მეტკინა და სისხლიც კი წამომივიდა შუბლიდან, მაგრამ, არაფერი შევიმჩნიე და არც წუწუნი დამიწყია. ასე მხნედ რომ მნახა იქაურმა მოსახლეობამ, გაუკვირდათ – ბატონო ბიძინა, კი მაგრამ, არ გეტკინათ თავიო? მეც სიცილით ვუპასუხე: რატომ უნდა მტკენოდა, ვითომ, თავი? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ გურული ვარ და ასეთი ზეწოლა ჩემზე არ მოქმედებს-მეთქი. მათ კი ერთმანეთს გადახედეს და გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩეს. ჩემი ნაცნობი გურული კაცი გადადის ქუჩაზე და დაეჯახა მანქანა. გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და ეუბნება დაზარალებულს: ადექი, ბიძია, ფეხზე, გეხვეწები, ადექი, ნუ დამღუპავო. ჩემმა მეგობარმა გაახილა თვალი და უპასუხა: რომ ვიდექი, ბიძია, მაშინ არ დამაყენე და, ახლა წოლა მაინც მაცადე ცოტა ხანიო. აქვე მინდა სიდედრის თემაც გავაჟღერო: გურულს გარდაეცვალა სიდედრი. გაუხარდა ძალიან, იმთავითვე დაიწყო თადარიგის დაჭერა ქელეხისთვის და ბაზარში შეიარა საყიდლებზე. მოდის სახლში სანოვაგით დატვირთული, შემოვიდა ეზოში და რას ხედავს – სიდედრი ეზოს ხვეტავს. სიძეს თმა ყალყზე დაუდგა. გაოცება რომ შენიშნა სიძეს, სიდედრმა განუმარტა: უი, შვილო, თურმე, კლინიკური სიკვდილი მქონია და გავცოცხლდი უკვეო. ნირწამხდარმა სიძემ დადო მიწაზე თავისი ბარგი-ბარხანა და სიდედრს უპასუხა: ეგ არ მაინტერესებს, მაგრამ იცოდე, რომ სამშაბათს 4 საათზე გავდივართო. ახლა დროა, გურულები დავასვენოთ და ქუთაისელებს მივხედოთ: ქუთაისში ჩავიდა სამოქალაქო თავდაცვის შემოწმების კომისია, რომელსაც უნდა შეემოწმებინა, გამართულად მუშაობდა თუ არა თავშესაფრები, რომლებიც მოსახლეობას დაბომბვის დროს უნდა გამოეყენებინა. შეამოწმა კომისიამ და ერთ თავშესაფარსაც ვერ მიაკვლია – მათ ადგილზე ბარები და რესტორნები დახვდა და, ბუნებრივია, ისინი სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციას ვერ შეასრულებდა. კომისია შეეკითხა ქუთაისელებს: კი მაგრამ, რას იზამთ, ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს ქუთაისშიო? შევრცხვებით, ბატონო, მოგვეჭრება თავიო, – მიუგეს ქუთაისლებმა.

– როგორც სტაჟიანი დეპუტატი, წესით, ბევრი საპარლამენტო კურიოზის შემსწრე უნდა იყოთ.

– პარლამენტში სულ დაძაბულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, იყო ბრძოლა, აზრთა სხვადასხვაობა. ასეთ დროს ხდებოდა კიდეც კურიოზი, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსი იუმორთან ძალზე მწყრალად არის, სამაგიეროდ, კარგი იუმორი ჰქონდა წინა პარლამენტში თელავის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ თამაზ ხიდეშელს. მან მიამბო, რომ თელავში, თურმე, ბევრი მეგრელი ცხოვრობს. ეს ფაქტი თამაზმა პარლამენტში ყოფნის პერიოდში აღმოაჩინა და, სხვათა შორის, თითქოს წუხდა კიდეც ამ ამბავს. ვკითხე, მერე, კახელებმა არ გადმოიყვანეთ მეგრელები თქვენს ჭკუაზე-მეთქი. არა, როგორ გეკადრება, პირიქით, მათ გაამეგრელეს კახეთი და მეგრულად აალაპარაკეს მთელი თელავიო, – შემომჩივლა.

კახელებზე ბევრი კარგი ანეკდოტის მოყოლა შეიძლება, თუმცა, გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოვექცე, უწმაწურ სიტყვებს რომ გავემიჯნოთ. მიხო თავისი დანჯღრეული მანქანით მინავარდობს გზაზე, ამ დროს მეზობლები წამოეწივნენ, რომლებმაც მისი გაშაყირება მოინდომეს და ეკითხებიან, ძია მიხო, მანქანა მაინც ცარიელი გაქვს და ნაგავს ვერ გააყოლებო? მიხომ ფიქრის ნიშნად თავი მოიქექა და უპასუხა: ჯანდაბას თქვენი თავი, მოდით, ჩაეყარენით ჩემს მანქანაშიო (იცინის).

სამი ქალი შეიკრიბა და მიდის ჭორაობა, უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ამბებს, თუ რა შეემთხვათ გათხოვების მერე. სომეხი ამბობს, ჩემს ვართანას ვუთხარი: ახლა დარეცხვა, დალაგება, ჭურჭლის გაწმენდა არ გამაგონო-მეთქი. ჩემი ქმარი გავარდა უცებ, მესამე დღეს მოიტანა როგორღაც დანადგარი და გამათავისუფლა ამ შრომისგანო. ოსის ქალმა თქვა, მეც ეგრე შევჩივლე ჩემს კოსტას, ორი დღე დაიკარგა და მესამე დღეს მომიტანა დანადგარი, უფრო პატარა და დავისვენე, ფიზიკური შრომა აღარ მიწევსო. ბოლოს ქართველმა ქალმაც ამოიღო ხმა: მეც შევჩივლე ჩემს ჭიჭიკიას, ეგრე გავარდა და მესამე დღეს რომ ჩამოვიდა, ცალ თვალში გამოვიხედეო. საწყალი, უცემიათ, თურმე და, გამოიხედავდა თვალში, აბა, რას იზამდა.

– ბატონო ბიძინა, საქართველოს ყველა კუთხე დამახასიათებელი იუმორით გამოირჩევა. თქვენ რომელ მათგანს ანიჭებთ უპირატესობას?

– იმის გამო, რომ გურული კაცი ვარ, ამ მხრივ, გურულებს „ვბალეშჩიკობ“, თორემ, თუ იუმორი კარგი და ხალასია, ცხადია, ისედაც მომეწონება, თავისი კუთხურობის მიუხედავად. ისე, რაღა დაგიმალოთ და, სვანურ ანეკდოტებზე კარგად ვხალისობ ხოლმე. სვანს ეტყვიან, გოდერძი, შენს ცოლს აუპატიურებენო. სვანი გამწარდება ძალიან, გავარდება თავისი მანქანით და ავარიაში მოყვება. საავადმყოფოში ძმაკაცი მოინახულებს და ეუბნება: შენი გამკვირვებია, სად ან რატომ მიაქროლებდი მანქანას ასე სწრაფად, გოდერძი შენ არა გქვია, ცოლი შენ არა გყავს და, ამიხსენი, სად ჯანდაბაში მირბოდიო.

სომხები ქეიფობენ და ყველა გამვლელს ეუბნებიან, გინდა თუ არა, თქვით, ღმერთმა მარტო სომხისთვის გვამუშაოსო. რა თქმა უნდა, ქართველები გაუჯინიანდნენ და ამისთვის სომხებმა მაგრად სცემეს. გამოივლის იმერელი და იმასაც იმავე სიტყვის თქმა მოსთხოვეს. იმერელი ამბობს: ღმერთმა მარტო სომხისთვის მამუშაოს და, თუ უნდა, შაბათ-კვირასაც არ დამასვენოსო. სომხებს გაუხარდებათ ასეთი სიტყვა, დასვამენ იმერელს სუფრასთან და კარგად აქეიფებენ. მერე ერთ სომეხს ეჭვი შეეპარება და იმერელს ეკითხება, რა ხელობის კაცი ხარო. მეკუბოვე ვარ, გენაცვალეთო – მიუგო შეზარხოშებულმა იმერელმა.

ბოლოსთვის კი, მინდა, ერთი ნამდვილი ამბავი მოგიყვეთ, რადგან, მგონი, ამდენი ანეკდოტით უკვე გადაგღალეთ. ეს ამბავი სახელგანთქმულ დასტაქარს, წოპეს უკავშირდება. გახსოვთ, ალბათ, ადრე, კომუნისტების დროს, ცხვარიჭამიაში აგარაკები რომ ჩამოართვეს ხალხს. ხალხი გამწარებული იყო, ამდენი შრომა და ფული რომ წყალში ჩაეყარათ. მათ შორის გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქირურგი ვახტანგ ხურციძე, ანუ წოპე. იგი დაიბარეს პროკურატურაში და დაკითხეს, საიდან გაქვს საშუალება, რომ „დაჩა“ აიშენეო. შეაწუხეს, თურმე, კაცი. ბოლოს, მოთმინების ფიალა აევსო წოპეს, მიიყვანა ბულდოზერები თავის აგარაკზე შუაღამისას, მიწასთან გაასწორა იქაურობა მოლა ნასრედინის პრინციპით, როცა მოლამ თავის თავზე დანა გაისვა და ყაჩაღებს მიახალა, არც მე მინდა თავი და არც თქვენ გარგებთ დოლის ტყავადო. მეორე დღეს გაკვირვებულები უყურებდნენ მიწასთან გასწორებულ სახლს რაიკომ-აღმასკომის წევრები. ამ ამბიდან კარგა ხანი გავიდა და, ერთ-ერთი მათგანი „ცეკას“ მუშაკი, საოპერაციო მაგიდაზე მოხვდა წოპესთან. რომ დაწვა, ექიმს ეკითხება, ბატონო ვახტანგ, რა ჩაიდინეთ ადრე ისეთი, რომ მთელი ცეკა გადარეული იყო კარგა ხანიო. ვახტანგმა მიუგო: ცეკა არ ვიცი მე, მაგრამ, შენს გადარევას ახლა ვნახავ, უკანალიდან რომ დუნდულას აგაჭრი და ცხვირზე მიგაკერებო. ის კაცი აკანკალებული წამომხტარა და გაქცეულა გიჟივით. ისე დამემუქრა, მართლაა ამის გამკეთებელიო (იცინის).


скачать dle 11.3