კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: 1988 წლის 20 იანვარს, დილის ათის ნახევარზე დაბადებული ადამიანისთვის, უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატებების მომტანი და რა ბიზნესს უნდა მოკიდოს ხელი?

პასუხი: ეს ადამიანი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, რუსეთიდან – მოსკოვი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა. ეს ქვეყნები წამოიწიოს წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 20 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან სანკტ-პეტერბურგი.

კითხვა: როგორ წარიმართება 1977 წლის 2 ივნისს დაბადებული მამაკაცის და 1975 წლის 5 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა. შესაძლებელია თუ არა მათი დაქორწინება და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?

პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. ივნისში დაბადებულისთვის უკეთესია ურთიერთობა ვერძის, ტყუპების, მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან. კუროსთან კი ცოტა მეტი სირთულე ელის. მათ შორის ხასიათში დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში იზიდავს მისი გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გაითვალისწინოს ორივემ, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის კავშირში, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ ერთმანეთთან ურთიერთობაში და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტები ექნებათ. ასე რომ, თვის მიხედვით, ურთიერთობა არასასურველია, წლის მიხედვით კი – კარგი. ხუთბალიანი სისტემით მათი ურთიერთობა შეიძლება სამიანზე შევაფასოთ. კიდევ ვამბობ, თუ კომპრომისებზე არ წავლენ, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორივემ.


скачать dle 11.3