კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოვიცნოთ მეორე ნახევარში ტელეპათიური კავშირი და როდის ხდება საშიში ოჯახში ერთიანი ენერგეტიკული ველის არარსებობა


ჩვენ გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან გამძაფრებული ტელეპათიის ნიჭითა და უნარით. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი ვალერი ამბობს, ტელეპათიის უნარს ადამიანში ამძაფრებს მისი ბიოველი და სპეციფიკური ენერგიის დონე. მისივე თქმით, ეს უნარი ყველა ადამიანშია ჩადებული და ზოგს მეტად აქვს გამძაფრებული, ზოგშიც კი მიმალულია და არ არის გამორიცხული, დროთა განმავლობაში იჩინოს თავი. ასევე საგულისხმოა, რომ თუ ორ ადამიანს შორის ტელეპათიური უნარის წყალობით შედგა სასიყვარულო კავშირი, ისინი ცხოვრების ბოლომდე ერთმანეთის ერთგულნი იქნებიან. ამიტომ, როგორც ბატონი ვალერი გვირჩევს, მეორე ნახევარი უნდა ავირჩიოთ ქვეცნობიერის დონეზე და არა მისი სტატუსისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

თუ როგორ მოვახერხოთ ქვეცნობიერის კარნახის გაგება, როდის დავუჯეროთ ქვეცნობიერს და გავარკვიოთ, გვაქვს თუ არა საკუთარ რჩეულთან ტელეპათიური კავშირი, ამ თემებთან დაკავშირებით, ბატონი ვალერი ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის.


ვალერი: ტელეპათია ეფუძნება ადამიანის ბიოველისა და ენერგიის სპეციფიკურობას. ემოციურ მდგომარეობაში ადამიანის ტვინი გარკვეული სახით გადასცემს და იღებს ინფორმაციას მანძილის მიუხედავად. სხვათა შორის, მსგავსი თავისებურებებით ჩვენთვის მხოლოდ გრავიტაციული ველია ცნობილი. აღნიშნულ ველებზე ზემოქმედებით შესაძლებელია, სასურველი ემოციური მდგომარეობის გამოწვევა არა მარტო ერთ ადამიანში, არამედ მასებშიც. ამისთვის კი, ჯერ ადამიანების ბიოველის გარღვევაა საჭირო, შემდეგ აუცილებელი ინფორმაციის შეტანა და ტელეპათიური კავშირით უცხო აზრების ადამიანისთვის თავზე მოხვევა. პარანორმალურ მოვლენებში ძალიან მნიშვნელოვანია ბიოინფორმაციული კონტაქტის რაღაც მანძილებზე გადაცემის უნარი. ეს შესაძლოა, განხორციელდეს ტელეპათიით ან ნათელმხილველობით. ეს თვისება ცხოველებსაც ახასიათებთ და ცნობილი ფაქტია, რომ კატები და ძაღლები ხშირად პოულობენ უკვალოდ დაკარგულ ადამიანებსაც კი. რეალურ ცხოვრებაში ტელეპათიური მოვლენები ხშირია.

– რაზეა დამოკიდებული ტელეპათიის ეფექტიანობა და მართლაც არის თუ არა შესაძლებელი, ამ უნარის მქონე ადამიანისგან სხვა ადამიანის აზრების ამოკითხვა?

– გეტყვით რომ, ტელეპათიის ეფექტიანობა დამოკიდებულია ჰელიოფიზიკურ ვითარებაზე. რაც შეეხება აზრების კითხვას, დღესაც არის შემორჩენილი ისეთი ტომები, რომელთაც ეს უნარი გენეტიკურად აქვთ განვითარებული და ტელეპათიის დონეზე სხვისი აზრების კითხვა მათთვის პრობლემა არ არის. სხვათა შორის, წლების წინ მათთან ერთად ცხოვრობდნენ ამერიკელი მეცნიერები და ეზოთერიკოსები და აწარმოებდნენ ამ ამოუცნობ უნარზე დაკვირვებას. გაირკვა, როცა მზის ენერგიის დინება იკლებს დედამიწაზე, იმატებს ადამიანში ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ხარისხი. ისიც აღმოჩნდა, რომ ეს ტომები ცხოვრობენ დედამიწის ინფორმაციულ სივრცეში შესასვლელ ზონაში. ტელეპათიის უნარით დაჯილდოებული ადამიანების გვერდით ცხოვრება მშვიდია, მეორე ადამიანი თავს დაცულად და ჰარმონიულად გრძნობს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა კი ენერგიების დონეზე, ქვეცნობიერად ხდება. ჩემი აზრით კი, ყველაზე მთავარი, სწორედ ეს ველია ურთიერთობების დროს. აგრეთვე ხაზგასასმელი და აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ცოლ-ქმარს შორის არ არსებობს მცირე ტელეპათიური კავშირიც კი, მაშინ ასეთ ოჯახებში ხშირია კამათი, კონფლიქტები, უბედური შემთხვევები და განსაცდელიც კი. როცა ოჯახში ერთიანი ველი არ არსებობს, მეტია წინაღობები და პრობლემები. მაგრამ, თუ ცოლ-ქმარს შორის თუნდაც უმნიშვნელო ტელეპათიური კავშირიც კი მყარდება, მაშინ ისინი ყველა ცხოვრებისეულ დარტყმას უძლებენ. ამიტომ, ვამბობ ხოლმე, როცა შეყვარებულ ადამიანებს და მეუღლეებს შორის ენერგეტიკულად და ტელეპათიურად ჰარმონიული და მშვიდი ურთიერთობაა, ასეთ ურთიერთობას და ოჯახს დანგრევა არ უწერია-მეთქი. ალბათ, ახალი არ არის და ბევრმა კარგად იცის, რომ ნებისმიერი ადამიანის სიტყვას, მოქმედებას და ფიქრსაც კი გარკვეული ენერგეტიკული ვიბრაცია გააჩნია. როცა ერთი შეხედვით მიხვდები, რომ ის ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, მის გარეშე არ გინდა ყოფნა და ცხოვრებაში მისთვის შეგიძლია ყველაფერი გაიღო. აი, ეს არის სწორედ ორ ადამიანს შორის ენერგეტიკის გაცვლა. იცით, როდის ესმით შეყვარებულ ქალსა და მამაკაცს ერთმანეთის უსიტყვოდ?

– არა, არ ვიცი. როდის ესმით?

– როცა მათი ენერგოინფორმაციულ ველთა გაცვლა იმდენად ძლიერია, რომ მათ ფიზიკურ სხეულებს შორისაც კი წარმოიქმნება ერთნაირი ენერგეტიკული გარსი. ამ დროს, ისინი ერთმანეთს, რომ იტყვიან, ნამდვილად, უსიტყვოდ უგებენ.

– და მაინც, როდის მყარდება ორ ადამიანს შორის ნორმალური ენერგეტიკული ურთიერთობა?

– გეტყვით, რომ ნორმალური ენერგეტიკული ურთიერთობა ისეთ ადამიანებში მყარდება, რომლებსაც ერთმანეთისკენ ქვეცნობიერი ექაჩება. ანუ, როგორც იტყვიან, ერთმანეთს გულით არიან მიჯაჭვულნი. ამ არჩევანს თქვენი ქვეცნობიერი აკეთებს და მას წინ ვერ აღვუდგებით. ხშირად მსმენია, იმას როგორ შეხედა, ეს როგორ მოიყვანა ცოლად, ამას როგორ გაჰყვა, – თვალები სად ჰქონდაო. აქ თვალი არაფერ შუაშია, მთავარია ქვეცნობიერის კარნახი. არ გინახავთ, რამდენი ფიზიკურად შეუფერებელი წყვილია თქვენს გარშემო? მაგრამ ისინი მშვიდად, ჰარმონიულად აგრძელებენ ცხოვრებას და არ ანაღვლებთ, რას ამბობენ მათზე. ამ შემთხვევაში, ქალის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოსხივებული ვიბრაცია ემთხვევა მამაკაცის ვიბრაციებს, მათი ცენტრები ჰარმონიულად ვიბრირებენ, დგება მათ შორის შეუმჩნეველი ტელეპათიური კავშირი და ერთმანეთს კარგად ეთავსებიან.

– თუ ეს კავშირი არ არსებობს?

– თუ ორ ადამიანს შორის ცენტრების კავშირი არ არის ჰარმონიული და პირიქით, დამანგრეველია, ეს პირველივე შეხვედრის დროს ვლინდება და თუ ქვეცნობიერს არ შეეწინააღმდეგებით, მაშინ ამაში თავადვე კარგად გაერკვევით. არ გქონიათ სიტუაცია, როცა ხვდებით ვინმეს პაემანზე და მასთან ურთიერთობაში რაღაც არ მოგწონთ? მაგრამ, თვალს ხუჭავთ და არ გინდათ დაინახოთ. ფიქრობთ, ეს მისი დაბნეულობის ან თქვენდამი უზომო სიყვარულის ბრალია და ცდილობთ, მის მოქმედებასა თუ სიტყვებს გამართლება მოუძებნოთ. ამ დროს თქვენ არ ემორჩილებით ქვეცნობიერს. ასე რომ, ენერგეტიკული კონტაქტის და მსუბუქი ტელეპათიური გაცვლა-გამოცვლის გარეშე ოჯახური ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ხშირად ჩვენს ქვეცნობიერს ჩვენივე ლოგიკა ეწინააღმდეგება. ხშირად, ახალგაზრდების ურთიერთობებში მშობლები, მეგობრები, ნათესავები და კოლეგები ერევიან, ტვინს უმღვრევენ, აჯერებენ, რომ ვერ შეძლებენ ბედნიერი ოჯახის შექმნას, ან შესაბამისად, უზრუნველყოფილი არ არის ფინანსურად, ან უმუშევარია, ან უბინაო და ასე შემდეგ, მიზეზებს რა დალევს. ამით აიძულებენ, უარი თქვას თავის ნამდვილ სიყვარულზე, იმაზე, ვის გვერდით თავს, ენერგეტიკულ დონეზე, მშვიდად და დაცულად გრძნობს და დაიწყოს ფიქრი შეძლებულ, რომ იტყვიან, „მსუყე“ მეორე ნახევარზე. ასე შექმნილ ოჯახებში კი, რაიმე ენერგეტიკულ მაჩვენებელზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნია. მაგრამ, გეტყვით იმას, რომ სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სექსუალური მოშლილობებიც კი. მეუღლეების ბიოველი უნდა ავსებდეს ერთმანეთს და არა ფული – ჯიბეს. ვხუმრობ ხოლმე, ახლა ისეთ ასაკში ვარ, ჩემი ტყუილიც კი დაიჯერება-მეთქი (იცინის). ტყუილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მინდა, ყველა ახალგაზრდას მივცე სწორი რჩევა, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ნუ შექმნით ოჯახს რაღაცის გამო. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გარწმუნებთ სიყვარული ოჯახის შექმნის შემდეგ მოდისო. სიმდიდრის გამო ნუ გადადგამთ საკუთარი თავისთვის დამანგრეველ ნაბიჯს და ნუ შექმნით ასე ოჯახს. უმჯობესია, ვისკენაც გული მიგიწევთ, ვისთანაც თავს მშვიდად გრძნობთ და ხშირად ფიქრობთ მასზე, ქვეცნობიერ დონეზე გრძნობთ სიახლოვეს და ჰარმონიას, ის აირჩიოთ ცხოვრების თანამგზავრად და იბრძოლოთ მისთვის. თუ ის ფულიანიც იქნება და ლამაზიც, ამას რა ჯობია (იცინის), მაგრამ, მერწმუნეთ, მთავარი ოჯახში მეუღლეებს შორის ურთიერთობაა, სხვა ყველაფერი დროთა განმავლობაში მოგვარდება.

– ასეთ ჰარმონიულ წყვილს შორის ტელეპათიურ დონეზე, მანძილის გარეშე ხდება აზრებისა და ფიქრების გადაცემა?

– რასაკვირველია. სწორედ ასეთ ჰარმონიულ წყვილებს შორის ისე დიდია ტელეპათიური ნიჭი, რომ ისინი ფიქრის დონეზეც კი საუბრობენ ერთმანეთთან, მანძილის მიუხედავად. ასევე, შესაძლებელია, ამ დროს, შორს წასულ საყვარელ ადამიანს გადასცეთ საკუთარი ენერგია, სითბო და სიყვარული. დააკვირდით საკუთარ მეორე ნახევრებთან ურთიერთობებს და თუ მის გარეშეც კი გრძნობთ სითბოს და სიყვარულს, ესე იგი, თქვენ ტელეპათიური წყვილი ხართ და ენერგეტიკულადაც კარგად ეწყობით ერთმანეთს.


скачать dle 11.3