კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აგინე პოლიციელს!“


ავსტრალიელი სტუდენტი, რომელმაც პოლიციელს „მამაძაღლი“ უწოდა და ბრალად დაედო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის გალანძღვა, მაგისტრატის სასამართლომ გაამართლა. მოსამართლე რობი უილიამსის აზრით, ეს სიტყვა ჩვეულებრივი სალაპარაკო სიტყვაა, ხოლო „საღად მოაზროვნე ადამიანი“, მით უმეტეს – პოლიციელი, რომელიც მიჩვეული უნდა იყოს უფრო უხეშ გამოთქმებს, არ უნდა გაღიზიანდეს ამ სიტყვაზე.

ინციდენტი, რომელმაც სასამართლოში სარჩელის შეტანა გამოიწვია, გასული წლის ნოემბერში მოხდა. პოლიციელმა დაიჭირა 22 წლის სტუდენტი მაშინ, როდესაც ის რკინიგზის სადგურზე შესასვლელს გადაახტა, რათა არ გადაეხადა სამგზავრო ბილეთის საფასური. საპასუხოდ, სტუდენტმა პოლიციელს „მამაძაღლი“ უწოდა, მაგრამ, არა მაშინვე. ამ ყველაფერს წინ ურთიერთშორის საკმაოდ უხეში შელაპარაკება უძღოდა, ხოლო პოლიციელმა, რომელმაც შეურაცხყოფა ვერ მოითმინა, განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებოდნენ.

ახალგაზრდამ სასამართლოს სხდომის დამთავრების შემდეგ განმარტა, რომ არ აღიქვამდა მის მიერ ნათქვამ სიტყვას, როგორც შეურაცხმყოფელს და არ ეგონა, ეს ისტორია სასამართლოში თუ გაგრძელდებოდა. თან დაამატა, რომ კმაყოფილია, რომ მთელი ეს ამბავი უკან დარჩა.

ავსტრალიის პოლიციელთა კავშირი ფრიად უკმაყოფილოა მოსამართლის მიერ გამოტანილი ვერდიქტით. კავშირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ არ დააკმაყოფილებს სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც შესაძლებელია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შეურაცხყოფა მსგავსი გამონათქვამებით. გამოდის, რომ პოლიციელები მეორე ხარისხის ადამიანებად მიაჩნიათ და გაბრაზებულმა დაამატა, როგორი იქნებოდა სასამართლოს ვერდიქტი, თუ ამავე სიტყვით თვით მოსამართლეს გალანძღავდნენ.

შეურაცხყოფილმა პოლიციელმა გადაწყვიტა, არ შეეტანა აპელაცია, ხოლო სკანდალი საზოგადოებრივ დისკუსიაში გადაიზარდა და სასამართლოს დარბაზიდან გაზეთებისა და ჟურნალების ფურცლებზე გადაინაცვლა. „აგინე პოლიციელს“! – ყველა მათგანისთვის მუდმივი რუბრიკა გახდა.


скачать dle 11.3