კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ დაკარგეს ცხინვალში მცხოვრებმა შვილებმა თბილისელი მამა და სად ეძებენ მას


23 წლის ნათია ჯიმშერის ასული ჩოხელი ეძებს 57 წლის ჯიმშერ არჩილის ძე ჩოხელს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე დარეგისტრირებულია 2010 წლის 20 იანვრიდან. ცხინვალში მცხოვრები შვილები ეძებენ მშობელ მამას თბილისში და, სავარაუდოდ, საფრანგეთში. ძალიან ვთხოვთ, ჩვენი რუბრიკის მკითხველს, დააკვირდეს ფოტოს და თუკი ვინმემ იცის მისი ადგილსამყოფელი, აუცილებლად გამოგვეხმაურეთ. ნათიამ ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა და მამის აქტიურად მოძებნა, ამიტომ ჟურნალ „თბილისელების“ რუბრიკა, „დაკარგულები“ ეცდება, დახმარება გაუწიოს და აპოვნინოს შვილებს მამა.

ისტორია: ვეძებ მამას, 1953 წელს დაბადებულ ჯიმშერ არჩილის ძე ჩოხელს. მამაჩემის შესახებ 1998 წლის შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. დღემდე გაურკვეველია ჩვენთვის, რატომ გაწყდა მამასთან კონტაქტი. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი. მე და ჩემი და დედასთან ერთად ცხინვალში ვცხოვრობთ და ცნობილი პოლიტიკური არეულობის გამო თბილისში ვერ ჩამოვდივართ, რომ მამა, უფრო აქტიურად მოვძებნოთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მამის პოვნაში. ბოლოს, მის შესახებ გავიგეთ, რომ ის თავის მეუღლესთან – მანანა ტრაპაიძესთან ერთად, საფრანგეთში წავიდა. დღემდე გვიკვირს, რატომ არ გაგვაფრთხილა ამის შესახებ ჩვენ.

– ნათია, მოგვიყევით, როგორ დაკარგეთ მამა და რატომ ფიქრობთ, რომ ის შეიძლება, საფრანგეთშიც კი იყოს?

– ჩვენი მშობლები დიდი ხანია, რაც გაცილებულები არიან და ერთად არ ცხოვრობენ. მე და ჩემი და დედასთან ერთად ცხინვალში ვცხოვრობთ, მამა კი თბილისშია. 1998 წლამდე ჩვენ გვქონდა მამასთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მას თავისი ოჯახი აქვს, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ და შეგვიყვარდა. მასაც ძალიან ვუყვარდით, მაგრამ 12 წელია, მის შესახებ არაფერი ვიცით. ერთადერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ის, თავის მეუღლესთან ერთად, საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად. თუმცა, დაზუსტებით რომ ვიცოდეთ, მაშინ იქ დავუწყებდით ძებნას. სწორედ ამ მიზნით განვათავსეთ ჩვენი ისტორია „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ ჩანს.

– როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ მამათქვენს განგებ არ გაემხილა თქვენთვის თავისი მისამართი?

– ამის წარმოდგენა გვიჭირს, რადგან მამას ჩვენ ვუყვარდით და ამას არ იზამდა. ჩვენ მისგან არაფერს ვითხოვდით. გვესმის, რომ მამას თავისი ცხოვრება აქვს და დედასთან უკვე დიდი ხანია, რაც გაყრილია. გაგვაკვირვა, მისი უეცარი წასვლის ამბავმა. სამხრეთ ოსეთში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო მამის მოძებნას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვახერხებთ. ძალიან გვინდა, მისი მოძებნა და თუ შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ.

– თქვენ გარდა თუ ჰყავს მამათქვენს შვილები?

– ჩვენ გარდა მას შვილები არ ჰყავს. ამიტომაც გაგვაკვირვა მისმა საქციელმა. არასდროს არ გვქონია მამასთან რაიმე გაუგებრობა. მას, ჩვეულებრივ, თავისი ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვკითხულობდა, ყოველთვის ვახსოვდით. დღემდე არ გვესმის, რას შეიძლება იძულებული გაეხადა, ასე რომ მოქცეულიყო. ძალიან გვინდა, მისი პოვნა და მადლიერები ვიქნებით, თუკი დაგვეხმარებით. მართალია, მამასთან ერთად დიდხანს არ გვიცხოვრია და შეიძლება ითქვას, გასაკვირიც კია, ასე რომ გვტკივა მის წასვლაზე გული. მაგრამ, ის ხომ მამაჩვენია და ბუნებრივია, გვაინტერესებს – როგორ არის, ან რა ხდება მის ცხოვრებაში ახალი და კარგი. თუკი მართლა საფრანგეთში წავიდა, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ხნით იქნება იქ, ან აპირებს თუ არა ჩამოსვლას.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3