კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

როგორ დასრულდა დონეცკში გაჩაღებული რომანი და ვინ ჩააბარა საკუთარი შვილიშვილი ბავშვთა სახლში


32 წლის ტატიანა გენადის ასული შულგინა ეძებს 74 წლის ლიპარიტ (ბორის) სარქისის ძე სეროპიანს.

ჟურნალისტის შენიშვნა: რუბრიკა „დაკარგულებით“, ორი თვის განმავლობაში ნაპოვნია ბევრი ადამიანი. 12 აპრილის „თბილისელების“ ნომერში დაბეჭდილი იყო სტატია – 53 წლის ვიქტორ ვასილის ძე სმალცერი ეძებდა თავის ჯარის მეგობარს, 52 წლის თამაზ ალექსანდრეს ძე ქეთიშვილს. 19 აპრილის ჟურნალ „თბილისელებში“ დაიბეჭდა სტატია, რომლითაც ბერლინში მცხოვრები ნინა შალვას ასული ხოტენაშვილი ეძებდა თავის შვილს, მაგრამ ნინას 1993 წლიდან დაკარგული ჰქონდა კონტაქტი თავის ძმასთან, ელგუჯა შალვას ძე ცოტენაშვილთან. ამ სტატიის შედეგად ნახევარდას და ძმას შორის კონტაქტი აღდგენილია. 29 მარტის „თბილისელების“ ნომერში იძებნებოდა ალიკ ბერია, რომელსაც ეძებდა საბერძნეთში მცხოვრები მეგობარი. ალიკს ეძებდნენ სოხუმში, ხოლო ნაპოვნია ოდესაში. 3 მაისის „თბილისელების“ ნომერში სოფიო გივის ასული ხაზარენკოვა ეძებდა 64 წლის გივი კვირკველიას და 39 წლის დეიდაშვილებს – ალეკოსა და ანჟელა ხომერიკებს, ისინიც დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს, დაახლოებით 74 წლის ლიპარიტ (ბორის) სარქისის ძე სეროპიანს. როდესაც ბებიაჩემმა ბაბუა გაიცნო, მას უკვე ჰქონდა ოჯახი. ამიტომაც ისე მოხდა, რომ ბაბუა თბილისში, თავის ოჯახში დაბრუნდა, ბებია კი იქ დარჩა. 1959 წელს დაიბადა დედაჩემი – რიტა. ბებიას მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, რომ დედა მათ სახლში გაზრდილიყო და ბავშვთა სახლში გაამწესეს. წლების შემდეგ ბებიამ იპოვა დედა და მოუყვა მას მისი ბიოლოგიური მამის შესახებ. წლების წინ მოხდა ეს ამბავი, მაგრამ მე ძალიან მინდა, ბაბუას პოვნა. ჩემთვის ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან დონეცკში ვცხოვრობ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში თქვენ დამეხმარებით. სამწუხაროდ, მისი ფოტო არ გვაქვს. ძალიან გთხოვთ, არც ჩვენი ფოტო გამოაქვეყნოთ, რადგან ბაბუას პოვნის შემთხვევაში, მინდა, მანაც პირველად მნახოს, ისევე, როგორც მე მას ვნახავ პირველად.

– როგორ დაკარგეს თქვენმა წინაპრებმა ერთმანეთი და ვინ „გაამწესა“ დედათქვენი ბავშვთა სახლში? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– ეს ისტორია დაახლოებით, 1957-1958 წლებში მოხდა. ბებიაჩემი ვალენტინა გურიანის ასული დოროფეევა (დაბადების თარიღი – 1942 წლის 27 აპრილი) მაშინ 16 წლის იყო. სწორედ ამ ასაკში გაიცნო მან ბაბუაჩემი და უზომოდ შეუყვარდა. ბაბუას, თურმე, იმ დროისთვის თავისი ოჯახი ჰქონდა თბილისში. ამის შესახებ ბებიამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგო. დონეცკში მოხდა მათი პირველი შეხვედრა. ბებიამ და ბაბუამ ბინაც კი იქირავეს რუდჩენკოს ქუჩაზე, სადაც რაღაც პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. შემდეგ მათ ურთიერთობაში რაღაც ბზარი გაჩნდა, რის გამოც ბაბუა კვლავ თბილისში, თავის ოჯახში დაბრუნდა. მის მეუღლეს ლეილა ერქვა და რამდენადაც ვიცი, მან იცოდა ბაბუას სიყვარულის შესახებ. ანუ, მან იცოდა, რომ დონეცკში მისი მეუღლე საყვარელთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკან დაბრუნებული ქმარი მაინც მიიღო. ბებიაჩემი კი ორსულად დარჩა და 1959 წელს გაუჩნდა გოგონა, რიტა, ანუ დედაჩემი. როდესაც ლიპარიტმა გაიგო ბავშვის გაჩენის შესახებ, ის დაბრუნდა დონეცკში და დედა და ბებია წამოიყვანა საქართველოში, თბილისში. მაგრამ, ბებია ვალიამ ვერ გაძლო სამშობლოსგან შორს და ბავშვის გარეშე გაიპარა სახლში. დედაჩემი ბებიამ მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ წამოიყვანა კვლავ დონეცკში, მაგრამ მისმა მშობლებმა არასრულწლოვან შვილს არ აპატიეს ბავშვის გაჩენა და რიტა ბავშვთა სახლში გაამწესეს.

– ანუ, ბაბუათქვენი წინააღმდეგი არ ყოფილა და შვილზე უარი არ უთქვამს. გამოდის, ბებიას მშობლების ბრალი იყო ბავშვის ბავშვთა სახლში „გამწესება“. საიდან გაიგო დედათქვენმა თავისი ისტორია?

– რამდენიმე წლის შემდეგ ბებიამ იპოვა წლების წინ ბავშვთა სახლში ჩაბარებული თავისი შვილი, ანუ დედაჩემი. მან გაიგო, რა გვარზე იყო დედა და მრავალი ცდის შემდეგ, მაინც მიაგნო შვილს. სწორედ მისგან შეიტყო დედაჩემმა თავისი ნამდვილი ისტორია. ამჟამად დედაჩემი უკვე 51 წლისაა. მაგრამ, მას ძალიან უნდა მამის პოვნა, რომელიც, ბუნებრივია, მას არც კი ახსოვს (თბილისში ყოფნის დროს ის ხომ ჯერ კიდევ თოთო ბავშვი იყო). მას შემდეგ, რაც ეს ისტორია გავიგე, მეც მოსვენება დავკარგე, ძალიან მინდა, ბაბუაჩემის პოვნა. როგორც გითხარით, მას შვილზე უარი არ უთქვამს და ჩამოსულიც კი იყო დონეცკში, რათა რიტა თავისთან წამოეყვანა. როდესაც გაიგო, რომ ბავშვი გაშვილებულია, ბებიასთან კონტაქტი გაწყვიტა. ასე დაკარგეს ერთმანეთი ჩემმა წინაპრებმა და ასე დაკარგა შვილმა მშობელი მამა. მე კარგად მესმის, რომ ჩემი ისტორია ცხოვრებისეულია და ათასი ისტორიაა მსგავსი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ის და არ დამტოვოთ უყურადღებოდ. დედაჩემს ისედაც რთული ცხოვრება ხვდა წილად და ძალიან მინდა, ნატვრა ავუსრულო და მშობელი მამა ვაპოვნინო.

– როგორ ფიქრობთ, ლიპარიტის ოჯახის წევრებმა თუ იციან თქვენს შესახებ, ან რა რეაქცია ექნებათ ამასთან დაკავშირებით?

– ბებიაჩემისგან როგორც ვიცი, მათ იცოდნენ ეს ისტორია. ვალია თბილისშიც კი ცხოვრობდა ლიპარიტის ოჯახში. როგორც ჩანს, მათ გულისხმიერად მიუღიათ ის და გაითვალისწინეს, რომ არასრულწლოვანი იყო და არც ერთი ადამიანი არ არის დაზღვეული ცხოვრებისეული შეცდომებისგან. ბებია კი მართლაც არასრულწლოვანი იყო და ამიტომ გადახდა თავს ასეთი ამბავი. მეც და დედაჩემმაც დიდი ხანია, რაც ბებიას ყველაფერი ვაპატიეთ. ამჟამად ყველას ერთად გვსურს ლიპარიტის მოძებნა, მაგრამ დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე, ამას ვერ შევძლებთ.

– ახსოვს თუ არა ბებიას ლიპარიტის მაშინდელი მისამართი და თუ გიცდიათ იმ მისამართზე წერილის გაგზავნა?

– ბებიაჩემი დარწმუნებულია, რომ ლიპარიტი ამჟამადაც თბილისში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი შვილების სახელები მან არ იცის. მხოლოდ მისი მეუღლის სახელი ახსოვს. იმ ქალს ლეილა ჰქვია, ბაბუას უცხოვრია თბილისში, ახპადსკის ქუჩაზე ¹9 (ბებია ქუჩის სახელწოდების სიზუსტეში დარწმუნებული არ არის. მას შემდეგ იმდენი წელია გასული, ბუნებრივია, შეიძლება ქუჩის სახელწოდებაც კი შეიცვალა, ან საერთოდ სწორადაც არ ახსოვს).

– ბაბუას პოვნის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, შეხვდებით ერთმანეთს, ან მას თუ ექნება თქვენი გაცნობის სურვილი?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ბაბუას ახსოვს თავისი შვილი და რიტას ნახვის სურვილიც ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ დროს ხომ დონეცკშიც არ ჩამოვიდოდა. ვფიქრობ, ჩვენი გამოჩენით მას ოჯახური იდილია არ დაერღვევა. ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუკი მას ვიპოვით. შესაძლებლობა თუ ხელს შეგვიწყობს, თბილისშიც ჩამოვიდოდით და პირადად გავიცნობდით მას.


скачать dle 11.3