კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დუბაიში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი იხსნება


27 ივნისს დუბაიში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი „ალ მაქტუმი“ იხსნება, თუმცა პირველ ეტაპზე ის მხოლოდ სატვირთო ავიაციას მოემსახურება. დუბაის ახალი აეროპორტი მგზავრებს 2011 წლის მარტიდან მიიღებს. არაბეთის გაერთიანებული საამიროების მმართველი დინასტიის სახელობის აეროპორტი, მგზავრთა მისაღები 3 ახალი ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, მსოფლიოში უმსხვილესი აეროპორტი გახდება. მას 6 ასაფრენი ზოლი ექნება და მისი ფართობი 140 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება. აეროპორტი „ალ მაქტუმი“ წელიწადში 120 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. აეროპორტში 16 სატვირთო ტერმინალი იქნება განლაგებული, რომლის საშუალებითაც წლიურად 12-14 მილიონი ტონა ტვირთის დამუშავება იქნება შესაძლებელი. „ალ მაქტუმი“ დუბაის ჯებელ-ალის რაიონში არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან 40 კილომეტრში ააშენეს. ჯებელ-ალის მიდამოებში თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი საზღვაო პორტია განთავსებული. აეროპორტი „ალ მაქტუმი“ უმსხვილესი კომპლექსის, „დუბაი უორლდ სენტრალის“ შემადგენელი ნაწილი გახდება. ეს კომპლექსი დუბაის ქალაქი-თანამგზავრი იქნება. პროექტის შემქმნელთა გეგმის თანახმად, რომლის განხორციელებაც 33 მილიარდი დოლარი ჯდება, ამ ქალაქ-თანამგზავრში 750 ათას ადამიანამდე იცხოვრებს და იმუშავებს.


скачать dle 11.3