კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებს ვასიკო ოდიშვილი საკუთარი ხელით და რატომ ვერ ფლანგავს ის ფულს


ვასიკო ოდიშვილი: საყოფაცხოვრებო პრობლემები ოჯახში მეტ-ნაკლებად მეხება, ანუ, ხან მეხება, ხან – არა. თუ გინდა, ასე ვიტყვი: ზოგჯერ მეხება, ზოგჯერ არა. საკუთარი ხელით ბევრი რამის გაკეთება და შეკეთება მეხერხება.

– ანუ, ხელმარჯვე ხართ.

– შეიძლება, ასეც ვთქვათ. მაგალითად, შემიძლია შევაკეთო გაყვანილობა. თუ ონკანი წვეთავს, მაგასაც გავაკეთებ. ასევე, შემიძლია, ავაწყო მანქანა, დიახ, ავტომობილზე მოგახსენებთ.

– „ელიავას“ ბაზრობის ხშირი სტუმარიც იქნებით.

– დიახ. უფრო სწორად, ვიყავი. ეს მაშინ იყო, როცა ავტომობილის ნაწილები მჭირდებოდა ხშირად. მაშინ მყავდა მანქანა, ძველი „ბეემვე“, რომელსაც საკუთარი ხელით ვაწყობდი და გადავაწყობდი ხოლმე, წელიწად-ნახევარი დამჭირდა.

– კარგად გამოგდიოდათ ეგ საქმე?

– გადასარევად. დადიოდა და თავის დანიშნულებას ასრულებდა. ნიჭიერი ვარ?! – ეს უკვე აღარ ვიცი. საერთოდ ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს ნიჭიერება. უფრო მგონია, რომ, შეიძლება, რაღაც გამოგდიოდეს ან არ გამოგდიოდეს.

– თუ კაცი ამბობს, რომ მას საკუთარი ხელით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის ზარმაცია თუ მატყუარა?

– ხანდახან ეს მართლაც სიზარმაცეა, თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ მართლა არ შეეძლოს კაცს ხელოსნობა. ნამდვილად არიან ასეთი ადამიანები და მათ უნიჭოებსაც ვერაფრით დავარქმევ. იმიტომაც არსებობენ ხელოსნები, რომ ასეთ დროს დაუძახო და მოიყვანო. თუ არ გეხერხება, აბა, რა უნდა ქნა?! შეიძლება, მეზობელიც შეაწუხო, რომელსაც უფრო ესმის ეს საქმე. რა მოხდა მერე? ყველა ყველაფრის მცოდნე ხომ ვერ იქნება.

– შეგიძლიათ თუ არა კარგად ივაჭროთ?

– პროდუქტის არჩევა კარგად ვიცი. შევაჭრება კი საერთოდ არ მჭირდება, რადგან მცნობენ და მიკლებენ ხოლმე. რაღაცეებს მჩუქნიან კიდეც.

– მანქანას ხომ არ გთხოვენ?

– მანქანას მე არ ვაძლევ ადამიანებს, თვითონ იგებენ. ძალიან მიხარია, რომ თანამონაწილე ვარ მათი სიხარულის.

– ალბათ, მაღარიჩზეც გპატიჟებენ.

– როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, არც ერთხელ არ მომხდარა მსგავსი რამ, არც მითხოვია არასდროს არაფერი, მაგრამ, საქართველოსთვის ცოტა უცნაური ფაქტი ხდება – ნამდვილად არ მეპატიჟებიან მაღარიჩზე. შეიძლება, არ იხდიან. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ.

– საყიდლებზე წასულს, გჭირდებათ თუ არა შესაძენი პროდუქტების სია?

– აიცილებლად. ხან მეუღლე ჩამოწერს ხოლმე, ხან მე თვითონ ვაკეთებ ამას, რომ არაფერი დამავიწყდეს. კარგი სიით სიარული უფრო კომფორტულია.

– სამზარეულოში როგორ გაქვთ საქმე?

– გადასარევად – საერთოდ არ შევდივარ. მე მიყვარს, როცა მომართმევენ ხოლმე საკვებს. ამიტომ, საკუთარი ხელით არაფერს ვამზადებ. არ მაქვს ამისი გაჭირვება. ისე, თუ მარტო დავრჩი და არ მყავს ის, ვინც მომართმევს, არ გავუჭირვებ საკუთარ თავს და არ მოვკვდები შიმშილით, მოვახერხებ რაღაცის მომზადებას.

– მაგალითად, ჩახოხბილს მოიმზადებთ?

– რატომაც არა, თუ საჭირო იქნება მოვამზადებ. კიდევ სხვა რამესაც მოვამზადებ, ოღონდ, მართლა უნდა იყოს ამისი აუცილებლობა.

– „პახმელიას“ რითი ვუშველოთ?

– ძილით. არის სხვა საშუალებებიც, მაგრამ, ვინც იმ საშუალებებს მიმართავს, უფრო ხშირად ისევ „შედის“ და მერე ისევ „გამოსასვლელი“ ხდება. ზოგიც საერთოდ ვეღარ გამოდის „პახმელიიდან“, ასეთი პახმელიაც არსებობს. მე მაინც ძილს გირჩევთ, ყველაზე კარგი და საიმედო საშუალებაა.

– არის თუ არა ვასიკო ოდიშვილი მფლანგველი?

– კარგად რომ გაფლანგო, ბევრი ფული უნდა გქონდეს. მე არ მაქვს ბევრი ფული, მაგრამ საჩუქრების კეთება მიყვარს ძალიან და ფული სისულელეშიც გადამიხდია. თუ ეს მფლანგველობაში ჩამეთვლება, მაშინ ვყოფილვარ მფლანგველი. საკუთარი სიამოვნებისთვის ნაკლებად დამიხარჯავს. ერთადერთი, მეგობრებთან ერთად თუ წავალ სადმე საქეიფოდ. ტანსაცმელი, პარფიუმერია და პირადი ფუფუნების საგნები ჩემი სისუსტე არ არის.

– „ცხელი ხაზით“ თუ გისარგებლიათ?

– „ცხელი ხაზი“ იმიტომ არსებობს, რომ ისარგებლო. დამირეკავს „თელასის“ და წყალკანალის „ცხელ ხაზზე“. უწყლობა ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტია. გამირკვევია დაზიანების მიზეზი, რატომაც არა?! თუმცა, ძალიან აქტიურიც არ ვარ ამ მხრივ.

– მოწესრიგებული ადამიანი ხართ?

– არა. არ ვარ მოწესრიგებული. პირიქით, ჩემი ნივთები თითქმის ყველგან ყრია, მაგრამ, კარგად ყრია და, მირჩევნია, არავინ დაალაგოს. იმიტომ რომ, მე ვიცი, რა სად ყრია. საყვედურებს კი ვიღებ ამის გამო, მაგრამ მაინც არ ვეპუები.


скачать dle 11.3