კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უმცირებს მილანი რონალდინიოს ხელფასს ორი მილიონი ევროთი


ეს საქართველოშია ინტერვიუებში ნათქვამ სიტყვებზე პასუხს არავინ არავის რომ არ სთხოვს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ავიწყდებათ ხოლმე, თორემ უცხოეთში თითოეულ სიტყვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და პასუხსაც ითხოვენ. არცთუ იშვიათად ყოფილა, რომ ინტერვიუში ნათქვამის გამო, სპორტსმენთა კარიერა არეულა და ჩვენც ყველაზე საინტერესო ფაქტებზე მოგითხრობთ.

ყველაზე ახალი გასულ კვირას მოხდა. ლონდონის „არსენალის“ რუსმა ლეგიონერმა ანდრეი არშავინმა ინტერვიუ მშობლიურ პრესას მისცა.

„თუ ოდესმე „ბარსელონას“ მაისურს მოვირგებ და იქ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ვითამაშებ, ეს ჩემი კარიერის გვირგვინი იქნება. არც ერთი გუნდი არ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც „ბარსა“ და მგონია, რომ „გვარდიოლას“ შეგირდები სხვა პლანეტასა და სამყაროში არიან. როცა ლიგაზე „ბარსელონას“ შევხვდით, მივხვდი, რა უსუსურები ვიყავით. ასეთი რამ კი მოედანზე არასდროს და არავისთან მიგრძნია. დარწმუნებული ვარ, მათთან თამაშის დროს, სხვა კლუბების ფეხბურთელებსაც ანალოგიური განცდა აქვთ“, – განაცხადა არშავინმა.

ამ ინტერვიუს შემდეგ „არსენალის“ გულშემატკივრებმა რუსი ფეხბურთელის სახლთან აქცია გამართეს და მთელი ხმით უყვიროდნენ, წაეთრიე გუნდიდანო და უკვე ლონდონელთა თავკაცმა, არსენ ვენგერმაც თქვა, გული მწყდება, მაგრამ არშავინს წასვლა მოუწევსო.

პრესაში ტლიკინს გადაჰყვა მძლეოსნობის დედოფლად წოდებული მარიონ ჯონსი. რამდენიმე წლის წინ იგი დოპინგზე ჩავარდა, მაგრამ გაასაჩივრა, მერე კი სასამართლოს წინაშე წარდგა და დაიფიცა, რომ აკრძალულ პრეპარატებს არ იღებდა. სასამართლომ დაუჯერა, მაგრამ ორი წლის წინ მარიონმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ იცრუა და სინამდვილეში დოპინგს იღებდა. იგი სასამართლოში ისევ დაიბარეს, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ნახევარი წლით ციხეში გამოამწყვდიეს და ამასთან ერთად, ყველა მოპოვებული ჯილდო, მათ შორის ოლიმპიური მედალიც, ჩამოართვეს.

ორი კვირის წინანდელი ინტერვიუს გამო გვარიან შარშია გახვეული „მილანის“ ვარსკვლავი რონალდინიოც. ბრაზილიელ ფეხბურთელს წლევანდელი სეზონი ჩაუვარდა და იტალიურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ სეზონის ბოლოს მას გუნდიდან გაუშვებდნენ. რონალდინიომ მოვლენებს დაასწრო და განაცხადა, მზად ვარ, „მილანში“ დავრჩე, თუნდაც ხელფასის შემცირების ხარჯზეო. შედეგად, კლუბის ხელმძღვანელობამ მას შემცირებული ხელფასი უკვე შესთავაზა და რონალდინიოც იძულებულია, ახალი კლუბი მოძებნოს. თუ არა და ერთი მესამედით ნაკლებ ანაზღაურებაზე მოუწევს დათანხმება. ეს კი წლიურად ორ მილიონ ევროზე მეტია.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მცველს, მსოფლიოს ჩემპიონ ბიქსენტ ლიზარაზუს კი საგაზეთო ინტერვიუ კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მან განაცხადა, რომ წარმოშობით ბასკია და თავისი ძირძველი სამშობლო მუდამ ახსოვს. ამას კი ის მოჰყვა, რომ ლიზარაზუს ბასკური ტერიტორიული ორგანიზაცია „ეტას“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, თუ არ დაგვაფინანსებ, ერთ ტერაქტს შენს ოჯახსაც მოვუწყობთო. ფეხბურთელმა დაფინანსებაზე უარი თქვა. ეს ამბავი გაახმაურა და პირადი მცველების გარდა, დღემდე მას სახელმწიფოს დაცვის სამსახურიც დაჰყვება.

მარია შარაპოვაზე რუსი ჟურნალისტები აქტიურად წერდნენ, რომ როცა ის 15 წლის იყო, ურთიერთობა 50 წელს გადაცილებულ „ბიძასთან“ ჰქონდა, რომ მას მაშა დაეფინანსებინა და გოგონას საჩოგბურთო აკადემიაში ესწავლაო. თავიდან შარაპოვა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ მერე წამოსცდა, რომ სექსი პირველად 15 წლის ასაკში ჰქონდა და ის პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე კოშმარულად ახსოვს. ამით მან, მოარული ხმები არა პირდაპირ, მაგრამ დიდი ალბათობით დაადასტურა.

საგაზეთო ინტერვიუ გახდა რობერტო კარლოსის ოჯახის დანგრევის მიზეზი. როცა კარლოსი „რეალში“ თამაშობდა რონალდოს დაბადების დღეზე მივიდა. ორი თვის შემდეგ კი გამოტყდა, რომ მისმა თანაგუნდელმა ყველაზე პრესტიჟული საროსკიპოდან ოცი ლამაზმანი დაპატიჟა და მათთან ერთად ფეხბურთელები კარგად გაერთნენ. კარლოსის ცოლმა ეს ვერ აიტანა, ბარგი ჩაალაგა და სამშობლოში გაემგზავრა. თუმცა, რობერტოს დიდად არ უნაღვლია, ორ თვეში კოლუმბიელი მოდელი „შეაბა“ და დღემდე მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

რუუდ ვან ნისტელროი ალექს ფერგიუსონმა ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მოიძულა. ფეხბურთელმა მწვრთნელი ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შოტლანდიელი არცთუ იშვიათად, შეგირდებს ნამდვილი დესპოტივით ექცევა და საკუთარი დანაშაულის გადაფარვას ხშირად ყვირილით და გინებით ცდილობსო. ამას ის მოჰყვა, რომ ვან ნისტელროი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელიდან სათადარიგოდ იქცა, სეზონის ბოლოს კი ფერგიუსონმა იგი საერთოდ გაყიდა.

სხვათა შორის, ბევრს ეგონა, რომ რამდენიმე თვის წინ ალიონა სერედოვას ინტერვიუ კიდევ ერთი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდებოდა. სერედოვა ტურინის „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის ცოლია და პრესაში აღიარა, რომ ჯიჯის სექსუალურ მამაკაცად სულაც არ მიიჩნევს და რამდენიმე მისი თანაგუნდელი ბევრად სექსუალურია. ბუფონს ჟურნალისტებმა მაშინვე მიაკითხეს, მაგრამ იგი ყველაფერს მშვიდად შეხვდა და ცოლს გემოვნება შეუქო. ცნობისთვის, ბუფონამდე სერედოვას ფეხბურთელების ყურადღება არ აკლდა და მათ შორის ორი – ფილიპო ინძაგი და კრისტიან ვიერი ბუფონის უახლოეს მეგობრებად დღემდე ითვლებიან.


скачать dle 11.3