კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: რა ფერის თმა იქნება მოდაში ზაფხულის სეზონზე?

პასუხი: წელს ზაფხულის სეზონზე გამოკვეთილად მოდური არ არის რომელიმე ერთი ფერის თმა. აქედან გამომდინარე, არჩევანი დიდი გაქვთ: მუქი, გაჯერებული ფერიდან – მელირებამდე. ოღონდ, უნდა დაიცვათ ერთი მთავარი პირობა: ფერი უნდა იყოს ბუნებრივი და თმას ჯანსაღი ბზინვარება უნდა დაჰკრავდეს.

კითხვა: თმას ვიღებავ ფერფლისფრად, მაგრამ ორი-სამი დაბანის შემდეგ საღებავი გადამდის. როგორ უნდა მოვიქცე, რომ ეს არ მოხდეს?

პასუხი: თმაზე ფერის უფრო ხანგრძლივად შესანარჩუნებლად საჭიროა, დაიბანოთ შეღებილი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით და გადაივლოთ ძმარი. ასევე, შედეგს იძლევა სპეციალურფერიანი შამპუნი, უბრალოდ, უნდა შეარჩიოთ თქვენი თმის შესაფერისი შეფერილობა.

კითხვა: როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო, რომ სხივიანი გამოხედვა მქონდეს და თვალებიც და ტუჩებიც ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს?

პასუხი: თვალებს სხივიანი გამოხედვა რომ მიეცეს, პირველ ყოვლისა ფანქრით ქვედა ქუთუთოს წამწამების შიდა მხრიდან გაივლეთ თხელი კონტური;

თუ წამწამებს სპეციალური ხელსაწყოთი აიპრეხთ და ტუშს მერე წაისვამთ, ვიზუალურად გაიზრდება თვალის მოცულობა;

ტუჩების ვიზუალურად გასადიდებლად გამოიყენეთ სპეციალური ბალზამი, რომელიც, ამასთანავე, კვებავს ტუჩის კანს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მასზე გადასმული ტუჩის საცხი დიდხანს ძლებს;

თუ არ გსურთ, რომ თქვენი თვალების სხივოსნობა და ტუჩების ვნებიანობა დაიჩრდილოს, ნუ გადატვირთავთ სახის კანს ტონალური კრემის სქელი ფენით და რუჟიც მსუბუქად გადაისვით, რომ მთლიანი მაკიაჟი მაქსიმალურად ახლოს იყოს ბუნებრივთან;

და კიდევ ერთი რჩევა: თქვენი სახის მომხიბვლელობა რომ არ გაუფერულდეს, არ დაგავიწყდეთ, მიხედოთ ხელებსაც.

კითხვა: აქამდე მეგონა, რომ ნებისმიერი ტიპის ფრჩხილის მოსაქლიბად ნებისმიერი ქლიბი გამოდგებოდა, მაგრამ, გავიგე, რომ ქლიბიც ფრჩხილების კატეგორიის მიხედვით უნდა შევარჩიო, მაგრამ როგორ – არ ვიცი. გთხოვთ, მასწავლოთ.

პასუხი: ქლიბის სიმკვრივის საზომია გრიტი: რაც უფრო მაღალია გრიტის ციფრი, მით უფრო რბილად მუშაობს ქლიბის ზედაპირი.

ბუნებრივ (არა ხელოვნური) მაგარ ფრჩხილებს დასჭირდება 200-240 გრიტის მქონე ქლიბი, უფრო სუსტი და თხელი ფრჩხილებისთვის – 180-200-გრიტიანი. 180-ზე ნაკლები გრიტის ქლიბები გამოიყენება ხელოვნური ფრჩხილებისთვის, 240 გრიტის ზემოთ – ფრჩხილის დაბოლოების საბოლოოდ დასამუშავებლად და გასაპრიალებლად, 100-გრიტიანი ქლიბი კი – ფრჩხილების პალირებისთვის. არსებობს ორ, სამ და ოთხზედაპირიანი ქლიბი და ყოველი ზედაპირი სხვადასხვა მანიპულაციის ჩასატარებლად არის განკუთვნილი. ზოგადად, ქლიბებს შორის საუკეთესოა მინისა და ალმასის ნამცეცებით დაფარულზედაპირიანი ქლიბი, ოღონდ ის ცოტა უფრო ძვირი ღირს სხვებთან შედარებით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, გამოიყენოს ტონალური კრემი 15 წლის მოზარდმა?

პასუხი: ამ ასაკში დასაშვებია მხოლოდ იმ ტონალური კრემის წასმა, რომელსაც სამკურნალო და ანტისეპტიკური ეფექტი გააჩნია, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ კანზე სერიოზული პრობლემები გაქვთ. საერთოდ კი, ამ ასაკში უმჯობესია, ისარგებლოთ ფანქარ-კორექტორით.

კითხვა: ჯერ 30 წლისაც არ ვარ, მაგრამ ლამის ყოველდღიურად მემატება ჭაღარა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ხშირ შემთხვევაში, ნაადრევი ჭაღარა გენეტიკის ბრალია, მაგრამ არცთუ იშვიათად, ეს გამოწვეულია ღვიძლის ან თირკმელების ამა თუ იმ დაავადებით, ორგანიზმში თუთიის ნაკლებობით. უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემთ ტრიქოლოგი თქვენი თმის ღერის სპექტრალური ანალიზის შემდეგ.

კითხვა: ყველამ იცის, რომ ქალის ასაკს ხელების გარდა, ყველაზე მეტად ყელი და დეკოლტე გასცემს. როგორ უნდა გავიკეთო მასაჟი სახლის პირობებში, რომ შევინარჩუნო კანის სიმკვრივე და ელასტიკურობა?

პასუხი: საერთოდ, უმჯობესია, მასაჟი სხვას გააკეთებინოთ, თუნდაც ოჯახის წევრს, რადგან ძალიან ძნელია, სრულყოფილად მიუდგეთ საკუთარ თავს, თუმცა, შეუძლებელი არაფერია.

დეკოლტეს მასაჟი დაიწყეთ მკერდის ძვლის შუიდან, წრიულად წაიღეთ ხელი მხრისკენ და ლავიწის ძვლის გავლით დაუბრუნდით საწყის წერტილს. ამის შემდეგ, მარცხენა მხრის კუთხიდან წრიული მოძრაობით წაიღეთ ხელი მარჯვენა მხრისკენ და პირიქით, ანუ, დეკოლტეზე წარმოსახვით დაიხატეთ სპირალი;

ყელის მასაჟი გაიკეთეთ შემდეგნაირად: მარჯვენა ხელი მარცხენა მხრის კიდიდან, ლავიწის ძვლისა და ყელის გავლით მიიტანეთ ნიკაპამდე და შემდეგ ხელის მოძრაობა ისევ მხრიდან დაიწყეთ. მერე ხელი შეანაცვლეთ.

თითოეული მასაჟი ჩაატარეთ 10-15-ჯერ და არ დაგავიწყდეთ, რომ ხელის მოძრაობა უნდა იყოს რბილი და ფაქიზი.


скачать dle 11.3