კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური ტანი


პროპორციული ტანი ყველა ქალის ოცნებაა, მაგრამ ბუნება ზოგს საოცრად ლამაზ სხეულს არგუნებს, ზოგს კი, არაპროპორციული ნაკვთების გამო, დიდ საფიქრალსა და სადარდებელს უჩენს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც ეს პრობლემაა უსაშველო (ყოველ შემთხვევაში, მაშინ მაინც, თუ პლაჟზე არ იმყოფებით): თქვენი სხეულის ესა თუ ის ხარვეზი ან ნაკლი, შეგიძლიათ, დაფაროთ ან შენიღბოთ ტანსაცმლით. ასეთ დროს კი უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სამოსის სტილი, არამედ ქსოვილის ფერიც და ფაქტურაც.

ახლა შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორი ტიპის ტანს რომელი ქსოვილი და რა სტილის სამოსი უხდება:

„ქვიშის საათი“ (მკვეთრად გამოკვეთილი წელი, მკერდისა და თეძოების ერთნაირი გარშემოწერილობა) – ითვლება კლასიკურ ქალურ ფიგურად. მთავარი ღირსებების ხაზგასმაში დაგეხმარებათ რბილი, ვარდნილი ქსოვილები: თხელი შალი, ტრიკოტაჟი, ხარისხიანი ვისკოზა, ბამბის ქსოვილები, კრეპდეშინი, აბრეშუმი. არ გირჩევთ სქელ, ნაკლებად დრეკად, მჭიდროდ ნაქსოვ ნაჭერს. თქვენს ნაკლს ხაზს გაუსვამს გარეცხვის შედეგად დაწელილი ტანსაცმელი;

„მსხალი“ (ვიწრო მხრები, განიერი თეძოები) – ყურადღება გაამახვილეთ სხეულის ზედა ნაწილზე, პარალელურად, უნდა შენიღბოთ თეძოების არასასურველი ფორმა. მხრების გაგანივრების პრობლემა საერთოდ არ არსებობს – ნებისმიერ სამოსს შეგიძლიათ გაუკეთოთ ეგრეთ წოდებული „ლიპები“. შეარჩიეთ ნათელი ფერები, განსაკუთრებით აქტუალური იქნება თქვენთვის შიფონი, ხავერდნარევი ვისკოზა, სელის ქსოვილები;

„ვაშლი“ (ტანის მომრგვალებული ფორმა. დამახასიათებელია სიმსუქნისკენ მიდრეკილი ქალბატონებისთვის) – თქვენ მოგიხდებათ ტანსაცმელი გრძივი, ვერტიკალური ნაკერებით, ზოლებითა და მოსართავებით. ქსოვილი უნდა იყოს თხელი და აუცილებლად კარგი ხარისხის, რომ თქვენი გარეგნობა არ იყოს ვულგარული: რბილი შალი, შიფონი, კრეპდეშინი, მსუბუქი გაბარდინი, სატინა. ამასთან, გახსოვდეთ: თხელი ქსოვილი ადვილად კარგავს ფორმას, კარგავს ფაქტურას, რის გამოც მას განსაკუთრებით სათუთი მოვლა სჭირდება. მოერიდეთ, ეგრეთ წოდებულ, ფართო მოცულობის ქსოვილებს: ტვიდს, მოხერს, სქელ ტრიკოტაჟს, ატლასს – ისინი ვიზუალურად გაზრდის თქვენს გარშემოწერილობას;

„მართკუთხედი“ (გამხდარი, სწორი აგებულება, წელის, მკერდისა და თეძოების პრაქტიკულად ერთნაირი ზომები) – ასეთი ტანისთვის სასურველია სქელი, ნაკლებად დრეკადი, უხეში ქსოვილები, რომელიც გამოკვეთს სხეულის ფორმებს: გაბარდინი, მკვრივად ნაქსოვი შალი, აბრეშუმი, ტვიდი, ბამბა, ატლასი. ფეხსაცმლის დეტალები უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის ტიპს – რაც უფრო მასიური იქნება, მით უფრო მოუხდება.

სამოსის შერჩევისას, მაშინვე უნდა იცოდეთ, როგორ მოუვლით მას. გახსოვდეთ, რომ მკვრივი, სქელი ქსოვილები ძალიან ხშირად იკეთებს ეგრეთ წოდებულ „ბუსუსებს“.


скачать dle 11.3