კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში უყურადღებოდ დატოვებული ალერგია და გადადის თუ არა ის მემკვიდრეობით


ალერგიული ადამიანის ტანჯვა. მცენარეების ყვავილობასთან ერთად იწყება. პოლინოზი მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიულ რეაქციას ჰქვია.

პოლინოზის კლასიკური სიმპტომებია სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სურდო, ჩასისხლიანებული თვალები წვის შეგრძნებით, ყელის ტკივილი, ხველა – ანუ ყველა ის სიმპტომი, რაც გაციებას ახასიათებს, მხოლოდ სხეულის ტემპერატურის მატების გარეშე.

ავადმყოფის რეაქცია, სამწუხაროდ, ამით არ ამოიწურება. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი იმ დროს, როცა ალერგიის გამომწვევ ფაქტორებთან გაქვთ ხანგრიძლივი კონტაქტი, შეიძლება, განვითარდეს ჭინჭრის ციება, ქსოვილის შეშუპება და ასთმა. უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლინოზი სერიოზულ ქრონიკულ დაავადებაში გადავიდეს. ამის შედეგად კი, ადამიანი ხდება შრომისუუნარო, ეკარგება მადა, ხშირად ვარდება დეპრესიაში და ასე შემდეგ.

ნებისმიერი ალერგია, იქნება ეს მტვრის, ცხოველის ბეწვის, წამლის თუ კვების პროდუქტების მიზეზით გამოწვეული, იმუნური სისტემის რეაქციაა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. იმუნიტეტი კი, ჩვენს ორგანიზმს იცავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან, ის ასევე მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებელზე.

როცა ადამიანი ალერგენებთან კონტაქტს ამყარებს, იმუნური სისტემა ამზადებს ანტისხეულს, კერძოდ E იმუნოგლობულინს, რომელიც აიძულებს უჯრედებს, გამოიმუშავონ ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები, რაც ალერგიულ სიმპტომებს იწვევს.

თუ ჰისტამინი ცხვირის ქსოვილში გამოიყოფა, იწყება სურდო, თუ ფილტვებსა და ბრონქებში წარმოიშობა, მაშინ – ასთმა, კანის ქსოვილში ჰისტამინის გამოყოფის დროს – ჭინჭრის ციება, ნაწლავებში კი – კვებითი ალერგია.

ზოგადად, ალერგიას ცილა იწვევს, რომელიც მტვრის შემადგენლობაშიც შედის. ეს ცილა კვების პროდუქტებშიც გვხვდება, ამიტომ პოლინოზი ხშირად კვებით ალერგიასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით აქტიურია კვებითი ალერგენები, მაგალითად, როგორებიცაა: კაკაო, კვერცხი, შოკოლადი, ყავა, რძე, თევზი, ბანანი, თაფლი, ჰალვა, ციტრუსები, მიწის თხილი, მარწყვი და სხვა.

ყვავილთა მტვრის მიმართ მგრძნობიარე ადამიანები წელიწადში სულ მცირე ოთხი კვირა იტანჯებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამის გამო დისკომფორტს რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი განიცდიან.

ალბათობა იმისა, რომ პოლინოზი დროთა განმავლობაში თავისით გაივლის, ილუზიაა. შორს წასული პოლინოზი ზოგ შემთხვევაში ახალი სიმპტომებით ვლინდება, მაგალითად, ყალიბდება ასთმა. თან, ამ ფაქტორს ხელს ისიც უწყობს, რომ ალერგია მემკვიდრეობით ხასიათსაც ატარებს.


скачать dle 11.3