კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის ქმნის სამაშველო სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მოდას და ცოლთან დაკავშირებული რა გრაფიკი დაურღვია მას სტიქიამ


12 მაისს მსოფლიომ მაშველთა დღე აღნიშნა. ქართველ მაშველებს საკუთარი იუბილეც აქვთ, მაგრამ არც მსოფლიო დღეს გამოაკლდნენ, თუმცა თბილისის სამაშველო სამსახურის უფროსს, თემურ გიორგაძეს, არც პროფესიულ იუბილეზე ასვენებენ. სტიქიას ვინ დაეძებს, თბილისის პირველ მაშველს, რომელიც გულისხმიერებითა და კარგი იუმორით არის ცნობილი, უკვე იმდენი ფუნქცია დააკისრეს თბილისში, რომ ყველაზე პირადული და მნიშვნელოვანი საქმისთვისაც კი ვეღარ მოუცლია. აბა, რისი მაშველია, თან, თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალი, ყველას რომ არ გაუწოდოს დახმარების ხელი?! ამიტომაც, ხან მიცვალებულების სახლიდან გამოყვანაში ეხმარება ჭირისუფლებს, ხან ლიფტში გაჭედილ ჩინოვნიკებს დასდევს, ხან კი პირდაპირ სამაშველო კაბინის „ვიშკაზე“ „ქმნის“ ოჯახებს, რაც მას ნამდვილად კარგად გამოსდის.


– ამ გაზაფხულზე განსაკუთრებით საჭირო კაცი გახდით: ხან წყალდიდობა გვიტევდა, ხან – ქარი..

– გაზაფხული მაშველებისთვის ყოველთვის განსაკუთრებული პერიოდია, მაგრამ, სტიქიას კიდევ რა უშავს, თქვენ ის უნდა ნახოთ, რაზე აღარ გვირეკავს ხალხი: ზოგს კატის ჩამოყვანა უნდა სახურავიდან, ზოგს მიცვალებული ვერ გამოჰყავს სახლიდან და ამაზეც კი გვირეკავენ. აბა, რა ქნან? ან მიცვალებულია მძიმე, ან გასასვლელია ვიწრო. ჩვენი მტერი დაოსტატდეს მიცვალებულების გამოყვანაში, მაგრამ დამკრძალავი ბიუროს უფროსივით გავხდი. პატრონი რომ გეტყვის, მკვდარი ვერ მიმყავს, რომ დავასაფლავოო, უარს ხომ არ ეტყვი დახმარებაზე?!

– თქვენი კეთილი გულისა და საგმირო საქმეების შესახებ ბევრ ისტორიას ყვებიან. სულ არაფრის ეშინია პირველ მაშველს?

– თუ ამ სამსახურში მუშაობ, შიში უნდა დაივიწყო. ხანდახან მეც მიფიქრია, იქნებ რამის მეშინია და მე თვითონ არ ვიცი-მეთქი, მაგრამ, როცა ვუფიქრდები, ვხვდები, რომ მართლა არაფრის შიში არ მაქვს. რისი უნდა შემეშინდეს? თბილისის ზღვასთან ვცხოვრობ, წყალში ვარ გაზრდილი და ამიტომაც ვარ კაჟივით – არ ვიცი, რა არის გრიპი და სიცხე. დილით ადრე ბანაობა ყინვაშიც კი, პირველი წამალია ჯანმრთელობისთვის, რაც მაშველს განსაკუთრებით ადგება. ისე, კარგი მაშველი აუცილებლად კარგი გულის პატრონი უნდა იყოს – თუ ადამიანები არ გიყვარს, მათ გულიანად ვერ დაეხმარები და შენს საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.

– ისე, მარტო დამკრძალავი ბიუროს უფროსობა კი არა, ამბობენ, მმაჩის ბიუროს უფროსობაც გამოსდისო.

– მაშველი უნდა დაეხმაროს ყველას, ვისაც უჭირს. ჩვენთან შეყვარებულების დიდი შემოტევაა, შეგვიძლია, „ვიშკაზეც“ მოვაწერინოთ ხელი შეყვარებულებს, სრული სერვისი გვაქვს (იცინის). ძირითადად, ორი ტიპის დახმარებას გვთხოვენ ხოლმე: გაბედულ და მაგარ შეყვარებულებს ხშირად სჭირდებათ კალათით, ბროტოლიფტით ასვლა მაღალ სართულზე. მთელი გარანტიებით ვაბამ კალათაზე, რომ არაფერი დაუშავდეთ. ზოგი ისეთი შეწუხებული მოდის, იმ დღეს რომ არ დაეხმარო, შეიძლება, სულ გადაიფიქროს ცოლის მოყვანა. მეათე სართულზე რომ ავა ბიჭი ყვავილებით ხელში, იმას გოგომ როგორ უნდა უთხრას უარი?! ისეთი შემთხვევებიც გვაქვს ხოლმე, გაბრაზებული გოგონები ბიჭებს კარს რომ არ უღებენ. ასეთ დროს გვაქვს ჩვენებური მეთოდი – ბიჭს მეხანძრის ფორმას ვაცმევთ და ზურგს უკან ყვავილები უჭირავს. გოგონა მეხანძრეს რომ დაინახავს კართან, სანამ სახეზე გაარჩევს, ვინაა, კარი უნდა გააღოს – ასე ვარიგებთ შეყვარებულებს – ესეც კეთილი საქმე არაა?!

– ნამდვილად ასეა. სახლიდან თუ გამოგიპარებიათ ვინმე?

– კი!.. ასეთი ისტორიაც იყო, ოღონდ, იმ ხალხის ვინაობა არ მომთხოვოთ. ერთხელ, დაგვირეკეს, რომ ოჯახში დაბრუნდა მამაკაცი, რომელიც კარს ვერ აღებდა და ჩვენი დახმარება სჭირდებოდა, ურეკავდა მეუღლეს, მაგრამ ის ტელეფონზე არ პასუხობდა, სახლი კი შიგნიდან იყო დაკეტილი. იმ კაცმა ჩვენ გამოგვიძახა. აივნიდან შევიდნენ ჩვენი მაშველები და იქ ეროტიკული სურათი დახვდათ – იმ კაცის მეუღლეს სახლში მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, რომელიც ძალიან ცუდ დღეში იყო, არ იცოდა, სახლიდან როგორ გამოსულიყო. როცა ეს ამბავი გამაგებინეს, ვუთხარი, კიდევ დაამატეთ ორი მაშველი, რომ სახლში სიტუაცია აირიოს-მეთქი. მერე იმ ქალის მეგობარ მამაკაცს ჩააცვეს მაშველის ფორმა, მისი ტანსაცმელი კი ჩვენმა მაშველმა ჩაიცვა – აბა, რა გვექნა, ოჯახს ხომ არ დავანგრევდით?! ბოლოს სახლიდან იმდენი ხალხი გამოვიდა, ის კაცი ვერ მიხვდა, ვინ მაშველი იყო და ვინ მისი ცოლის საყვარელი (იცინის).

– საკუთარი სასიყვარულო მიზნებისთვის არ გამოგიყენებიათ „ვიშკა“?

– არა, ჯერ ერთი, ყვავილების ჩუქება ჩემი სტილი არ იყო და, ისე, უყვავილებოდ, რად მინდოდა ვიშკა! ფასი ყვავილების სიმაღლეზე ატანას აქვს. თან, ჩემი ცოლი მეორე სართულზე ცხოვრობდა, დაბალ სართულზე კი „ვიშკა“ არ იხსნება. ქალთან ფანჯრიდან გადავმძვრალვარ, ოღონდ, რუსეთში, „ზბორებზე“ ყოფნის დროს. ერთხელ ბიჭებმა ზეწრები გადავაბით და ისე გადავძვერით გოგონების ნომრის აივანზე, მაგრამ, ეს ადრე იყო, ახალგაზრდობაში, როცა ასეთი ცელქობის უფლება მქონდა (იცინის).

– ცნობილი ადამიანები არ გთხოვენ ხოლმე დახმარებას?

– ასეთს არა, მაგრამ, რამდენიმე მინისტრი და მათი მოადგილეები გამომიყვანია გაჭედილი ლიფტიდან (იცინის). რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა დაკეტილი სახლის გახსნა მთხოვეს.

– რამდენიმე თვეა, რაც დაოჯახდით, ცოლიანი კაცის სტატუსი მუშაობაში ხელს არ გიშლით?

– არა, არანაირად არ მიშლის ხელს. ადრე 24 საათის განმავლობაში სამსახურში ვიყავი, ღამეებსაც სულ აქ ვათენებდი, ახლა კი უფრო ხშირად ვრჩები სახლში, თუმცა, ბოლო დროს სტიქიამ ისე შემოგვიტია, ღამეებს შემთხვევის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასვლაში ვატარებ. ამით ჩემი პირადი ცხოვრება ზარალდება – არ დაგიმალავთ, რომ მე და ჩემი ცოლი ბიჭზე „ვჩალიჩობთ“, ამას კი „გრაფიკის“ დაცვა სჭირდება. ჩვენ კი ხან ამ ვადაში ვერ ჩავეტიეთ, ხან – იმ გრაფიკში, ხან სტიქიამ შეგვიშალა ხელი და ბიჭი ჯერ ვერ გამოგვდის, მაგრამ, ახლა ამინდები გამოკეთდა და, მგონი ბიჭიც გამოვა (იცინის).

– მარიკამ შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, შეცვალა, ახლა ჩემი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდა. ხანდახან მირჩევს ხოლმე, რა ჩავიცვა, მაგრამ ამ საკითხში მე არავის ჭკუაზე არ დავდივარ, ჩემ მოდას მე თვითონ ვქმნი – ჭრელი ფერები მიყვარს, წითელიც, შავი რომ ვარ, შავს არ ვეკარები (იცინის). მარიკამ იცის ჩემი გემოვნება და ყველაფერს ისე ყიდულობს, რომ ჩემს გემოვნებას შეეფერებოდეს. მარიკა შეგუებული იყო ჩემს სამსახურს, იცოდა, როგორი რეჟიმიც მქონდა. ამ ბოლო დროს ცოტა მსაყვედურობს ხოლმე, სახლისთვის რომ ვერ ვიცლი. ხან დაღვრემილია, მაგრამ, მხოლოდ მსუბუქი საყვედურებით შემოიფარგლება, საქმე „ფიზიკურ დასჯამდე“ არ მიდის. ასე რომ იყოს, მე თვითონ წავალ სახლიდან, აგერ, სამსახურში, მშვენიერი „სპალნა“ მაქვს, მაგრამ ახლა მაგის დრო არაა, ჯერ გრაფიკი გვაქვს დასაცავი, ერთი-ორი ბიჭის მერე სამსახურში დაძინებაც შეიძლება... (იცინის).

– ადრე პოპულარული იყავით ქალებში?

– ისე რა. ჩემი სტიქიური ხასიათით ვშოკავდი ხოლმე ქალებს – აგერ, ნახეთ, როგორ ვაქრობ-მეთქი ცეცხლს და ისინიც იშოკებოდნენ (იცინის). ადრე მეხანძრეობა არ იყო პოპულარული და არც ქალები გვიყურებდნენ განსაკუთრებული სიმპათიით, ახლა, რაც ჩვენი სამსახური პრესტიჟული გახდა, სიმპათიებიც მატულობს. ქალებს კი არა, ახლა მეც მსიამოვნებს, კარგად ჩაცმულ და მოვლილ ჩემს მეხანძრეებს რომ ვუყურებ. თუმცა იმის გამო არავის დავუწუნებივარ, რომ მეხანძრე ვიყავი. მანდილოსნებთან ურთიერთობა მიყვარდა, მაგრამ, ისეთი ცხოვრება მქონდა, სად მეცალა სიყვარულისთვის. სულ „ზბორებზე“ ვიყავი წასული. მე კიდევ, ისეთი ხასიათი მაქვს: ვინც მიყვარს, სულ გვერდით უნდა მყავდეს. წლები ისე შემომეპარა, მარიკასთან შეხვედრამდე არც მიფიქრია სერიოზულ ურთიერთობებზე. ისე, ბევრი მიეშმაკია, ვიღაც-ვიღაცეებს ვატყუებდი კიდეც, რომ მათი გული მომეგო, ოღონდ, ცოლად მოყვანას მარიკას გარდა არავის შევპირებივარ.

– ცოლი სამსახურში არ დააწინაურეთ?

– არა, დაწინაურება კი არა, მისი გაშვება მინდა სამსახურიდან. ჯერ ბავშვის ამბავს ველოდებით, მერე ნელ-ნელა ჩამოვაშორებ სამსახურს, მოძებნის სხვა სამუშაოს, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია. პირობას ვაძლევ, რომ ცუდად არ გავუშვებ, ბანკეტსაც გადავუხდი, მაგრამ, დამსახურებული პენსიისთვის სტაჟი არ ჰყოფნის და მე დავუნიშნავ პენსიას.

– თქვენც გახვალთ პენსიაზე...

– ო, ეგ ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. მე ისე მიყვარს ჩემი საქმე, არ ვიცი, ამის გარეშე როგორ გავძლებ. სადაც ცეცხლს დავინახავ, ვიცი, რომ იქ გავჩნდები – ვერც მაშინ მოვისვენებ, როცა პენსიაზე გავალ... მერე, ალბათ, ისევ სპორტს დავუბრუნდები. ამ საქმეში ხომ სპორტის წყალობით მოვხვდი! როცა სახანძრო სამსახურში დავიწყე მუშაობა, მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იყო და, როგორც კი ამ ქვეყანაში არეულობა დამთავრდებოდა, ისევ სპორტში დავბრუნდებოდი. მერე სხვანაირად წავიდა ჩემი ცხოვრება, შემიყვარდა ჩემი საქმე, თუმცა, ძიუდო-სამბოს ვერ შეველიე – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვარ. ხშირად ვმონაწილეობ ვეტერანთა ჩემპიონატებში, .ახლაც ორი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები, სამჯერ გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და კიდევ ვაპირებ ჩემი შედეგების გაუმჯობესებას.

– როცა ხანძრებს არ აქრობს, რას აკეთებს სამაშველო სამსახურის უფროსი?

– გარდა იმისა, რომ ბიჭზე „ჩალიჩობს“ დავდივარ სანადიროდ, სათევზაოდ. მიყვარს ახლო მეგობრებთან ერთად ქეიფიც, სადაც კარგად იხუმრებ. თუ თავისუფალი დრო მაქვს, სახლში, მიწაზე ვმუშაობ – ტრაქტორიც მყავს, თოხიც მაქვს და ბოტებიც. მე და დედაჩემი „დუეტში“ ვთოხნით, ვმარგლავთ, ვთესავთ. თოხი ცოლსაც ვუყიდე (იცინის) ბოტები სამსახურიდან წავიღე, მაგრამ, აქაც მაქვს ჩემი ბოტები. ისე, ერთი ცეცხლსაქრობი არ მაქვს სახლში, არადა კერძო სახლში აუცილებელია. ორ კვირაში ერთხელ სანადიროდ რომ არ წავიდე, გამორიცხულია. ნადირობაშიც მაქვს იღბალი და თევზაობაშიც. მართალია, როგორც იმერელს, ფიცხი ხასიათი მაქვს, მაგრამ თევზაობა მაინც გამომდის, ოღონდ, თევზი უნდა მოდიოდეს. ორ ჩაგდებაზე ერთხელ თუ არ „დაარტყა“, მაშინვე ვდგები და თევზაობას თავს ვანებებ.

– ოქროს თევზი არ შეგხვედრიათ?

– თბილისის ზღვაზე ოქროს თევზი გამოილია. მე ჩემი ოქროს თევზი ნაპოვნი მყავს, ჩემი ცოლი ჩემს ყველა სურვილს ასრულებს.


скачать dle 11.3