კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა დაამთხვიოთ რთველი მთვარის სატანურ დღეებს და რა გავლენას ახდენს არასწორად დაკრეფილი ყურძენი ადამიანის სიმთვრალეზე

საქართველო ვაზის ქვეყნადაა აღიარებული და გასაკვირი სულაც არ არის, რთველს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომ ანიჭებენ. შესაბამისად, ქართველი მევენახე გამოარჩევს დღეებს, როცა მოსავლის აღება იკრძალება, ან, პირიქით – კარგია. ხოლო ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები მოსავლის აღებასა თუ დაბინავებაზე, ამის შესახებ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და ითვალისწინებდნენ კიდეც. როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, მთვარე მოსავლის აღებაზე, დაწურვაზე, ღვინის დალევასა და ნაბახუსევზეც კი „აგებს პასუხს“. ამიტომ, გვირჩევს, მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ მოსავლის აღება-დაბინავებას, რათა შემდგომში ბარაქაც ვნახოთ და საკუთარი ხელით მოყვანილი ყურძნით და დაწურული ღვინითაც ვისიამოვნოთ.

მიხეილ ცაგარელი: მთვარის ფაზები უდიდეს ზეგავლენას ახდენს მცენარეებსა და, ზოგადად, ნათესებზე. ჩვენი წინაპრები სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით არკვევდნენ, როდის ჯობდა თესვა, მკა, მოსავლის აღება, ყურძნის კრეფა, დაწურვა, ღვინის გადაღება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს დღეს დავიწყებას მიეცა, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს ცოდნა აქტუალობას ახლაც არ კარგავს. სოფლად მცხოვრები არაერთი ადამიანი ვიცი, რომლებიც დღესაც მთვარის ფაზებს ამთხვევს ყურძნის დაკრეფა-დაწურვას. ეს ცოდნა ასტროლოგიურ პრინციპს ეყრდნობა, რომელიც ბიოლოგიურ ორგანიზმებზე ციური სხეულების ზეგავლენას სწავლობს. არადა, როგორც ვიცით, ბიოლოგიურ ორგანიზმს ეკუთვნის არა მარტო ადამიანი, არამედ მცენარეც და, კონკრეტულ შემთხვევაში – ვაზიც.

– ბატონო მიშა, იქნებ, კონკრეტულად ვისაუბროთ, რა ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზები ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებაზე და როდის არის რთველის დაწყება სასურველი?

– საუკუნეების განმავლობაშია შემჩნეული მცენარეების დამოკიდებულება მთვარის ფაზებზე. კერძოდ, მთვარეს აქვს ოთხი ფაზა: აღმავალი მთვარე, რომელშიც შედის 14 დღე და იწყება ის ახალი მთვარიდან. ეს ფაზაც იყოფა ორ ნაწილად; შემდეგი 14 დღე არის დაღმავალი მთვარის ფაზა – სავსე მთვარიდან ახალ მთვარემდე. ეს ფაზაც ორ ნაწილად იყოფა, ანუ, ერთი თვის განმავლობაში გვაქვს აღმავალი და დაღმავალი ფაზები. აღმავალ მთვარეზე მცენარე მეტად წვნიანი ხდება. დაღმავალ მთვარეზე კი ეს წვენი ფესვებისკენ გადადის. ამის შესახებ ჩვენი წინაპრები გარკვეულ ცოდნას ფლობდნენ და ზუსტად იცოდნენ, როდის დაეკრიფათ წვნიანი ხილი. აღმავალ ფაზაში, ანუ ახალი მთვარიდან ორი კვირის განმავლობაში, დაკრეფილი ვაშლი, მსხალი, ატამი, ყურძენი თუ გარგარი, წონითაც დიდია, საღადაც გამოიყურება და გემრიელი საჭმელიცაა. აი, ამ ორი კვირის შემდგომ კი ნაყოფს წვენი აკლდება, იფიტება და მისი მოკრეფა და ჭამა არ არის რეკომენდებული. გირჩევთ, ამ დროებს კარგად დააკვირდეთ. თუ ხილი გასაყიდად გინდათ, ის აღმავალ ფაზაში დაკრიფეთ, თუ შესანახად – დაღმავალ ფაზაში. ასე თუ მოიქცევით, მაშინ ხილი გვიან ზამთრამდე შეინახება და არ დალპება. ასევე, არსებობს მთვარის სატანური დღეები. ეს დღეებია: ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე.

– ამ დღეებს თუ დაემთხვა ხილის კრეფა, მაშინ რა შეიძლება მოხდეს?

– ამ დროს მთვარიდან დედამიწაზე მოდის ნეგატიური ენერგია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესების, კონფლიქტების, ავარიების, ტრავმების ალბათობას. მკვეთრად უარესდება ადამიანის გუნება-განწყობაც. ეს, ასევე, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც, რომლებიც მეტად ფაქიზები არიან მთვარის ენერგიების მიმართ. არ ახალია, რომ, ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმი, ადამიანი იქნება ეს თუ ვაზი, შედგება 80 პროცენტი სითხისგან. ბუნებაში კი სწორედ მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული წყლის, ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევის პროცესები. თუ ის ასეთ დიდ გავლენას ახდენს ამ უზარმაზარ წყლის მასებზე, წარმოიდგინეთ, თავისთავად რა ზეგავლენას მოახდენს ბიოლოგიური ორგანიზმების მასებზეც. იმ დღეებში, როცა მთვარიდან მოდის ნეგატიური ენერგია, თავისთავად ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ვაზს და, ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, გაჯერებულია მთვარის ნეგატიური ენერგიით. ძველად ახალ მთვარეზე მოჭრილი ხისგან სახლს არ აშენებდნენ, არც მისგან დანთებულ ცეცხლზე გააკეთებდნენ საჭმელს. მათ იცოდნენ, რომ ახალი მთვარის დღე ძალიან მძიმეა. ამის დამადასტურებელია სატანური დღეები, როცა მძიმე, ნეგატიური ენერგია მოდის კოსმოსიდან. ამიტომ, გირჩევთ, ამ დღეებში არც დაკრიფოთ ყურძენი, არც დაწუროთ და არც შეინახოთ.

– სახიფათოა თუ არა ამ მხრივ მზისა და მთვარის დაბნელებები და შეიძლება თუ არა ამ დროს რთველის დაწყება?

– გეტყვით, რომ მზისა და მთვარის დაბნელების დღეები განსაკუთრებით საშიშია ამ მხრივ. ამ დღეს, უმჯობესია, თავი შეიკავოთ ყურძნის კრეფისა და დაწურვისგან, რადგან ამ დროს მოდის სამმაგი ნეგატიური, სატანური ენერგია – დამანგრეველი და პრობლემური. მთვარე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ენერგიით ავსებს ვაზს და მისი ნაყოფის ამ დღეს დაკრეფა, დაწურვა და დაბინავება არ შეიძლება. ასეთ დროს დაწურული ყურძნის წვენის მიღება ადამიანზე უარყოფითად მოქმედებს. ვაზს მთვარისა და წყლის სტიქიები მართავს. აქედან გამომდინარე, თუ კონკრეტულ ადამიანს პირად ჰოროსკოპში „შავი მთვარე“ „კირჩხიბის“, „თევზების“ ან „მორიელის“ ზოდიაქოში, ანუ წყლის სტიქიის ზოდიაქოში აღმოაჩნდა, ასეთი ადამიანისთვის საერთოდ იკრძალება ალკოჰოლიანი სასმელის დალევა, მით უმეტეს, მძიმე ენერგიების დროს დაკრეფილი და დაწურული ღვინის, რადგან „შავი მთვარე“ მათ აძლევს მიდრეკილებას ალკოჰოლისადმი, აცდუნებს და საშინელ სიმთვრალეს სძენს.

– ესე იგი, ნეგატიურ დღეს დაკრეფილ-დაწურული ყურძენი ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტია?

– დიახ, სწორედ რომ ასეა. მზის დაბნელების დროს დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგიაა ჩადებული და, თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, შესაძლოა, მთვრალმა კაციც კი მოკლათ და თან უკან არც მოიხედოთ. ღვინო ადამიანში ამ დროს აგრესიას დებს და ის აუცილებლად სხვაზეც გადადის.

– როდის ხდება ღვინო ორგანიზმისთვის წამალი?

– წითელ ღვინოში ორგანიზმისთვის აუცილებელი 250-ზე მეტი ფერმენტია. ამიტომ უწოდებენ მას წამალს, მაგრამ, მხოლოდ გარკვეული დოზით მიღების შემთხვევაში. ამ მიზნით ის კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს მართლაც რომ უებარი წამალია. მაგრამ, თუ მას დიდი დოზით დალევთ და, მით უმეტეს, არასასურველ დროს დაკრეფილ-დაწურულს, საწამლავად გექცევათ. ვაზი კარგად გრძნობს ადამიანის ენერგეტიკას, ამიტომ, მასთან აუცილებლად კარგი განწყობით უნდა მიხვიდეთ, მოეფეროთ, ელაპარაკოთ, წაუღიღინოთ. ის ამას გრძნობს და თავადაც დადებითი ენერგიით გპასუხობთ. საერთოდ, თეთრი ღვინო ინ ენერგიის მატარებელია, ამიტომ ის არ არის დიდი აგრესიის მომტანი, არ აწვება გულს, ხანგრძლივად მისი სმაც ამიტომ არის ასატანი; წითელი ღვინო კი იან ენერგიის მატარებელია და ამიტომ ამ ღვინით დათრობა სარისკოა. თუმცა, კიდევ ვამბობ, გარკვეული დოზით მისი მიღება ნამდვილად წამლის ტოლფასია. დიდი რაოდენობით სმამ კი, შესაძლოა, ადამიანი საშინლად დააავადოს.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3