კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

“მაკბეტის„ გრანდიოზული აღიარება რიეკას საერთაშორისო ფესტივალზე


მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 2009 წელს საოცარი სპექტაკლი – „მაკბეტი“ დაიდგა, რომლის პრემიერაც თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „შოუქეისში“ შედგა. მოწვეული პროდიუსერები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის უცნობი დასის მიერ გათამაშებული „მაკბეტი“ გენიალური პიესის „ახალი წაკითხვა“ აღმოჩნდა. სპექტაკლმა ბევრი მოწვევა მიიღო აღფრთოვანებული პროდიუსერებისგან და მისი მოგზაურობა საერთაშორისო თეატრალურ სამყაროში რიეკას (ხორვატია) კამერული სპექტაკლების მეჩვიდმეტე საერთაშორისო ფესტივალით დაიწყო, რომელიც 3-10 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. ფესტივალზე „მაკბეტმა“ სრული ფურორი მოახდინა. ის წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა. პრიზები აიღეს ყველა მნიშვნელოვან ნომინაციაში: საუკეთესო რეჟისორი – დათო დოიაშვილი; საუკეთესო მსახიობი ქალი – ბუბა გოგორიშვილი; საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი – თორნიკე გოგრიჭიანი; საუკეთესო სცენოგრაფია, კოსტიუმები, მუსიკა, განათება. ეს ნამდვილად, არა მხოლოდ კონკრეტული დასის, არამედ ქართული თეატრის დიდი გამარჯვებაა. მაისის ბოლოს „მაკბეტი“ ესტონეთში მიემგზავრება, ივნისში კი – იერუსალიმის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.


скачать dle 11.3