კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკში დაიწყო მუშაობა ქუჩაში გამყიდვლად ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ და სად დაკარგა მან მარცხენა ხელის ნეკა თითი


სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტები

იგი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელმაც ხუთჯერ მოახერხა ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვება და სადაც ყველაზე ცნობილი კარნავალები იმართება. ცეცხლოვანი „სამბას“ სამშობლოს, ბრაზილიის, პრეზიდენტი ლუის ინასიო და სილვა მსოფლიოში განთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელების პელესა და გარინჩას მსგავსად, ოფიციალური თიკუნით „ლულათი“ უფრო არის ცნობილი.

* ლუის ინასიო და სილვა დაიბადა 1945 წელს, ღარიბ ოჯახში. ბავშვობაში მშობლებმა მას „ლულა“ დაარქვეს და ამ მეტსახელით მას პოლიტიკურ სამყაროშიც მოიხსენიებენ. 10 წლის ასაკამდე ლულამ წერა-კითხვა არ იცოდა, მეოთხე კლასში კი მან სკოლა მიატოვა, რათა ოჯახის დასახმარებლად სამუშაოდ წასულიყო. 12 წლისას უკვე რამდენიმე პროფესია ჰქონდა ათვისებული. იგი ქუჩის გამყიდველადაც მუშაობდა და ფეხსაცმელების მწმენდავადაც. 14 წლის ასაკში ლულამ რკინის საამქროში დაიწყო მუშაობა. 19 წლისა კი საავტომობილო სათადარიგო ნაწილების ქარხანაში პრესის დანადგარის ოპერატორი გახდა. სწორედ ამ საწარმოში, უბედური შემთხვევის შედეგად, ლულამ მარცხენა ხელზე ნეკა თითი დაკარგა.

* მიუხედავად იმისა, რომ ლულა და სილვას არ აქვს უმაღლესი განათლება და წარმოშობით ღარიბი ოჯახიდან არის, იგი ლიტერატურისა და თანამედროვე ხელოვნების დიდი მოყვარულია. აგრეთვე, ლულა არის ბრაზილიური ფეხბურთის დიდი ქომაგი და, თანამდებობის მიუხედავად, თითქმის არ აცდენს ნაკრების შინაურ თამაშებს. ცნობილი ფაქტია, რომ ერთ-ერთი თამაშის შემდეგ და სილვამ რონალდინიოს უთხრა, რომ ის ძალიან არის გასუქებული, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა: „თქვენზე კი ამბობენ, რომ თქვენ ალკოჰოლიკი ბრძანდებით“. ფეხბურთის გარდა და სილვა გოლფითაც არის გატაცებული და მას პირადი მწვრთნელიც კი ჰყავს სპორტის ამ სახეობაში.

* ლუის ინასიო ლულა და სილვას მეგობრები და თანამოაზრეები ფიდელ კასტრო, ვენესუელის ლიდერი უგო ჩავესი და ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი არიან. კუბელმა რევოლუციონერმა კასტრომ, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ლულას საარჩევნო კამპანიას 3 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ლულა და სილვას მხარდაჭერა ბრაზილიის ნაციონალური ბიზნესის 650 ლიდერმა აღუთქვა.

* 50-წლიანი თამბაქოს მწეველობის სტაჟის მქონე ლუის ინასიო ლულა და სილვამ თავი დაანება ამ მავნე ჩვევას. პრეზიდენტის თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა მას ძალზე გაუჭირდა, მაგრამ, მას მაინც არ დასჭირვებია ნიკოტინური პლასტირების ან საღეჭი რეზინის გამოყენება. ლულა და სილვა თითქმის 50 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 10-15 ღერ სიგარას ეწეოდა, მაგრამ, ბოლო პერიოდში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას ამ მავნე ჩვევასთან განშორება მოუხდა.

* დასავლური მედია, ლუის ინასიო ლულა და სილვას გაპრეზიდენტების შემდეგ, აქტიურად განიხილავს მის მიდრეკილებას ალკოჰოლური სასმელების მიმართ. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტი ჩვეულებრივი ლოთია, რომელიც დღესაც ვერ ძლებს ლუდის, ვისკის ან ძლიერი კოქტეილის გარეშე. ჟურნალისტების თქმით, და სილვა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რაც მისი გაურკვეველი საუბრითაც დასტურდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვერსიით, ლულა და სილვას ალკოჰოლიზმისკენ მიდრეკილების ისტორიის გაფიარება ბრაზილიელი ლიდერის პოლიტიკით უკმაყოფილო დასავლელი ლიდერების მოფიქრებულია.

* ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ბრაზილიელ მამაკაცებს მოუწოდებს, სექსის დროს გამოიყენონ პრეზერვატივი, რომ დააზღვიონ ქალები შიდსით დაინფიცირებისგან. პრეზიდენტის თქმით, „ჰეტეროსექსუალ ქალებს შორის კატასტროფულად მატულობს შიდსით ინფიცირებულთა რიცხვი, რაც ნამდვილი უსამართლობაა. ჩვენ უნდა დავიწყოთ პრეზერვატივების უფასო დარიგების აქცია და პარალელურად, ვასწავლოთ მამაკაცებს მათი მოხმარება. სექსი პრეზერვატივით – ბრაზილიის გადარჩენის ერთ-ერთი წინაპირობაა“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოიწონა პრეზიდენტის მოწოდება.

* ბრაზილიის პრეზიდენტის ლუის ინასიო ლულა და სილვას უფროს ძმას, ჟენივალა და სილვას, მაფიასთან კავშირი ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, პრეზიდენტის ძმა დაკავშირებულია უკანონო სათამაშო ბიზნესთან, რომელსაც ბრაზილიური კრიმინალური კლანები მფარველობენ. სატელეფონო მოსმენების შედეგად დადასტურდა, რომ ჟენივალა და სილვა აწარმოებდა მოლაპარაკებებს არალეგალური სათამაშო ბიზნესის მფარველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და, გარდა ამისა, ხელს უწყობდა ბრაზილიაში სათამაშო ავტომატებისა და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდული გზით შემოტანას.

* პოპულარული როკ-ჯგუფ „იუთუს“ სოლისტი ბონო, ბრაზილიაში ვიზიტის დროს, სპეციალური მიწვევით ესტუმრა პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც აუდიენცია შედგა ლუის ინასიო ლულა და სილვასთან. შეხვედრა ბრაზილიაში არსებულ შიმშილთან ბრძოლას ეხებოდა. ლულა და სილვას ინიციატივით ჩამოყალიბდა შიმშილობასთან მებრძოლი ფონდი „ზერო ჰანგერ“. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბონომ საკუთარი გიტარა, მომავალში აუქციონზე გაყიდვის მიზნით, ფონდს შესწირა და პირადად გადასცა ბრაზილიის პრეზიდენტს. ცნობისთვის: ლენი კრავიცის მიერ იმავე ფონდისთვის გადაცემულმა გიტარამ ფონდს 150 ათასი დოლარი მოუტანა.

* ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მსგავსად, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, საკუთარი ოფიციალური ინტერნეტ-ბლოგი გახსნა. დაინტერესება პრეზიდენტის ბლოგის მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ პირველ დღეებში ყოველდღიურად 10 ათასამდე ინტერნეტსტუმარი ჰყავდა, რამაც გარკვეული დროით ბლოგის პარალიზება მოახდინა. ყოველდღიურად ლულა და სილვას ინტერნეტდღიურში ქვეყნდება საინტერესო ცნობები ბრაზილიის შესახებ და პრეზიდენტის ვიდეომიმართვები. ბლოგერ-პრეზიდენტს დღიურის მუშაობაში ორი პროგრამისტი და სამი ჟურნალისტი ეხმარება.


скачать dle 11.3