კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1964 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით დღის 12 საათზე, რომელი პროფესიებია ჩემთვის წარმატების მომტანი, გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და, კერძოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და სასურველი?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგია და წარმატების მომტანი შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ავიაცია, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე, საკონდიტრო სფერო, არქიტექტურა და მშენებლობა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1975 წლის 7 დეკემბერს, დილით. რომელი პროფესიაა მისთვის წარმატების მომტანი და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ურჩევთ დაოჯახებას, რათა სამომავლოდ პრობლემები აიცილოს თავიდან?

პასუხი: მისთვის კარგია ოჯახის შექმნა „სასწორის“, „ვერძის“, „მერწყულისა“ და „მშვილდოსნის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი მისაღები და წარმატების მომტანია სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული და ადმინისტრაციული საქმიანობა, მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, სპორტი, ტექნიკა-მექანიკის სფერო, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმე; მედიცინიდან – ფსიქოთერაპია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, ქირურგია. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, სადაზღვევო კომპანიები, პედაგოგიკა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ასტროლოგია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 2 იანვარს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: კოსმიური მისია უცხოეთს არ უკავშირდება, თუმცა იქ გარკვეული დროით მუშაობა, გამოცდილებისა და კაპიტალის დაგროვება ცუდი არ არის. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ვენესუელა, შვეცია, ყაზახეთი, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიიდან ბავარიის მხარე, მაროკო, ნორვეგია, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 9 მაისს. რომელი პროფესია იქნება ჩემთვის მისაღები და რომელ ნიშანთან მირჩევთ ოჯახის შექმნას?

პასუხი: თქვენთვის კარგია ოჯახის შექმნა „მერწყულის“, „ვერძის“, „ქალწულის“, „თხის რქის“, „თევზებისა“ და „კირჩხიბის“ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, სოციოლოგია, ავიაცია, შემოქმედება ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა, აუდიო, კომპიუტერული, პროგრამული, მობილური და ვიდეო სისტემები. ასევე, წინაღობების გადალახვის შემდეგ წარმატება გელით შემდეგ სფეროებში: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო ინდუსტრია, სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობის ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 8 მარტს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასóუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია ტურისტული ბიზნესი, რადიო, ტელევიზია, ჟურნალისტიკა, პრესა, საგამომცემლო, სარეკლამო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, მთარგმნელობითი საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი.


скачать dle 11.3