კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასწრებაზე


ანუ „შერეკილები“

ქვეყნის კანონშემოქმედებითი ორგანოს შენობის წინ სრულიად საქართველოსგან დარჩენილი საქართველოს ადვოკატები შიმშილობენ, თუმცა, რამდენიმე დღის წინათ შიმშილობა მოქალაქე ანზორ ლომინაძემაც დაიწყო. მისი მოთხოვნები განსხვავებული და შედარებით პროზაულია, კერძოდ, მისი განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, რომ 380 ლარის ოდენობის პენსია მისცეს, რაც, თურმე, არ სრულდება. თუ გავიხსენებთ, რომ სულ მალე ბათუმს ტარკანიც ეწვევა, სტივ უანდერიც და, შესაძლოა, პლასიდო დომინგოც, ბუნებრივია, გასაკვირია, რატომ ენანება ამ ჩვენს ბიუჯეტგაზრდილ სახელმწიფოს თავისი მოქალაქისთვის 380 ლარი პენსია. მეორე მხრივ, გასაკვირია თუ არა, ადვოკატებმა, რომლებმაც, ასევე, პარლამენტი აარჩიეს პროტესტის ადგილად, მოშიმშილე მოქალაქეს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ „არ მოხდეს ამ ორი აქციისა და პრობლემის ერთმანეთში აღრევა“. მოქალაქე ლომინაძე საკმაოდ კანონმორჩილი აღმოჩნდა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა და ქაშუეთის ეკლესიასთან გადაინაცვლა. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა რეაქცია იქნება ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან, ანუ რომელ პროტესტს გაუმართლებს, მაგრამ, ფაქტია, რომ, „შერეკილების“ არ იყოს, ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა.


скачать dle 11.3