კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამშობლოაოხრებულები


ვინ გადაიხდის მეტს?!

ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობ მიზეზთა გამო, ჩვენს სამშობლოში 9 მაისი 8 მაისს ვიზეიმეთ, რუსეთის გულში კი – ჩვეულებისამებრ, 9-ში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია მიწვეული არ ყოფილა, ზეიმს ქართველების გარეშე მაინც არ ჩაუვლია: ტრიბუნებს ქ-ნი ბურჯანაძე და ბ-ნი ნოღაიდელი ამშვენებდნენ (თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ამ უკანასკნელმა დაგვაიმედა, რომ დავათბობთ, 9 მაისის აღლუმებზე ქართულ ჯარსაც ჩავატარებთო. რაღა უჭირს ქართულ ჯარს!). მეტიც, ზეიმზე შეკრებილებს ქეთა თოფურიამაც უმღერა. ქართველებისა და 9 მაისის თემამ (უნდა დასწრებოდნენ თუ არა) ჩვენს ქვეყანაში აზრთა მრავალფეროვნება გამოიწვია, განსაკუთრებით, სიმღერის ნაწილში. ერთი მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ ოკუპანტებს არ უნდა უმღერო (პირადად მე ამ პირველი ჩვენების მიმდევართა მხარეს ვარ); მეორენი დარწმუნებული ბრძანდებიან, რომ ხელოვანს პოლიტიკასთან საერთო არ აქვს. ასეა თუ ისე, სამართლიანობის გამო უნდა ითქვას, რომ ქეთა თოფურიას ახალი და გასაკვირი არაფერი ჩაუდენია და, აი, რატომ: არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენმა საზოგადოებამ სრულიად გულგრილად მიიღო ფაქტი, როდესაც „სიმართლის დროში“ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ აღიარა, რომ კარგ ჰონორარად ანტიქართულ ფილმში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. იმასაც გულმშვიდად შეხვდა, რომ მომღერალი ეკა კვალიაშვილი, ოღონდ კონკურსი ყოფილიყო და დიდი სიამოვნებით იმღერებდა რუსეთის სახელით. მეტიც, ამ ორ აღიარებას ჩვენი საზოგადოება არათუ გულგრილად შეხვდა, ისინი ტაშითაც დააჯილდოვა, იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ამის მთქმელებმა თანხაც მოიგეს. ასე რომ, რაკი ყველა ისე და იმდენად ჰყიდის, რამდენსაც სთავაზობენ, კიდევ დიდხანს ვიქნებით ასე დედა და სამშობლოაოხრებულები.


скачать dle 11.3