კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებებს იწვევს სიმსუქნე

გაფრთხილებთ, რომ სიმსუქნე – ეს არის ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, კანქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ დაგროვებას. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების 40 პროცენტს შეადგენს მსუქანი მოსახლეობა, 14 პროცენტამდე, მსუქანი ბავშვების რაოდენობა.

სიმსუქნემ, შეიძლება, გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მძიმე გართულებები, შაქრიანი დიაბეტი, ნაღველ-კენჭოვანი, შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ნიკრისის ქარი და ასე შემდეგ.

სიმსუქნე ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. მისი განსაკუთრებით გავრცელებული ფორმაა პირველადი სიმსუქნე.

გამოყოფენ პირველადი სიმსუქნის ორ სახეობას: კვებითს, ანუ ალიმენტურს და ნეირო-ენდოკრინულს.

მეორადი სიმსუქნე სხვადასხვა დაავადებით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჩვენ შევეხებით მხოლოდ პირველადი სიმსუქნის კვებით ფორმას:

სიმსუქნის ხარისხებია:

პირველი – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას არაუმეტეს 29 პროცენტით აღემატება;

მეორე – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 30-49 პროცენტით აღემატება;

მესამე – როდესაც სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 50-99 პროცენტით აღემატება;

მეოთხე – სხეულის მასა თავის „იდეალურ“ წონას 100 პროცენტით და მეტით აღემატება.

სიმსუქნის განვითარებას ხელს უწყობს კვების რეჟიმის დარღვევა, მცირე ფიზიკური დატვირთვა, სისტემატურად გადამეტებული ჭამა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება. I და II ხარისხის სიმსუქნის დროს ავადმყოფს ჯანმრთელობის მხრივ ჩივილები არ აქვს. შეწუხებულია მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით.

გამოხატული სიმსუქნის დროს შეიძლება დაირღვას მიკროცირკულაცია. ავადმყოფს აღენიშნება ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ტროფიკული დარღვევის სიმპტომები. საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე სხეულის დიდი მასით გამოწვეულმა ძლიერმა დატვირთვამ მამოძრავებელი ფუნქციის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს.

სიმსუქნით დაავადებული ადამიანები უჩივიან ადვილად დაღლას, სისუსტეს, აჩქარებულ და გაძლიერებულ გულისცემას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ქოშინს.

სიმსუქნე ასევე იწვევს არტერიული წნევის მომატებას, შეიძლება, გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი. სიმსუქნით დაავადებულებში შეიმჩნევა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის მოშლა. სიმსუქნით დაავადებული მამაკაცები ხშირად სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას უჩივიან, ქალები კი – მენსტრუალური ციკლის დარღვევას. ასეთ ავადმყოფებს უფრო ხშირად უჩნდებათ ნიკრისის ქარი.

სიმსუქნის მკურნალობის ძირითადი მეთოდია დიეტა.

ამჟამად დიეტას უმატებენ ცელულოზას. მისი შეთვისება ორგანიზმის მიერ არ ხდება, სამაგიეროდ, საჭმლის მასასთან მისი შერევისას ავადმყოფს გაძღომის შეგრძნება უვითარდება. განსაკუთრებით ეფექტურია დიეტასთან ერთად, მის პარალელურად ჩატარდეს სამკურნალო ვარჯიშები და წყლის პროცედურები: შარკოს შხაპი, წყლისქვეშა მასაჟები.

სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ვურჩევთ:

1. ჭამონ მხოლოდ მოშიების შემთხვევაში;

2. დღიური საჭმლის ნახევარს უმი მცენარეული საკვები უნდა შეადგენდეს;

3. სითხეები და ხილი უნდა მიიღონ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან მათი მიღება ერთ კვებად უნდა ჩაითვალოს;

4. პირველი კერძი აუცილებლად უნდა იყოს ბოსტნეულისგან მომზადებული სალათა, მეორე კერძი კი უნდა შედგებოდეს ცილოვანი ან სახამებლით მდიდარი პროდუქტებით.

5. უნდა აიკრძალოს ხელოვნური და რაფინირებული საკვების მიღება (ძეხვი, ტორტი, შაქარი და ასე შემდეგ), ასევე სტიმულატორები: ჩაი, ყავა, ალკოჰოლი.

მადის დასაკარგავად და სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება სიმინდის ფოჩებისგან დამზადებული ექსტრაქტი.

ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად გთავაზობთ შემდეგ ნაკრებს:

ცერეცოს ნაყოფი – 15 გრამი, გვირილას ყვავილი – 15 გრამი, ცაცხვის ყვავილი – 25 გრამი, დიდგულას ყვავილი – 25 გრამი, ბაღის პიტნის ფოთლები – 20 გრამი.

მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში და გაწურეთ.

ნაყენი მიიღეთ დღეში 2-3 ყავის ჭიქის ოდენობით. მკურნალობის კურსია 8-10 კვირა.

გთავაზობთ აგრეთვე ნაკრებს, რომელიც გამოიყენება როგორც შარდმდენ, ასევე კუჭის ასამოქმედებელ საშუალებად:

ხეჭრელას ქერქი – 60 გრამი, ბაბუაწვერას ფესვები – 20 გრამი, ოხრახუშის ნაყოფი – 20 გრამი; ცერეცოს ნაყოფი – 20 გრამი, ბაღის პიტნის ფოთლები – 20 გრამი.

მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ ნაკრებს დაესხას 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 3-4 საათის განმავლობაში და გაწურეთ.

ნაყენი მიიღეთ დილაობით, დღეში 200 მილილიტრიდან 400 მილილიტრამდე.

ასე რომ, უფრთხილდით ჭარბ წონას და დაიცავით დიეტა!

скачать dle 11.3