კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შვიდი მამაკაცი ქალისთვის


თუ თქვენ არჩევანი ჯერაც ვერ გააკეთეთ და არ იცით, როგორი ტიპის მამაკაცთან იცხოვრებდით მშვიდად და ბედნიერად, განვიხილოთ მამაკაცის შვიდი ძირითადი ფსიქოტიპი და არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.

1. „დამცავი ჟილეტი“ – შეიძლება ის მართლაც მზად არის, უსიტყვოდ აიტანოს თქვენი წუწუნი, თანაც საკმაოდ დიდხანს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უიმედოდ არის შეყვარებული. ნებისმიერ სიტუაციაში, შეგიძლიათ, გქონდეთ მისი იმედი, დაუფიქრებლად დადგება თქვენ გვერდით, მაგრამ თუ ხელს ჰკრავთ, საშინელ დეპრესიაში ჩავარდება. ამ ტიპის მამაკაცი უფრო მეგობრად გამოგადგებათ, ვიდრე მეუღლედ. თუკი, რა თქმა უნდა, არ გჭირდებათ მხარი, რომელზეც თქვენს პრობლემებს გამოიტირებთ;

2. „კრიტიკოსი“ – ერთი შეხედვით, სრულიად უგრძნობი ტიპია. უყვარს ყოველთვის ყველაფერი შეგისწოროთ და შენიშვნების კორიანტელში გაგხვიოთ. დაგიმტკიცებთ, რომ არაფერიც არ იცით, მაგრამ არც ბოროტია და არც ცინიკოსი, უბრალოდ, ბევრს კითხულობს და ყველა კრიტიკოსის სჯერა. სამაგიეროდ, ერთგულია და იცის, რომ ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. თუ კრიტიკას გაუძლებთ, ის ცუდი ქმარი არ იქნება;

3. „ესკორტი“ – ნუ იცინით. ამ ტიპის მამაკაცს გარეგნობას ვერ დაუწუნებთ. კარგი მანერებიც აქვს და ისიც იცის, საზოგადოება როგორ მოხიბლოს. კარგი კავალერია, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან უყვარს. მის გვერდით ქალიც იფურჩქნება, მაგრამ ეჭვიანი არ უნდა იყოთ, თორემ, თუ მის ერთგულებაში ერთხელ მაინც შეგეპარებათ ეჭვი, ამისგან ვეღარ გათავისუფლდებით და ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაგექცევათ;

4. „უბრალოდ, მეგობარი“ – უკვე ყველაფერია ნათქვამი. ფოიერვერკებს და თვალისმომჭრელ სიურპრიზებს მისგან ნუ ელოდებით. ვერც სექსუალური ფანტაზიებით მოგხიბლავთ. სამაგიეროდ, გვერდით ერთგული მეგობარი გეყოლებათ, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში შეგიძლიათ ენდოთ;

5. „ხელმარჯვე ოსტატი“ – ის საოცრებაა. სულერთია, რა გაგიფუჭდებათ, დაივიწყეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები. თქვენ ეს აღარასოდეს შეგაწუხებთ. კომპიუტერი გაფუჭდება თუ ონკანი მოიშლება, ის მაშინვე შეაკეთებს ისე, რომ თხოვნაც არ დაგჭირდებათ. ოღონდ, ბოროტადაც ნუ გამოიყენებთ მის შესაძლებლობებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ის თქვენი მეუღლეა და არა დაქირავებული ხელოსანი;

6. „მარად შეყვარებული“ – თუ ერთხელ დაიპყრობთ მის გულს, მორჩა, სამუდამოდ ჩარჩებით იქ. ვის არ უნდა, გვერდით შეყვარებული მამაკაცი ჰყავდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ისინი ძალიან დეპრესიული, ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციურები არიან. საკმარისი იქნება, თქვენი ერთი გულგრილი გამოხედვა, რომ აქვითინდეს. ვერც ყურადღებას მოაკლებთ, ნერვიული სტრესი დაემართება;

7. „პაციენტი“ – ხართ ფსიქოანალიტიკოსი? მაშინ შეგიძლიათ, არჩევანი მასზე გააკეთოთ, მაგრამ, არც ისე სახარბიელო ვარიანტია. ის, რაც მას სჭირს, გადამდებია. გამუდმებით ადარებს საკუთარ თავს სხვებს და წუხს, რომ ცხოვრებაში არ უმართლებს. დარწმუნებული იყავით, რომ არც გაუმართლებს. არავითარი ოპტიმიზმი – ეს გრძნობა მისთვის უცხოა!

მოგწონთ ასეთი ტიპები? – მაშინ ნუღარავის ეწუწუნებით.


скачать dle 11.3