კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

პირველი – არა გადამწყვეტი!


დღეს ყველამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს პირველ პაემანზე. იქნებ სასაცილოდაც მოეჩვენოს ვინმეს ამაზე საუბარი, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა ხშირად გვაშვებინებს ისეთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორება, მერე გვიჭირს. ყველაზე დიდი შეცდომაა პირველი პაემნისთვის იმაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება, ვიდრე მას სინამდვილეში აქვს. რა თქმა უნდა, პირველი შთაბეჭდილება ზოგჯერ ნამდვილად არის გადამწყვეტი, მაგრამ საკმაოდ იშვიათად. ამიტომ, ნუ დაკომპლექსდებით, თორემ შეცდომას შეცდომაზე დაუშვებთ. არ არის საჭირო განსაკუთრებულად გამოიპრანჭოთ. ჩაიცვით ის, რაშიც თავს მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნობთ. თუ თქვენთვის ვიწრო, მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები უცხოა, მაინცდამაინც, იმ დღეს ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს. თავს უხერხულად იგრძნობთ და ეს თქვენზე უარყოფითად აისახება. როცა თავისუფლად მოქმედებაში რაღაც სერიოზულად გიშლით ხელს, მშვიდად და ლაღად ვერ იქნებით. შეიძლება, საერთოდ სასაცილოც კი იყოთ. ამიტომ, ნუ მოინდომებთ სწორედ პირველ პაემანზე შეიცვალოთ იმიჯი, თანაც, რადიკალურად.

პირველი პაემანი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მის გაოცებას კიდევ მოასწრებთ. ამისთვის დრო გექნებათ. კიდევ უფრო საინტერესოა, როცა საყვარელ ადამიანს ერთ დღეს სულ სხვა თვალით დაინახავთ;

პირველ პაემანზე არ უნდა მოყვეთ ყველაფერი თქვენ შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირზე კლიტე უნდა დაიდოთ, მაგრამ ზედმეტი გულახდილობაც არ არის კარგი. ჯერ შეხედეთ, დააკვირდით და მერე თავად გადაწყვიტეთ, რა არის მოსაყოლი და რა არა!

P. S. მთავარია, მას თქვენი მეორედ ნახვის სურვილი გაუჩნდეს. სასურველია, პირველი პაემანი დიდხანს არ გაგრძელდეს. დაძაბულობა მაინც იქნება. ამიტომ უმჯობესია, შეხვდეთ მეორედ, მესამედ და უფრო კომფორტულ გარემოში.


скачать dle 11.3