კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მითი სიყვარულზე


„ცხოვრობდნენ დიდხანს, სიყვარულში და ერთ დღეს დაიხოცნენ“, – ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება და, ჩვენც, რატომღაც ამ ზღაპრების დაჯერება გვირჩევნია, ვიდრე რეალობის. რა თქმა უნდა, არსებობს სიყვარული, რომელიც დროსაც უძლებს და ცხოვრების გამოცდასაც, მაგრამ რეალობის არდანახვა ისევ სიყვარულს უშლის ხელს. ალბათ, დროა, მითი რეალობისგან გავმიჯნოთ.

1. არ დაიჯეროთ, რომ ოჯახური ბედნიერება აუცილებლად უზარმაზარ სიყვარულზე იგება. ძალიან ბევრი, სწორედ, დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი ინგრევა და მერე უკვირთ ხოლმე – იყო კი ეს სიყვარულიო?!

2. მეორე მითი – თუ გიყვართ, თუკი მართლა გიყვართ, განსხვავებული აზრი არაფერზე არ უნდა გქონდეთ. რა სისულელეა! თუ ყოველთვის ყველაფერში დაეთანხმებით ერთმანეთს, მალე ისე მოგწყინდებათ, უკანმოუხედავად გაიქცევით იქ, სადაც მრავალფეროვნებას შემოგთავაზებენ. სიყვარულს არანაირად არ უშლის ხელს „თავისუფალი სივრცე“. პიროვნულ თავისუფლებას სიყვარული არ ზღუდავს. რატომ უნდა თქვათ უარი თქვენს ინტერესებზე. რატომ უნდა მოიწონოთ ის, რაც არ მოგწონთ. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს შეყვარებულს მიბაძოთ?! – დაგვიჯერეთ, არ ღირს. მან თქვენში უკვე შეიყვარა ის, რაც თავისთვის მიმზიდველად დაინახა. არ დაკარგოთ ინდივიდუალიზმი, ეს თქვენი კოზირია;

3. ყველაზე იდეალურ ურთიერთობაშიც კი დგება გაუცხოების, სიცივის ეტაპები. ეს გარდაუვალია, გრძნობა არ არის მარადიული. მით უმეტეს, ინტენსიური. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა და მისთვის ბუნებრივად არის დამახასიათებელი გულგრილობა. ამიტომაც, ზოგჯერ ჩხუბიც ძალიან საჭირო და სასარგებლოა. სრული სიმშვიდე ემოციების არარსებობაზე მიუთითებს;

4. სიყვარულის შენარჩუნებაზე ზრუნვა აუცილებელია. ის უნდა იკვებებოდეს ემოციებით, სიახლეებით, თუმცა ვერაფრით შეძლებთ, სიცოცხლის ბოლომდე ისეთივე შეინარჩუნოთ, როგორიც პირველ ეტაპზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი სიყვარული განწირულია. მისი შემდგომი ეტაპები, როგორიც არის ურთიერთნდობა, შეჩვევა, მეგობრობა – არანაკლებ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რადგან სწორედ ისინი „კრავს“ თქვენს კავშირს.


скачать dle 11.3