კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა როლი მიუძღვის მაესტრო მორისს დეპრესიიდან ქართველი ქალების გამოყვანაში


მაესტრო მორისმა ცეკვა-ცეკვით შემოიარა მსოფლიო. ახლა ის მეგრულ-ლათინურ-კუბური ტემპერამენტის ნაზავით მულატი გოგონების მოხიბვლას ცდილობს. მაესტროს ცეკვაში სისწრაფე უყვარს, თუმცა, როცა პარტნიორი ქალი მას აჭარბებს მოზღვავებული ენერგიით, ამაზე ღიზიანდება და ცდილობს მისგან არასწორად წამოსული ენერგია ჩაახშოს.


– ამბობენ, ახლობელ ადამიანთან ცეკვა არ არის იოლიო. თავად როგორ მოგაჩნია?

– მე ასეთი პრობლემა არასდროს მქონია. თავიდან, როცა ცეკვაზე მიმიყვანეს, მეწყვილე არ მომეწონა და ჩემი და მივუყვანე. მას შემდეგ მე და მაიკო ერთად ვცეკვავთ და კარგადაც ვეწყობით. ერთი სიტყვით, შეხმატკბილებულები ვართ.

– ესე იგი, ქალი თუ არ მოგეწონა, მასთან ვერ იცეკვებ?

– ვერანაირად. (იცინის) ყოველ შემთხვევაში, გულით ვერ ვიცეკვებ. კონკურსის დროს, მოგწონს თუ არა ქალბატონები, უნდა აცეკვო. თანაც, ყველას ერთი და იმავე ილეთებით ვაცეკვებ. ეს პროფესიონალური მომენტია. რაც შეეხება გულით ცეკვას, ასე მაშინ ცეკვავენ, როცა პარტნიორებს ერთმანეთი მოსწონთ.

– ქალის ფსიქოლოგიაში ერკვევი?

– ვერკვევი და თან ძალიან კარგად. ადრე იყო ასეთი გადაცემა „მაესტრო მორისის როლი დეპრესიიდან ქართველი ქალების გამოყვანაში“. ცეკვის სწავლის დროს, როცა ადამიანს უხსნი, ცდილობ, როგორმე ილეთი გამოუვიდეს, ამას ნერვებიც უნდა და ფსიქოლოგიის ცოდნაც. როგორც კი აითვისებს და ილეთი კარგად გამოუვა, დეპრესია ეხსნება, გონება სხვა რამეზე იწყებს ფიქრს, სხვაგან გადადის აზროვნება. სიამოვნებას რომ იღებ ცეკვისგან, დეპრესიაც ქრება. მართლა აქვს ამას უდიდესი, თავისებურად დიდი მუხტი.

– რამდენი ქალი იხსენი დეპრესიისგან?

– ძალიან ბევრი. (იცინის) ცეკვაზე რომ მოდიან, სახეზე ვატყობ, რა აწუხებთ. მათ განსაკუთრებული მიდგომა უნდათ. ცეკვა ერთგვარი ფსიქოთერაპიაც არის. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მას ისე უნდა აუხსნა, ცეკვის ენით მოეფერო, რომ გული არ აიყაროს. ახსნა მოფერებით ვიცი.

– ცეცხლოვანი ცეკვის დროს ქალისთვის სიყვარული თუ აგიხსნია?

– ყველა ცეკვა სიყვარულის ახსნაა და გამოდის, რომ ვისთანაც მიცეკვია, ყველასთვის ამიხსნია სიყვარული (იცინის).

– სიარულის მანერის მიხედვით თუ ხვდები ქალის ხასიათს?

– როგორ არა. სიარულზე ეტყობა ადამიანს როგორია. დეპრესიულები მოხრილები დადიან, მხიარულები კი წელში გამართულები.

– უცხო ქვეყნები ცეკვით გაქვს შემოვლილი. რომელი ქვეყნის ქალებმა მოგხიბლეს?

– კუბელებმა, ბრაზილიელებმა, ლათინო-ამერიკული ქვეყნების წარმომადგენლებმა, უფრო მულატებმა – ძალიან კარგად მოძრაობენ და ჩამოსხმული ტან-ფეხი აქვთ. ქართველ ქალს შინაგანი ცეცხლი არ გააჩნია. მე ამას ყველა ქართველ ქალზე არ ვამბობ, მაგრამ დამეთანხმეთ, უმეტესობა ასეთია.

– ინგა გრიგოლია მართლა სწავლობდა შენთან ცეკვას?

– ერთი-ორ გაკვეთილზე იარა, მერე დრო არ ჰქონდა და მოუცლელობის გამო ვეღარ მოახერხა. აი, მასთანაც მიცეკვია. ძალიან მონდომებული იყო. ჩემთან რადგან იცეკვა, ესე იგი, კარგად ცეკვავს (იცინის).

– ინგაც დეპრესიის მოსახსნელად ხომ არ მოვიდა?

– არ მგონია. კლუბ „ჯოიში“ ვცეკვავდი. დამინახა და ჩემი ცეკვა მოეწონა. როცა შევხედე, დეპრესიის არაფერი ეტყობოდა. სხვათა შორის, ლიზა ბაგრატიონთანაც მიცეკვია. კარგი ხასიათის გოგოა და ეს ხასიათი მის ცეკვაშიც ჩანს. ლიზა ხასიათით მოცეკვავეა. (იცინის).

– როცა ცეკვის დროს ქალი მოუქნელი და უხეშია, რა რეაქცია გაქვს?

– ცეკვის დროს მამაკაცზეა დამოკიდებული ბევრი რამ. არ არსებობს მოუქნელი და უხეში ქალი, რომელთანაც ცეკვას ვერ შევძლებ. ხელის მოძრაობით, დატრიალებით შეიძლება პარალელი გავავლო აიკიდოსთან, რადგან აიკიდოს ხელოვნება ის არის, რომ სხვისი ენერგია გამოიყენო და ის ისეთი მიმართულებით წაიყვანო, დაატრიალო, რომ პარტნიორიც გააოცო. მე ვცდილობ, ქალის არასწორი ქცევა, ხელის მოძრაობით და დატრიალებით გამოვასწორო და ენერგია სწორად დავახარჯვინო ან პირიქით, ჩემი გადავცე. ზოგი ქალი ძალიან სწრაფია და ეს სწორად მიაჩნია. გადაჭარბებული სიჩქარის ცეკვა უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ქალი უნდა აგყვეს, თუმცა, უფრო სწორად, კაცმა უნდა აიყოლიოს.

– ინგა გრიგოლიას საკმაოდ მოჭარბებული ენერგია აქვს. მისი ენერგიის გადმოცემა ცეკვის დროს იგრძენი?

– დადებითი ენერგიით იყო დამუხტული ყოველი ცეკვა. შეიძლება, არაპროფესიონალურ მოძრაობებს აკეთებს ადამიანი, მაგრამ ცეკვა შენი სულიერი მდგომარეობის გადმოცემაა მოძრაობაში. ყოველთვის ლამაზი საყურებელია ცეკვა, თუ ის გულიდან მოდის.

– ამერიკის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის, მეუღლესთანაც გიცეკვია, როგორ აგყვა?

– უამრავ შეხვედრაზე მიცეკვია, ბევრ პოლიტიკოს ქალთან თუ პოლიტიკოსების ცოლებთან. მაილსის რეზიდენციაში საღამო ჩავატარეთ და სწორედ იქ ვეცეკვე მის მეუღლეს. მოვახერხე მასთან ცეკვა და მგონი, კმაყოფილი დარჩა.

– ცეკვის დროს ქალისთვის შენიშვნა თუ მიგიცია?

– მიმიცია, მაგრამ ტაქტიანად. შენიშვნა ისე უნდა მისცე ქალს, რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნოს თავი და გამოასწოროს, უხეშად კი არ უნდა მიმართო, რომ აწყენინო. ბევრი ვერ ხვდება, რომ შეცდომას უშვებს და არც შენიშვნა სიამოვნებს. თან სიტყვას, ხომ იცით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

– თუ არსებობს ქალი, ვისთან ცეკვაზეც ოცნებობ?

– უიტნი ჰიუსტონთან ვიცეკვებდი დიდი სიამოვნებით. დიდი მუსიკოსია, და მგონი, არც ჩემთან ცეკვა გაუჭირდება. კუბელები უკვე მოვხიბლე, მთელი ჩემი კავკასიური ემოცია ჩავდე, განსხვავებული ხაზით ვაჩვენე მათ ცეკვები (იცინის).

– როგორ ფიქრობ, კუბელების წინაშე შენმა კავკასიურმა ტემპერამენტმა გაჭრა?

– რა თქმა უნდა. მათსავე ქვეყანაში, როცა ირგვლივ ამდენ ლამაზ კუბელ, ცეცხლოვან ქალს ხედავ, ტემპერამენტი ორმაგდება და ცეკვის ჟინიც პიკს აღწევს. წარმოშობით მეგრელი ვარ. ხომ იცით, ამ კუთხის ხალხი სწრაფები ვართ.


скачать dle 11.3