კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აკეთებს ქალი სიამოვნებით და როდის ხდება სასწაული ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში, მარიამ ჯოლოგუას აზრით


„მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!.. – ეს სიტყვები შეიძლება ბევრჯერ გვითქვამს, მაგრამ ეს ყველას მაგივრად და ყველაზე კარგად თქვა ერთმა ადამიანმა, რომელიც დღეს უკვე მარადისობის ნაწილია. მარიამ ჯოლოგუასთვის ნიკო გომელაურთან ხანმოკლე ურთიერთობა მხოლოდ ერთ სპექტაკლში, თითქმის მთელი სიცოცხლის მომცველი და ემოციურად ისეთი დატვირთული აღმოჩნდა, რომ დღეს მარიამი უკვე ნიკოს მაგალითით ამბობს, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მამაკაცი.


მარიამ ჯოლოგუა: ეს სპექტაკლი – „მიყვარხარ... მიყვარხარ... მიყვარხარ!“ – სპეციალურად ნიკოსთვის დაიწერა. ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა თქვა, პიესა რომ გავატანე, ველოდებოდი რას დამირეკავდა. ყურმილი რომ ავიღე, მითხრა – დიდი მადლობაო! ყველაზე დიდი სათქმელი, რაც ნიკო გომელაურს ჰქონდა, ამ სპექტაკლში ჩატია და თქვა. ნიკო ახლოს ამ სპექტაკლზე მუშაობისას გავიცანი. ის ჩემი მეუღლის როლს ასრულებს და მეორე მოქმედებაში მიდის ცხოვრებიდან. მე არ ვიცი, რა ძალა უნდა გქონდეს ადამიანს, რომ საკუთარი სიკვდილი ითამაშო. ნიკომ ეს შეძლო. ბოლო სპექტაკლზე 40 გრადუსი ჰქონდა თურმე სიცხე და მე ეს მერე გავიგე. ყველა სცენაში თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, ვეხებოდი ხელებით და მე არ მიგრძნია, თუ მას საერთოდ რამე აწუხებდა. არანორმალურად ძლიერი ადამიანი იყო, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი კაცი. ნიკო გომელაური ჭეშმარიტი მამაკაცი იყო და ადამიანი, რომლის მაგალითითაც შეიძლება თაობა გაიზარდოს. სხვათა შორის, ყველაზე მეტი ჭირისუფალი სწორედ ახალგაზრდობა იყო.

– რეალურ ცხოვრებაში თუ გჯერა ისეთი სიყვარულის, რომელზეც ლაპარაკობდა ნიკო და რომელიც არის მაგ სპექტაკლში?

– მინდა, რომ მჯეროდეს. იმიტომ, რომ სიყვარული ასეთი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია, მაგრამ, ვპოულობთ თუ არა ადამიანები საკუთარ თავში ძალას, რომ ასე გვიყვარდეს – ეს უკვე სხვა საკითხია. სიკვდილი ხომ ის გარდაუვალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უძლურია. მხოლოდ სიყვარული თუ დაუპირისპირდება ამ გარდაუვალობას. იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარსაც კი გადალახავს და იმარჯვებს.

– კაცებს უფრო შეუძლიათ ასეთი სიყვარული, თუ ქალებს?

– რა არის, იცი? მე ადამიანებს ჯერ პიროვნული თვისებების მიხედვით ვყოფ და მხოლოდ ამის შემდეგ კაცებად და ქალებად. სქესი ძალიან მეორეხარისხოვანია, როცა ადამიანის ხასიათსა და მის შესაძლებლობებზე ვლაპარაკობთ. ამიტომ, ვერ ვიტყვი, კაცს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია თუ ქალს. იდეალური ვარიანტია, როცა ორივეს ძალიან ძლიერი გრძნობა აქვს და სწორედ მაშინ ხდება მათ ცხოვრებაში სასწაული.

– ხომ არ ფიქრობ, მამაკაცი რომ ყოფილიყავი, უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდი?

– არანაირად. მე ქალიც ძალიან ბევრს ვაკეთებ და არც სიძლიერე მაკლია. აბსოლუტურად მაკმაყოფილებს საკუთარი სქესი და მართლა არასდროს მიფიქრია, მამაკაცად რომ დავბადებულიყავი, რაღაცით პრივილეგირებული ვიქნებოდი (იცინის). საერთოდ, რატომ უნდა იყოს ეს პრივილეგია? ვითომ, მამაკაცებისთვის უფრო ადვილია ცხოვრება? რაღაც, არ მგონია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენს იტვირთავ. მე მაინც ვფიქრობ, როცა ადამიანი არის ერთგული, აქვს სიყვარულის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და გაცნობიერებული თავისი მოვალეობები, ქალი იქნება თუ კაცი, მარტივად ვერ იცხოვრებს. სიყვარულისთვის, საყვარელი ადამიანისთვის თავდადება და ბრძოლა ორივეს უწევს და ორივე ვალდებულია, არ იყოს მარტო საკუთარი თავისთვის.

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, საკუთარ თავზე რამდენს იტვირთავო.

– რა თქმა უნდა. მე მიმაჩნია, რომ ყველა პრობლემა, რომელიც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში წარმოიშობა ფემინიზმიც, ქალების მეტისმეტი გააქტიურებაც და კაცებთან გათანაბრებისკენ ლტოლვაც – არის მამაკაცის ბრალი. ყველა ქალს უნდა, გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, რომელსაც ის დაემორჩილება, რომელზეც დამოკიდებული იქნება. ეს ისევეა ქალში კოდირებული, როგორც ის, რომ საკუთარი შვილი უნდა უყვარდეს. მე ამის მჯერა და, თუ ქალი ამის საწინააღმდეგოდ მიდის, ესე იგი ამას რაღაცა აიძულებს. მამაკაცის არსში კი დევს, მოუაროს ქალს, დაიცვას ის და იზრუნოს მასზე. ბიბლიაშიც ასეა და ჩვენი რელიგიაც ამას გვასწავლის. როცა ქალი ძალიან აქტიურობს, ის ამას სიამოვნებით არ აკეთებს. ქალი მაინც მიდრეკილია იმისკენ, რომ აქეთ მოუარონ. თუ ქალი ამბობს, მირჩევნია, სათრევი ისევ მე ვათრიოო, მაშინ, ისიც უნდა აღიაროს, რომ უვარგისი კაცი ჰყავს გვერდით. ბევრ ქალს ეს არ უნდა და მე აბსოლუტურად მესმის მათი. სამწუხაროდ, ჩვენი რეალობა ასეთ მაგალითებს მოკლებული არ არის.

– რა არის ჭეშმარიტი მამაკაცის მთავარი ღირსება, ანუ, როგორი მამაკაცი სჭირდებათ ქალებს?

– მირჩევნია, გითხრა, მე როგორი მამაკაცი მჭირდება, იმიტომ, რომ ყველა ქალს თავისი ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს მამაკაცის მიმართ. მე მჭირდება კაცისგან ურთიერთგაგება, სიყვარული (იცინის), აღმაფრენა, ყურადღება და ის, რაზეც წეღან ვილაპარაკეთ – უნდა იყოს ჩემზე ძლიერი.

– ამბობენ, ქალს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა სჭირდებაო.

– რაღაც მომენტში ცოტა სჭირდება, რაღაც მომენტში კი – ძალიან ბევრი (იცინის), ოღონდ, ამ „ბევრში“ არ ვგულისხმობ არაფერ მატერიალურს. სიყვარული უნდა იყოს ბევრი, რაც გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე „იაგუარი“ ავტოფარეხში ან ფული (იცინის).

– მე მიჭირს იმის მიხვედრა, რატომ ეპატიება მამაკაცს ის, რასაც არ ჰპატიობენ ქალს.

– მაგას ვერც მე ვხვდები. მაგალითად, ის, რომ შეიძლება ქალმა კაცის ღალატზე თვალი დახუჭოს. ეს ან ისეთი ურთიერთგაგება და დიდსულოვნებაა, რომლამდეც მე ალბათ ჯერ ვერ მივედი, ან – არაპრინციპულობა.

– თუ პრინციპულობა საყვარელ ადამიანს გაკარგვინებს, ან, თუ ინანიებს ჩადენილს?

– თუ ადამიანი გულწრფელად ინანიებს, ქალი იქნება, თუ კაცი, უფლება არ გაქვს, არ აპატიო, მაგრამ, შეიძლება, აპატიო გონებით. გულითაც შეიძლება პატიება, თუმცა, შენში აუცილებლად იქნება „რაღაც“, რაც ვერ აპატიებს. აქედან გამომდინარე, ისევ შენში მოკვდება ეს „რაღაც“, რაც, შენგან დამოუკიდებლად აუცილებლად აისახება ურთიერთობაზეც. საბედნიეროდ, მე ჯერ არ მქონია შემთხვევა, ასეთი რაღაც გამომეცადა და, ალბათ, ვერც ვიქნები კომპეტენტური. ძნელია, ვთქვა, როგორ მოვიქცევი კონკრეტულ შემთხვევაში, მიჭირს ლაპარაკი იმაზე, რაც არ ვიცი. მაგრამ, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არასოდეს არ უნდა თქვა „არასოდეს“. ეს ნამდვილად ვიცი, რომ არც ერთმა ადამიანმა არ იცის წინასწარ, როდის რას გააკეთებს.

(ინტერვიუ წყდება. კარზე ზარია – მარიამისთვის ყვავილები მოიტანეს, – ავტორი).

– ლამაზი თაიგულია?

– (იცინის) ძალიან. იასამნებია და, თანაც, ულამაზესი. მოვყვე? გავედი გავაღე კარი და დამხვდა ბიჭი იასამნის დიდი ბუჩქით – ეს თქვენო. შენგან-მეთქი? არაო და გაიქცა (იცინის).

– ასეთი რაღაც ხშირად ხდება?

– საკმაოდ. თანაც, ამჯერად ვინ გამომიგზავნა, არ ვიცი. აი, კიდევ ერთი მიზეზი იმის დასამტკიცებლად, რომ, უკეთესია, იყო ქალი. აბა, კაცს გაუგზავნის ვინმე თაიგულს და, რომც გაუგზავნოს, გაახარებს ამით?!

– მგონი, კაცებმა შენ უკვე გაპატიეს, სამოთხე რომ დავაკარგვინეთ.

– (იცინის) ვითომ, ჩვენ დავაკარგვინეთ?! კაცი იმიტომ არის კაცი, რომ საკუთარი აზრი გააჩნდეს ყველაფერზე. დათმობაზე წასვლაც შეიძლება, მაგრამ, მე არ მომწონს უპრინციპო მამაკაცები. არც ის მინდა, მე ვმართო და შევქმნა მამაკაცი. ერთი კაცი მყავს უკვე გასაზრდელი და მამაკაცად ჩამოსაყალიბებელი – ჩემი შვილი. ამიტომ, მირჩევნია, ცხოვრების თანამგზავრად უკვე ჩამოყალიბებულს შევხვდე, რომელმაც უკვე იცის, რა უნდა. მე მომხრე ვარ იმის, რომ მამაკაცი იყოს ლიდერი. არ შეიძლება, ქალი ყველაფერში გაუთანაბრდეს მამაკაცს. არა, არა, ერთი ნაბიჯით წინ მაინც მამაკაცი უნდა იყოს.

– შენ როგორი კაცი იქნებოდი, მკაცრი?

– მე სიმკაცრეზე მეტად ურთიერთპატივისცემას ვაფასებ. არ ვიქნებოდი მკაცრი და საყვარელ ქალს აუცილებლად ყველანაირად გავანებივრებდი.


скачать dle 11.3