კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი და საშიში ენერგიებისგან სარკის მეშვეობით და როდის ხდება ის საშიში


ოდითგანვე ცნობილია, რომ სარკეს ენერგეტიკული მუხტის მიზიდვის საოცარი უნარი გააჩნია. იზიდავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგიას. ჩვენს წინაპრებსაც მიაჩნდათ, რომ რადგან სარკე კარგად იზიდავს უარყოფით მუხტს, ამით შეიძლება ოჯახის გაწმენდა უარყოფითი ენერგიებისგან. ასეთ დროს, ოთახის კედლებთან ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგათ ორი სარკე. როგორც კი ნებისმიერი უარყოფითი ძალა მოხვდება ამ ორი სარკის ზონაში, სახლი უმალვე განიმუხტება. ანუ, უარყოფით მუხტს ან ერთი სარკე დაიჭერს, ან მეორე და ოთახიც გაიწმინდება.

ადამიანების უმრავლესობას, დილით გაღვიძებისას სიმძიმის გრძნობა აწუხებს. ამ დროს, გაღვიძების მომენტში ხდება ასტრალური სხეულის გადმოსვლა ფიზიკურ სხეულში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. როდესაც სააბაზანო ოთახში შევდივართ და სარკეში ვიხედებით, ვხედავთ ჩვენს დასიებულ თვალებს, შეშუპებულ სახეს, ამ მომენტში ვერ ვაფიქსირებთ იმას, თუ რა სახის ენერგიას ვუშვებთ სარკისკენ. ჩვენგან ამ დროს გადის უარყოფითი მუხტი, ეს არის დაძაბული ენერგია. ამას მაშინვე იჭერს სარკე, კეტავს საკუთარ თავში და ამ უარყოფითი მუხტისგან ასუფთავებს ჩვენს გარემოს.

წარმოიდგინეთ, ოჯახის თითოეული წევრი ყოველდღე რამდენ უარყოფით ენერგიას უშვებს სარკისკენ. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ის გაიბზაროს ან სულაც გატყდეს. ამის მიზეზი კი უდავოდ ჩვენს მიერ მისკენ გაშვებული და მის მიერ შეწოვილი უარყოფითი ენერგოვიბრაციაა.

რაც მეტ დადებით ენერგიას გადავცემთ სარკეს, მით უფრო დიდხანს გვემსახურება ის.

სარკე გაბზარვით ან გატეხვით, რაც შემთხვევით არ ხდება, გვაძლევს მინიშნებას, რომ ჩვენს ირგვლივ საკმაოდ დიდი რაოდენობის უარყოფითი და საშიში ენერგია დაგროვდა. ამ დროს სარკე ტყდება და შეიძლება წინასწარმეტყველადაც კი მოგვევლინოს. კერძოდ, შესაძლოა ამას მოჰყვეს ადამიანის ავადმყოფობა, სიკვდილი, ბინის გაძარცვა, ხანძარი...

თუ სარკისკენ დიდი რაოდენობით გაუშვებს ადამიანი დადებით ენერგიას – გაუღიმებს, ეტყვის რომ ყველაფერი რიგზეა და მომავლის იმედი აქვს, ოპტიმისტურად ჩაიხედავს მასში, მაშინ უკანვე მიიღებს იმ დადებით ენერგომუხტს და ენერგოინფორმაციას, რასაც მისკენ გაუშვებს. ასე, სარკეც დიდხანს გემსახურებათ.

უძველესი წესია, როცა სახლში მიცვალებულია სარკეს ნაჭერს აფარებენ. ბევრმა არ იცის რას უკავშირდება ეს ტრადიცია. ამის არსი კი ის არის, რომ სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე სული მეტად ქაოსურ მდგომარეობაშია. მას უჭირს გარკვევა, თუ სად არის ილუზია და სად სიმართლე. ამიტომ, აღებენ კარს, ფანჯარას, სარკეს აფარებენ ქსოვილს, რომ სულმა თავისუფლად იმოძრაოს და სხეულიდან ამოსვლის პირველ ეტაპზე სარკეში არ დაინახოს თავისი საყვარელი საგნის, მაგალითად, საწოლის, სკამის, მაგიდის და სხვა ანარეკლი. სული შეიძლება ახლოს მივიდეს სარკესთან და უცბად მასში ჩაიჭედოს. ამ დროს სული მუხტია, ხოლო სარკე ენერგოინფორმაციულ მუხტს იჭერს. ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა, გარდაცვლილი ადამიანის სული წლობით იყოს და ეს ოჯახისთვის ცუდია. ხშირად, ასეთ სარკეში ჩახედვისას ადამიანებს ეწყებათ თავის ტკივილი, შიშები, უჩნდებათ შეგრძნება თითქოს სარკიდან ვიღაც უყურებთ. ამ მოვლენების ახსნა კი უჭირთ და ცდილობენ, არც არავის გაუმხილონ.

ზოგს კი უყვარს ანტიკვარულ მაღაზიებში ლამაზი, ძველი სარკეების შეძენა და სახლში გამოსაჩენ ადგილას დაკიდება. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან, როგორც აღვნიშნე, სარკეს აქვს ბიოენერგეტიკული მუხტების მიღების უნარი. შესაძლოა, სწორედ ნაყიდმა სარკემ მოგვიტანოს ბევრი პრობლემა და უბედურება, რადგან, თავად იყოს ასეთი პრობლემებისა და უბედურებების მომსწრე. ამიტომ, ასეთი ენერგიების მქონე სარკის ყიდვა და დაკიდება იმ ოჯახში, სადაც თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობენ, ძალიან საშიშია. მისი აგრესია ნელ-ნელა იჩენს თავს. ასევე, არ შეიძლება სარკის გაჩუქება ან თხოვება. აგრეთვე, ისეთი სახლიდან მოტანა და დაკიდება ან დადება, სადაც გარდაცვლილი ადამიანი იყო.

სწორედ ამ მიზეზების გამო იყო, რომ ჩვენი წინაპრები ძალიან ფრთხილად ეკიდებოდნენ ამ მაგიურ ნივთთან ურთიერთობას და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა.


скачать dle 11.3