კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადადის თუ არა ბედისწერა გენეტიკურად და რატომ არის გარკვეული თვეების კონკრეტული დღეები ბედში ცვლილებების შესატანად სახიფათო


ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე ეზოთერიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ასევე, არსებობს დღეები, როცა კატეგორიულად იკრძალება ნეგატიური ზემოქმედება სხვა ადამიანზე, აზრის ან ფიქრის დონეზეც კი, რადგან ამით, როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგი ამბობს, მათ ბედს ცვლით და, შესაძლოა, ამ, ერთგვარად გაუაზრებელი საქციელით პრობლემები შეუქმნათ ცხოვრებაში.

თუ როგორ მოვიქცეთ ისე, რომ სხვა ადამიანებს ან საკუთარ თავს არ შევუქმნათ საფრთხე, მართლა შესაძლებელია თუ არა, იყოს კავშირი გენეტიკასა და ბედს შორის და რა მოჰყვება ხოლმე თუნდაც ერთ, მიზანმიმართულ ფიქრსაც კი, ამაზე თავად ბატონი გიორგი გვესაუბრება.



გიორგი: უკვე დიდი ხანია, ეზოთერიკოსებსა და პარაფსიქოლოგებს შორის მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, იყო თუ არა კავშირი ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის. ბოლოდროინდელი დაკვირვებებისა და კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს. ისიც გაირკვა, რომ ამ მხრივ ზამთარში და გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან. ამიტომ, არ შეიძლება, ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარი ბედი დაწყევლოს. ასევე, არსებობს ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საშიში პერიოდები, როცა მათი ერთი გაუაზრებელი ფიქრიც კი საშიში ხდება და, შესაძლოა, მან საერთოდ თავდაყირა დააყენოს მათი ბედ-იღბალი. დღეს შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე და, სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე და კონტროლი თითოეულ ქცევასა და სიტყვაზე.

– გასაგებია, რომ ადამიანმა გენეტიკურად შეიძლება მიიღოს წინაპრისგან ნიჭი, გარეგნობაში რომელიმე ნაკვთი, ხასიათი და ასე შემდეგ, მაგრამ ბედისწერის შთამომავლობით გადაცემა როგორ ხდება?

– ეს საკითხი ბევრ ადამიანში გაღიმებას იწვევს, მაგრამ, ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ზოგს საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და სწორედ აქ ცდება. გენეტიკასა და ბედისწერას შორის კავშირს უკვე წლებია იკვლევენ მეცნიერებიც. მათი კვლევის შედეგებით კი ცნობილი გახდა, რომ გენური კოდის საშუალებით, თურმე მართლაც ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედისწერასაც კი. წინაპრების არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე რომ ნამდვილად აისახება, ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. აქედან გამომდინარე, არც ახალშობილი იბადება უცოდველი და ამას განაპირობებს მისი კარმა, გენების საშუალებით მიღებული პროგრამა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო. სწორედ ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს ბებია-ბაბუებს მიუძღვით. ის კარმული ვალები კი, რაც მათ სიცოცხლეში გადასახდელი დარჩათ, ჩვენზე გადმოდის და სწორედ ჩვენს გენებში იწერება.

– თუ თქვენს საუბარს დავუჯერებთ, გამოდის, რომ თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია. ასეა?

– დიახ, სწორად მიმიხვდით. სამწუხაროდ, ბევრი არ უფიქრდება საკუთარ ქცევას, ცოდვას სჩადის, შემდეგ კი წუხს და უკვირს, რატომ არის მისი შთამომავალი წარუმატებელი. გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, ძირითადად, თაობის გამოტოვებით მიმდინარეობს, ანუ, ბებია-ბაბუის ინფორმაციის გადამტანები შვილიშვილები არიან და ბედისწერასაც სწორედ მათგან იღებენ. ასევე, კვლევებით ისიც დადგინდა, რომ ესა თუ ის პროგრამა დაახლოებით 35-40 წლის ასაკამდე ყალიბდება. აქედან კი უნდა ვივარაუდოთ, რომ წინაპრების მიერ სწორედ ამ ასაკამდე შექმნილი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური გენური პროგრამა ზუსტად გადადის მომავალ თაობაზე. პრობლემა მანამ გასდევს თაობიდან თაობას, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება. მაგალითად, ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილებასაც ეს განსაზღვრავს. თუ ბაბუა ამ პრობლემას ვერ ართმევდა თავს, მაშინ ეს პრობლემა შვილიშვილსაც გადაეცემა. სხვათა შორის, ძველად ისე არ გაათხოვებდნენ ქალს ან ითხოვდნენ ცოლს, სანამ ძირფესვიანად არ გამოიკითხავდნენ სიძის ან რძლის წარმომავლობას: ხომ არ ჰყავდა მას წინაპრებს შორის სიმახინჯით ან სულიერად დაავადებული, ლოთი, უშვილო და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ ქმნიდნენ ოჯახს. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომა იყო.

– ბატონო გიორგი, ადამიანის მკვლელის უცოდველი შთამომავალი როგორღა იხდის მისი წინაპრის ვალს?

– სხვათა შორის, მკვლელის უცოდველი შთამომავალი სხვაზე მეტად ისჯება. ის ან თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ან უკურნებელი სენით იღუპება, ან ცხოვრებაში უამრავ წინაღობასა და პრობლემას აწყდება და ხშირად ამის გამო დეპრესიაში ვარდება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი საქციელით ჩვენი მომავალი შვილების ბედსაც განვსაზღვრავთ. დამიჯერეთ, კარმულ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

– ესე იგი, გამოდის, რომ ყველა თავს დამტყდარი უბედურება წინაპრის კისერზეა?

– არა, ეს ასე ნამდვილად არ არის. არ მინდა, ისე გაიგოთ ჩემი ნათქვამი, თითქოს, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი მხოლოდ წინაპართა ბრალია: თითოეული ჩვენგანი, ცხოვრების განმავლობაში თავის არაერთგვარ პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში. მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება და გადახდა შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს. როგორც იტყვიან, ასეთ ოჯახებში გვარის გამგრძელებელი არ იბადება. დიდი ცოდვაა, როცა გაბრაზებულ გულზე ბებია ან დედა შვილს წყევლის, შენ არ გაიხარე, ან, ნეტავ შენ არ დაბადებულიყავი ჩემს საწამებლადო – ასე რომ ეუბნებიან. ეს იგივე საკუთარი გენის დაწყევლაა და მის ბედში არასწორი, გაუაზრებელი, ნეგატიური ჩარევა, მაგრამ ყველაზე საშიში იმ ბავშვის დაწყევლაა, რომელიც ზამთარში ან გაზაფხულზეა დაბადებული. გენური კოდი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათში ზედმეტად გააქტიურებულია და მოქმედებს მათზე.

– თქვით, რომ არსებობს ისეთი დღეები, როცა გენური კოდი გააქტიურებულად მოქმედებს ადამიანზე და ამ დროს მის მიმართ წარმოთქმული ან გაფიქრებული აზრიც კი, ამ კონკრეტული ადამიანის ბედზე, ნეგატიურად აისახებაო. როდის დგება, ამ მხრივ, ასეთი საშიში დღეები?

– ასეთი ქცევისთვის საშიში დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. ამ დროს ადამიანზე ცუდის გაფიქრებაც კი, შესაძლოა, მისმა გენურმა პროგრამამ შეიწოვოს და მის ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ასევე, არსებობს თვის გარკვეული რიცხვები, როცა ასევე სახიფათოა ადამიანის მიმართ ნეგატიური აზრებისა და ფიქრების გაგზავნა, რადგან ამ დროს ადამიანის კოდური პროგრამა ზედმეტად გააქტიურებულია და, შეიძლება, მისი ბედი უარესობისკენ დატრიალდეს. ასეთი სახიფათო და ფრთხილად გასავლელი დღეებია: იანვარში – 1, 3, 7, 9, 15, 21, 23, 29 და 30; მარტში – 1, 9, 13, 18, 30 და 31; მაისში – 9, 13, 15, 19, 21, 22 და 27; ივნისში 9, 12, 23, 29 და 30; სექტემბერში – 1, 3, 6, 7, 14, 19, 23 და 29; ნოემბერში – 3, 5, 8, 10, 25, 28 და 29; დეკემბერში – 1, 2, 3, 8, 9, 16, 17, 24, 25, 28, 29 და 31. ასევე, საშიშია, დაბადების დღეზე დაწყევლა – ეს ყველაზე სწრაფად ახდება, მით უმეტეს, თუ ამას ოჯახის წევრი ჩაიდენს. ყველას ვაფრთხილებ: სანამ გაბრაზებულ გულზე რამეს იტყვი, დაფიქრდი ღირს ამის გამო დაუნგრიო მომავალი შენს საყვარელ და ახლობელ ადამიანს?! ეს სიბრაზე მალევე გაივლის, წყევლისა და ნეგატიურის გაგზავნის შედეგად გამოწვეული შედეგი კი, შესაძლოა, მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს ცუდი კუთხით. საერთოდ, არ გირჩევთ ვინმეზე ცუდის გაფიქრებასაც კი. ჯობია, თუ რამე პრეტენზია გაქვთ მის მიმართ, პირდაპირ უთხრათ და ასე გაარკვიოთ სიტუაცია. ბევრი ამბობს, არ მჯერა, როგორ უნდა მავნოს ოჯახის წევრის დაწყევლამ, წინაპრის მიერ ჩადენილმა ცუდმა საქციელმა, მით უმეტეს გაფიქრებულმაო, მაგრამ, აბა, დააკვირდით თქვენ გარშემო არსებულ ოჯახებს და თავად გამოიტანეთ დასკვნა. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ასეთ რამეს და საკუთარ თავთანაც და ახლობლების მიმართაც მეტად ფრთხილი და დაკვირვებული გახდება.


скачать dle 11.3