კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

სვანმა მანქანა იყიდა.
– აბა‚ რა‚ ყველაზე მაგარია! გაჩერებულზეც კი საათში 20 კილომეტრი სიჩქარე აქვს.

– ეს როგორ?

– სპიდომეტრი ასე აჩვენებს და...



***

გოგონა: კარგი‚ რვაზე – ფილარმონიასთან. თუ რომელიმე დაიგვიანებს...

ვაჟი: მაშინ, მე დაგელოდები.



***

სამოცდაათიან წლებში ბავშვებს უხსნიდნენ‚ რომ სინათლის დიოდი – ესაა პატარა რადიოდეტალი‚ რომელიც ისე ანათებს‚ როგოც ციცინათელა.

ახლა კი ბავშვებს უხსნიან‚ რომ ციცინათელა არის პატარა ხოჭო‚ რომელიც ისე ანათებს‚ როგორც სინათლის დიოდი.



***

– ივან პავლოვიჩ‚ გაიგე? დღეს „დუმამ“ პედოფილებსა და ჰომოსექსუალებზე განიხილა კანონი.

– როგორ არ რცხვენიათ‚ სულ საკუთარ თავზე ფიქრობენ‚ ხალხი როდის გაახსენდებათ?!



***

„ავტოვაზის“ ხელმძღვანელებმა ჩინელებს შესთავაზეს, გაეკეთებინათ „ლადას“ კლონი.

ჩინელების პასუხი: „ჩვენ მუტანტებს კლონირებას არ ვუკეთებთ!“



***

ცოლი ქმარს შუაღამისას აღვიძებს:

– შენ კიდევ არ წასულხარ? ჩქარა, ადექი‚ თორემ დავიღუპეთ!..



***

დარიგება:

„ბინაში რომ ქმარი შემოიყვანო‚ ჯერ დივანი უნდა დადგა; ქმარი რომ არ გაგეყაროს‚ ამ დივანზე ბავშვები უნდა გაამრავლო...“



***

ისრაელის საელჩოში სიმპათიური მამაკაცი მივიდა:

– მომეცით ვიზა‚ ჩემს ისტორიულ სამშობლოში მინდა დავბრუნდე!

– გაქვთ თქვენი ებრაული წარმოშობის დამამტკიცებელი რაიმე დოკუმენტი?

– არა‚ ყველაფერი დავკარგე...

– მაშინ‚ უნდა წახვიდეთ ჯერ მმაჩის ბიუროში‚ შემდეგ – საპასპორტოში...

– უფრო მარტივად არ შეიძლება?

– შეგიძლიათ, ის პასპორტი მაჩვენოთ‚ ბავშვობიდან რომ ატარებთ‚ – კეკლუცად უთხრა ოპერატორმა ქალმა.


скачать dle 11.3