კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკელებმა საბჭოთა მთვარემავალი იპოვეს


კალიფორნიის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფმა სან-დიეგოში საბჭოთა კოსმოსური აპარატი – „მთვარემავალი 1“ – აღმოაჩინა. მასთან კავშირი 40 წლის წინათ შეწყდა.

„მთვარემავალი 1“ პირველი დისტანციურად მართული თვითმავალი აპარატი გახდა, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე გაუშვეს. იგი მის ბორტზე დამაგრებული ამრეკლის დახმარებით აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც სწავლულები დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილს საზღვრავენ.

„მთვარემავალი 1“ შეიძლება გამოყენებულ იქნას მთვარის თხევადი ბირთვის კვლევისთვის და მთვარის ცენტრის მდებარეობის ზუსტად განსაზღვრისთვის. 40 წლის დუმილის შემდეგ, აპარატს შეუძლია, ბევრი რამ მოგვითხროს“, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა ფიდ ტომ მერფიმ.

გავიხსენოთ, რომ მარტში კანადელმა სწავლულმა ფილ სტუკმა მთვარის სურათებზე საბჭოთა „მთვარემავალი 2“ აღმოაჩინა, რომლის პოვნა 37 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მან „ნასას“ მიერ გადაღებული მთვარის ახალი სურათები გამოიყენა. მთვარემავალმა, რომელმაც მუშაობა 1973 წელს შეწყვიტა, ინერციით 37 კილომეტრი გაიარა, დაადგინა პროფესორმა.

ამერიკელმა სწავლულებმა „მთვარემავალი 1-ის“ ძებნა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ მხოლოდ ახლა, მარტში მოხდა მისი დაფიქსირება, როდესაც ორბიტალურმა ზონდმა გადაიღო იმ ადგილის მონაკვეთები, სადაც „მთვარემავალი 1“ და „მთვარემავალი 2“ იმყოფებოდა. მეორე საბჭოთა აპარატის მდებარეობა არ გამოადგათ სწავლულებს. ხოლო „მთვარემავალი 1-ის“ კუთხოვან ამრეკლზე მათ შეძლეს ლაზერის სხივის გაგზავნა და დედამიწაზე დააფიქსირეს არეკლილი სხივი. ექსპერიმენტის მონაწილე პროფესორმა ტომ მერფიმ თქვა, რომ ისინი ცდილობდნენ თავისი გაზომვებისთვის გამოეყენებინათ ამერიკული აპარატები, რომლებიც „აპოლონ 11-ის“, „14-ის“ და „15-ის“ მისიების შემდეგ დარჩა მთვარეზე, მაგრამ, ისინიც მოუხერხებლად იყვნენ განლაგებულნი, ხოლო „მთვარემავალი 1“ ხელმისაწვდომი გამოდგა და გამოიყენეს კიდეც ამერიკელმა სწავლულებმა.


скачать dle 11.3