კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს შვილი სოხუმელ მამას თბილისში და რატომ დაშორდნენ ერთმანეთს კიევში მცხოვრები გოგონას მშობლები


27 წლის ნატალია კონსტანტინეს ასული გონჩარუკი ეძებს დაახლოებით 47-48 წლის კონსტანტინე გურამის ძე ბურჯანაძეს.

ისტორია: ვეძებ მამას – კონსტანტინე გურამის ძე ბურჯანაძეს (სამწუხაროდ, მამის ზუსტი წლოვანება არ ვიცი) დაახლოებით 47-48 წლის უნდა იყოს. მამაჩემი 1980-იან წლებში სწავლობდა უკრაინაში, კიევის საავიაციო სასწავლებელში. სწორედ კიევში გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი. შედეგად, გავჩნდი მე. ძალიან მინდა, დამეხმაროთ მამიკოს პოვნაში. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს, მის მიმართ დიდ სიყვარულს ვგრძნობ და მინდა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ის ადამიანი, რომელიც ჩემი მშობელი მამაა.

– როგორ დაკარგეს თქვენმა მშობლებმა ერთმანეთი და რატომ მოხდა ისე, რომ მამა დღემდე არ გინახავთ?

– დედ-მამამ ერთმანეთი 1980-იან წლებში გაიცნო. მათი შეხვედრა ქალაქ კიევში მოხდა. მამა მაშინ სტუდენტი იყო და საავიაციო სასწავლებელში სწავლობდა. დედა კი კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და შედეგად, გავჩნდი მე. დედაჩემს ამ თემაზე ვერ ვესაუბრები, რადგან მეუბნება, რომ ბევრი რამ არ ახსოვს. საქმე ისაა, დედას ჩემამდე უკვე ჰყავდა შვილი და როგორც მისგან ვიცი, მამას მოუთხოვია, უფროსი ბავშვის ბავშვთა სახლში ჩაბარება. მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ მოიყვანდა დედას ცოლად. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს ისტორია, დედას დაუმალავს მამაჩემისთვის თავისი ორსულობის შესახებ და მამას ჩემი დაბადება ჩვენი კომუნალური სახლის მეზობლებისგან შეუტყვია. დედას მეგობარმა ქალმა მამას წერილი გაუგზავნა იმ ბოლო მისამართზე, რომელიც მან იცოდა. მამას და დედას შორის მიწერ-მოწერის ბოლო წერილები 1982 წლით თარიღდება. მე მათ „სოხუმი-კიევის“ წერილებს ვეძახდი, პატარა რომ ვიყავი. სწორედ იმ წერილებიდან გავიგე მამაჩემის იმდროინდელი მისამართიც (ქალაქი სოხუმი, ბათუმის ქუჩა, მე-6 შესახვევი, სახლი ¹6). რა თქმა უნდა, ამჟამად, სრულიად შესაძლებელია, ქუჩის სახელწოდება შეცვლილი იყოს და შეიძლება, მამაჩემი უკვე დიდი ხანია, იქ აღარც ცხოვრობს. მაგრამ, მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მისამართზე იმ დროს მცხოვრები მეზობელი გამომეხმაურება და მომაწვდის რაიმე ინფორმაციას მამის შესახებ.

– ნატა, გამოდის, მამა არასდროს გინახავთ, საინტერესოა, მამას თუ უცდია თქვენი მოძებნა. ასევე, რა რეაქცია აქვს დედას, იმ საკითხთან დაკავშირებით, მამას რომ ეძებთ?

– დედაჩემი, თავდაპირველად, წინააღმდეგი იყო, მამა რომ მომეძებნა, მაგრამ, ახლა ისიც ჩემ გვერდითაა. მე დავარწმუნე, რომ უფლება მაქვს, ვიცოდე, ჩემი ფესვების შესახებ, უჯიშო ძაღლი ხომ არ ვარ, ჩემი წარმომავლობა რომ არ ვიცოდე?! მას შემდეგ, რაც მამამ წერილით შეიტყო ჩემი არსებობის შესახებ, ის ჩამოსულა კიევში, და ჩემი წამოყვანა მოუნდომებია. დედას კი უთქვამს, რომ მისგან არაფერი უნდოდა და თვითონ გამზრდიდა და მომივლიდა. ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. დედა სხვას გაჰყვა ცოლად და მე მამინაცვალი მყავს. მაგრამ, მაინც ძალიან მინდა მისი პოვნა. თუკი ვიპოვი, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.

– ხომ არ გიცდიათ, სოხუმში წერილის გაგზავნა, რა გზებით ეძებდით აქამდე მამას?

– სამი წლის წინათ გადავწყვიტე, მამა აქტიურად მომეძებნა, მაგრამ დღემდე შედეგს ვერ მივაღწიე. მისი ფოტოც კი არ მაქვს, და არც რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ მის შესახებ. რომ შეიძლებოდეს, ჩავიდოდი სოხუმში, მაგრამ ეს ცოტა რთულია. ჩვენგან ძალიან შორია. გადმოცემით ვიცი, რომ მამაჩემი ამჟამად თბილისში ცხოვრობს. შეიძლება, მას თავისი ოჯახიც კი აქვს, თუმცა მე ეს მხოლოდ გამიხარდებოდა. მთავარია, იმ ოჯახმა ადეკვატურად აღიქვას ინფორმაცია ჩემი გამოჩენისა და მამის პოვნის სურვილის შესახებ.

– მაინც, რისი იმედი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, იპოვით მამას, გამოგეხმაურებათ ვინმე თუ არა?

– მჯერა, რომ თუკი რამეს ძალიან მოინდომებ, აუცილებლად აიხდენ. მე კი დიდი სურვილი მაქვს, ვიპოვო მამაჩემი და იმედია, სურვილი ამიხდება. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, ფიზიკურად მამას ჰგავხარო, ვერ დავიჯერებ, რომ მას ჩემი ნახვა ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოუნდება. იქნებ, ისიც მეძებს, მაგრამ იმის გამო, რომ დედა სხვას გაჰყვა ცოლად და გვარი შეიცვალა, ვერ მპოულობს. მისთვის ხომ უცნობია ჩემი ამჟამინდელი გვარი.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3